ცვალებად სამუშაო პირობებში ოპერირება
უმაღლესი ხარისხის საოპერაციო მართვა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ტიპის კრიზისის დროს. ასეთ დროს მთავარი ამოცანაა - მიმდინარე პრობლემების მოგვარება და მუსაობის ჩვეულ კალაპოტში დაპრუნება.
კრიზისის შედეგად წარმოქმნილმა ახალმა გარემოებებმა შეიძლება აუცილებელი გახადონ თქვენი ზოგიერთი ოპერაციის ადაპტირება. კრიზისული პერიოდის განმავლობაში თქვენი ოპერატიული საქმიანობის სამართავად, გაითვალისწინეთ თქვენი საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნები. გადახედეთ შეკვეთებს, რათა დაგეგმონ ბიზნესის მოკლევადიანი საჭიროების გაფართოება ან შემცირება. მაგალითად, ზრდიან ან აუქმებენ შეკვეთებს მომხმარებლები? - და, თუ ასეა, რა არის ამ შემთხვევაში თქვენი საკრედიტო რისკი?
ხელი შეუწყეთ მთავარ დაინტერესებულ მხარეებს შორის ზუსტი ინფორმაციის ღია და თანმიმდევრულ მიმოცვლას, შეინარჩუნეთ მათი და მომხმარებლების ნდობა.
ახალ გამოწვევებზე დროული რეაგირება აუცილებელია. გაითვალისწინეთ ძირითადი თანამშრომლებისთვის საქმიანობის დელეგირება გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაჩქარებლად.
განსაზღვრეთ თქვენი მინიმალური სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს მოდელი - პროცესების მინიმალური ნაკრები, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ ჯერ კიდევ საიმედო მომწოდებლების ჩათვლით, რათა მიაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი მომხმარებელთა ჯგუფებს, რომლებიც ჯერ კიდევ გიკვეთავთ თქვენს ძირითად პროდუქტს თუ მომსახურებას. გაითვალისწინეთ კრიზისის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები თქვენს საქმიანობაზე და საფუძვლიანად შეაფასეთ ისინი.
ქვემოთ ჩამოთლილია რამდენიმე ქმედება, რომლებიც შეიძლება განიხილოთ ძირითადი საკითხების გადასაჭრელად, და რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე.
შეამოწმეთ მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან თქვენი არსებული ხელშეკრულების პირობები. კრიზისის დროს ამ პირობების ნაწილი შეიძლება შეუსრულებელი გახდეს. იმსჯელეთ ცვლილებებისა და შესწორებების შესახებ. იყავით კონსტრუქციული და შეეცადეთ თავიდან აიცილოთ "ხელშეკრულების დარღვევა".
იმუშავეთ მხარეებთან ერთად პრობლემების გადასაჭრელად. ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებამდე მიმავალი კარგი კომუნიკაცია, ძვირადღირებულ სამართლებრივ მოქმედებებს თავიდან აგაცილებთ.
დარწმუნდით, რომ თქვენი თანამშრომლები დაცულები არიან და აქვთ კარგი წვდომა კომპიუტერულ სისტემებზე. ეს უზრუნველყოფს დოკუმენტების (მაგალითად კომერციული ინვოისების) შექმნას და თქვენი ჩვეული პროცედურების გაგრძელებას.
შეძლებთ გაუმკლავდეთ მოთხოვნის პოტენციურ ტალღას ან მოთხოვნის სტრუქტურტულ ცვლილებას? - გაითვალისწინეთ ცვალებადი მოთოვნები თქვენს დაგეგმვის პროცესში.
გაიგეთ მეტი იმაზე, თუ როგორ უნდა აწარმოოთ ეფექტური კომუნიკაცია თქვენს მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან კრიზისის დროს და გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო მდგრადი კრიზისის დარტყმების მიმართ. კრიზისული საკომუნიკაციო გეგმა დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ნებისმიერი ხარვეზი თქვენს მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
კრიზისული საკომუნიკაციო გეგმის შექმნისას იფიქრეთ ყველაზე, ვისთანაც შეიძლება დაგჭირდეთ დაკავშირებაც და იმაზე თუ რა უნდა უთხრათ თვითოეულს. კრიზისის დროს, დრო შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, ამიტომ დაგჭირდებათ გეგმის შემუშავება მოქმედების პრიორიტეტული თანმიმდევრობით.
თქვენი გეგმა უნდა მოიცავდეს:
მკაფიო კომუნიკაციის გრაფიკს, რომელშიც ნათლად არის განსაზღვრული, ვინ და როდის დაუკავშირდება თითოეულ მომწოდებელს და მომხმარებელს
თქვენი ვებგვერდის გადაუდებელი განახლების გეგმა: თქვენი გარემოებები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და თქვენს მომხმარებლებს განახლებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ
პირდაპირი კონტაქტის გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემს მთავარ მომწოდებლებს და მომხმარებლებს დაუკავშირდნენ თქვენს თანამშრომლებს, თუ ისინი დისტანციურად მუშაობენ
მარკეტინგის შეჩერების ან ჩანაცვლების გეგმას ნორმალური მარკეტინგული საქმიანობის შეჩერების დროს, როდესაც თქვენი ბიზნესი მუშაობს შემცირებული სიმძლავრით
წერილობით გეგმას იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც მომხმარებლები ან მომწოდებლები გადაუდებელ სიტუაციებში ტელეფონით ურთიერთობენ, ისინი აუცილებლად მიიღებენ წერილობით პასუხებს ელექტრონული ფოსტით, რომლებსაც თქვენ შეინახავთ
საკონფერენციო და საკომუნიკაციო გეგმას, რომელიც დეტალებს გადასცემს ყველა მხარეს ნებისმიერი ახალი საკომუნიკაციო არხისთვის, რომელიც კრიზისის დროს იქნება გამოყენებული
ბიზნესის განახლების გეგმას - იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენი ბიზნესი გაჩერდება, და მისი ოპერაციების განახლება დაუყოვნებლივ ეცნობება მომხმარებლებს და მომწოდებლებს.
ზოგიერთი ყველაზე პოპულარული სოციალური კომუნიკაციის ინსტრუმენტი მომხმარებლისთვის უფასოა. მათ შორისაა WhatsApp, Instagram, Viber, Telegram და Signal. შეამოწმეთ რომელი არხები არის ყველაზე ხშირად გამოყენებული და ხელმისაწვდომი თქვენს მომხმარებლებსა და მომწოდებლებში და გამოიყენეთ ისინი თქვენს მომხმარებლებთან რეგულარული კომუნიკაციებისათვის.
ახალ სამუშაო პირობებზე გადასვლის მართვა
კრიზისის შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი ძველი ბიზნესის მოდელის საფუძლიანად შეცვლა. ძველი პროცესები ან მიწოდების ჯაჭვები შეიძლება აღარ იყოს ეფექტური. ძველი გაყიდვების არხები შეიძლება გაქრეს. მუშაობის ძველი მიდგომები შეიძლება აღარ გამოიყენოთ. თქვენი ბიზნესი უნდა მოარგოთ ახალ რეალობას როგორიც არ უნდა იყოს ის.
კრიზისის შემდეგ მუშაობის ახალ მიდგომებზე გადასვლა შეიძლება რთული იყოს თქვენი ბიზნესისთვის და თქვენი თანამშრომლებისთვის და ამას გარკვეული დრო სჭირდება. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი ოპერაციული მოდელი მოარგოთ ახალ სიტუაციას. თქვენი მოქმედების სისწრაფე განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის მდგრადობას.
თქვენ უნდა შეაფასოთ არსებული ვითარება, შეამოწმოთ თქვენი თანამშრომლების ხელმისაწვდომობა, შეაფასოთ თქვენი ამჟამინდელი შესაძლებლობები, უზრუნველყოთ თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და ორგანიზება გაუწიოთ ბიზნესის წარმოების შიდა პროცესებს. იფიქრეთ თქვენს აღდგენის სტრატეგიასა და თქვენი უწყვეტობის გეგმების შესრულებაზე.
ხელმძღვანელობა და ადამიანური რესურსების მართვა მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობაზე. მოამზადეთ თქვენი თანამშრომლები ახალი როლებისთვის, რომლებიც შესაძლოა მათ ახალ სამუშაო მიდგომებზე გადასვლის შემდეგ უნდა შეასრულონ.
ახალ მიდგომებზე გადასვლისას, მიიღეთ და გამოიყენეთ ციფრული შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან თქვენი მომარაგების ჯაჭვები სამომავლო დარღვევებისგან.
მომარაგების ჯაჭვის მართვა კრიზისების დროს
კრიზისის დროს, თქვენი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტმა შეიძლება მრავალი გამოწვევის წინაშე დადგეს. შეაფასეთ სიტუაცია და შეეცადეთ შეამციროთ უარყოფითი შედეგები და რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრათ კრიზისი.
მიუხედავად იმისა თუ რა ინდუსტრიაში საქმიანობთ, კრიზისის დროს თქვენი პრიორიტეტი ბიზნესის გადარჩენაა. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თქვენი მომარაგების ჯაჭვი სხვა ბიზნესზეა დამოკიდებული, რომლებზეც კრიზისმა ასევე შეიძლბა გავლენა იქონიოს. კრიზისის დროს ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის თქვენი მომწოდებლებთან კომუნიკაცია თქვენი პოზიციის ასახსნელად და დარწმუნება, რომ ოპერაციებს აგრძელებთ.
იფიქრეთ თქვენს ბიზნესზე მათი გადმოსახედიდან. როგორ აღწერდით თქვენს პოზიციას კრიზისის დროს თქვენი ბიზნესის სიცოცხლისუნარიონობის და ქმედითობის ზუსტად, მაგრამ პოზიტიურად გადმოსაცემად? - მათი გადმოსახედიდან, რა შეკითხვებს დაგისვამდნენ ისინი?
გადარჩენა
ძირითადი შეკითხვა, რომელიც მომწოდებლებს შეიძლება ჰქონდეთ არის - გაჩერდება თუ არა თქვენი ბიზნესი.
გადახდისუნარიანობა
კრიზისულ პერიოდში, ფულადი სახსრების ბრუნვა შეიძლება ისეთივე პრობლემა იყოს მომწოდებლებისთვის როგორც თქვენთვის. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ გადახდა და საჭიროების შემთხვევაში შესთავაზოთ გარანტიები.
ფულადი სახსრების ბრუნვა
მომწოდებლებსაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები. თუ დარწმუნებული ხართ, რომ დროულად შეგიძლიათ გადახდა, აჩვენეთ ეს. თუ შეიძლება პრობლემა შეგექმნათ, უთხარით მათ რაც შეიძლება ადრე, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკება საკუთარ მომწოდებლებთან.
ურთიერთვალდებულებები
კრიზისის დროს მომწოდებლებს კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ საიმედო და პროგნოზირებადი შეკვეთები. თუ თქვენი მოთხოვნები შეიცვალა, გადაუდებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მომწოდებლებს.
კრიზისის განმავლობაში გააგრძელეთ თქვენი და თქვენი მომწოდებლების პოზიციის შეფასება, თქვენი გეგმების კორექტირება და მათთან კომუნიკაცია. გაიგეთ შესაძლო რისკების ფინანსური და ოპერატიული გავლენა მოვლენების განვითარების სხვადასხვა შესაძლო სცენარში:
კარგად გადააფასეთ კრიზისის პირობებში ნედლეული მასალების ან პროდუქტების მოწოდება და მოსალოდნელი შემოსავლები. დაადგინეთ კომპონენტები და ნედლეული, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ შემოსავლების ნაკადებზე. ამგვარი მიდგომა დაგემარებათ მწირი შესაძლებლობების გონივრულად განაწილებაში.
მომხმარებელთა მართვა კრიზისულ პერიოდში
თუ რთული გარემოების წინაშე დგახართ, თქვენი შემოსავლები შეიძლება სწრაფად შემცირდეს მომხმარებელთა შესყიდვების შემცირების შედეგად. ეს ჩვეულებრივ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე თქვენ ხარჯების შემცირებით ან მარაგების შემოდინების შეჩერებით რეაგირებას მოასწრებთ.
უნდა კარგად იცბობდეთ თქვენს მომხმარებლებს და მათ გარემოებებს. უნდა გესმოდეთ, რომელი ბაზრის სეგმენტები ქმნიან რისკს და რომელი ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. შეიმუშავეთ მკაფიო ხედვა რა სჭირდებათ მომხმარებლებს ფინანსური გაურკვევლობისგან და რისკისგან თავის დასაცავად და რა კომუნიკაციას აწამოებთ სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებთან.
რთულ დროს, ნუ მოაკლებთ ძალისხმევას კლიენტებთან ურთიერთობებს. ამგვარი ინვესტიცია აუცილებლად გაამართლებს, რაგდან კლიენტების ერთგულებას შეინარჩუნებთ. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული დარჩეს და გაიარდოს, სირთულეების პერიოდებში, შეინარჩუნეთ თქვენი ეთიკა და წესიერება. ამ საკითხებში კომპრომისი მომავალსი ძვირი დაგიჯდებათ. მთლიანობაში, კლიენტებთან სამაგალითო ურთიერთობები - მათთან საერთო ღირებულებების გარშემო მყარდება.
ყველაზე ერთგული მომხმარებელიც კი შეიძლება შესანარჩუნებელი გაგიხდეთ კრიზისულ პერიოდში. მაშინ, როცა მთელი თქვენი ძალისხმევა თქვენ თქვენი ბიზნესის მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფაზეა მომართული, მომხმარებლებს სჭირდებათ დარწმუნება, რომ თქვენ მიაწვდით ზუსტად იმას, რაშიც ისინი გიხდიან.
ვალდებულებები
თქვენი მომხმარებლების მოლოდინია, რომ თქვენ, მათთან ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ. შეგიძლიათ თუ არა თქვენ მომხმარებელს ჩვეულებრივ რეჟიმში მოემსახურთ? - გადაუდებლად დაუკავშირდით მათ, რომ არ დაკარგოთ მათი ნდობა და არ აურიოთ გეგმები.
მოქნილობა
კრიზისმა შეიძლება თქვენს მომხმარებლებზეც იქონიოს გავლენა. შეგიძლიათ თუ არა თქვენი მხრიდან მათ მეტი მოქნილობა შესთავაზოთ მათ შეკვეთებში - მაგალითად შეკვეთის რაოდენობებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით? - შეგიძლიათ შესაძლებლობა მისცეთ თქვენს მომხმარებლებს გააუქმონ შეკვეთები, თუ მათი მოთხოვნები შეიცვალა? - მოკლევადიან პერსპექტივაში თქვენი მომხმარებლებისთვის გაწეული დახმარება მათ გრძელვადიანად შეგინარჩუნებთ.
გადახდები
კრიზისულ სიტუაციაში ფულადი სახსრების ბრუნვა ყველასათვის უმთავრესი პრობლემაა. შეგიძლიათ შესთავაზოთ გადახდის უფრო მოქნილი პირობები თქვენს ერთგულ მომხმარებლებს?
მიწოდება
აქვთ თუ არა მომხმარებლებს თქვენგან შეკვეთის დროულად მიწოდების მოლოდინი? მიწოდების ვალდებულებების შესასრულებლად გაქვთ თუ არა სარეზერვო გეგმები? მოკლევადიანად, სანდო ლოგისტიკური და სატრანსპორტო გეგმის განხორციელება შეიძლება ძვირი დაჯდეს - რაც თქვენს ვრუნვაზე აისახება, თუმცა, შესაძლოა სწორედ ამ ფასის გაღებამ შეგანარჩუნებინოთ მომხმარებლები გრძელვადიანად.
მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებოს და გამტკიცების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა მათი დარწმუნება, რომ მათ გვერდით ხართ კრიზისულ ძნელ დროს. ეს მიდგომა არსებითად ცვლის მომხმარებელთან ურთერთობას სამომავლოდ.
ამავდროულად, თქვენ უნდა ზუსტად დაადგინოთ მომხმარებლისთვის პროდუქტის ან მომსახურების მიწოდების მხრივ მოსალოდნელი პრობლემები და კავშირზე იყოთ მომხმარებლებთან პოტენციური რისკების დასაზღვევად. ასევე, კარგად დააკვირდით მდგომარეობს ბაზარზე და შესაბამისად გადაგეგმეთ სამომავლო ოპერაციები.
კრიზისის დროს, შეეცადეთ კარგად გესმოდეთ თქვენი მომხმარებლების და მათი საჭიროებების, რომ შეცვალოთ თქვენი მიდგომები, შესაბამისად. გაიგეთ მეტი როგორ დაუკავშირდეთ მომხმარებელს გაურკვეველობის დროს.
სწრაფად უპასუხეთ თქვენი მომხმარებლების და თანამშრომლების საჭიროებებს და მთავრობის მოთხოვნებს და გადაწყვიტეთ თქვენი მომხმარებლების წინაშე მდგარი ახალი რეალობის პრობლემები.
მაქსიმალურად შეეცადეთ რთულ პერიოდებში ზუსტად განსაზღვროთ, მართოთ და დააკმაყოფილოთ მომხმარებლის მოლოდინი. აჩვენეთ, რომ გაგაჩნიათ ადაპტაციის უნარი.
გაუადვილეთ თქვენს მომხმარებლებს ინფორმაციის, პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა.
აჩვენეთ მომხმარებლებს, რომ ზრუნავთ მათზე და შედიხართ მათ მდგომარეობაში. ჩართეთ ამ პროცესში თქვენი თანამშრომლები - განსაკუთრებით მომხმარებელთან ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლები და ასახეთ მათი მომხმარებელთან მუშაობის მონაცემები მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების ანალიზის პროცესში.