1. მომხმარებლის უფლებების დაცვა

2022 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონი მნიშვნელოვანი მექანიზმია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით.

კანონი არეგულირებს ურთიერთობებს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის. მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც არაკომერციული მიზნით ყიდულობს საქონელს ან მომსახურებას.

კანონით გათვალისწინებულია დებულებები მოვაჭრის და მომხმარებლის ძირითადი უფლებები და ვალდებულებების, დისტანციური ხელშეკრულების და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების, სამომხმარებლო ხელშეკრულების, ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტული პირობების, უსამართლო კომერციული საქმიანობის შესახებ, ასევე, კანონით დადგენილია მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოში ასევე ამოქმედდა ცხელი ხაზი - (032) 2 05 4422; 598 05 4422. განცხადებებზე რეაგირება განხორციელდება 2022 წლის 1 ნოემბრიდან. შესაძლებელია ასევე სააგენტოსთვის ელ-ფოსტის მეშვეობით მიწერა - consumer@gnca.gov.ge

2. კომერციული გარანტია

კანონით გათვალისწინებულია კომერციული გარანტიის შესახებ დებულებები. კომერციული გარანტია არის მოვაჭრის ან მწარმოებლის მიერ ხელშეკრულებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულების გარდა, მომხმარებლის სასარგებლოდ დამატებით და უსასყიდლოდ ნაკისრი გადახდილი ფასის ანაზღაურების, საქონლის შეცვლის, შეკეთების ან მომსახურების სხვა ვალდებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს.

მოვაჭრე ვალდებულია დაიცვას თავის მიერ გაცემული კომერციული გარანტია, მათ შორის, რეკლამაში მოცემული პირობები.

თუკი მომხმარებელი მოითხოვს, სავალდებულოა, რომ მას კომერციული გარანტია მიეწოდოს წერილობითი ან მის მიერ მოთხოვნილი სხვა ფორმით. შესაბამისად, თუკი რეკლამაში ბიზნესი გააჟღერებს მისი პროდუქციის შესახებ კომერციულ გარანტიას, ის ვალდებული იქნება იგივე გარანტია გასცეს წერილობითი ფორმითაც, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ კომერციული გარანტიის პირობები არ უნდა აუარესებდეს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს, რაც მინიჭებული აქვს მომხმარებელს.

3. ვადები

კანონი ადგენს რამდენიმე ვადას, რაც გასათვალისწინებელია მომხმარებელთან ურთიერთობის დროს.

თუკი მომხმარებელმა აღმოაჩინა საქონლის ნაკლი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას. ამ დროს, მოვაჭრეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ საქონელს თავდაპირველად ნაკლი არ გააჩნდა. თუკი ნაკლი ამ 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ აღმოჩნდება, მაშინ მტკიცების ტვირთი მომხმარებლის მხარეს გადადის.

კიდევ ერთი ვადა, რაც გათვალისწინებულია კანონით არის 2 წლიანი ვადა. თუ საქონლის ნაკლი აღმოჩნდება ამ 2 წლიანი ვადის განმავლობაში, მომხმარებელს წარმოეშვება კანონით გათვალისწინებული უფლებები.

საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია.

მომხმარებელს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს ფასის შემცირება, თუკი, შეუძლებელია შეკეთება/შეცვლა.

გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.

მომხმარებელს ამ ვადის განმავლობაში შეუძლია ისარგებლოს კომერციული გარანტიის პირობებით.

4. უსამართლო სტანდარტული პირობები და უსამართლო კომერციული საქმიანობა

ხშირ შემთხვევაში, მოვაჭრე მომხმარებელთან ურთიერთობის დროს იყენებს სტანდარტულ პირობებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტული პირობები არ უნდა იყოს უსამართლო. ბათილია უსამართლო სტანდარტული პირობები.

ასეთ პირობებად მიიჩნევა შემდეგი პირობები:

იხილე მეტი

გარდა ამისა, კანონი კრძალავს უკანონო კომერციულ საქმიანობას. ასეთ საქმიანობად მიიჩნევა შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა.

 

უსამართლოდ მიიჩნევა შემდეგი საქმიანობა: 

იხილე მეტი

აკრძალულია აგრესიული კომერციული საქმიანობაც.

აგრესიულ საქმიანობად მიიჩნევა: 

იხილე მეტი

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება