წესები და პირობები
1. საიტი იმართება „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის“ (EBRD) მიერ, რომლის სათაო ოფისის მისამართია One Exchange Square, London EC2A 2JN,
United Kingdom.
2. გთხოვთ წაიკითხოთ ეს წესები და
პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რადგან ისინი ვრცელდება თქვენს მიერ ამ
ვებგვერდის (შემდგომში „საიტი“) გამოყენებაზე. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებსა და
კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ უნდა დატოვოთ საიტი.
3. საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით
ამ წესების და პირობების დაცვას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. EBRD–მა
შეიძლება დროდადრო შეცვალოს ეს პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
ნებისმიერი ასეთი ცვლილების შემდეგ საიტზე წვდომის გაგრძელებით, თქვენ ავტომატურად
ეთანხმებით ყველა ცვლილებას.
4. საიტის
შინაარსი
4.1. EBRD საიტი განკუთვნილია მისი მომხმარებლების მომსახურებისთვის. საიტზე მოცემული ინფორმაცია ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს. ქვემოთ მოცემული 7.1 პუნქტის შესაბამისად, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს, გადმოწეროთ და დააკოპიროთ EBRD-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დოკუმენტები და მასალები, ასევე სხვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (კოლექტიურად, ”მასალები”) მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის, მისი გაყიდვის, დისტრიბუციის ან სხვაგვარად გამოყენების გამოყენების გარეშე, რაც რეგულირდება მოცემული წესებითა და პირობებით.
4.2. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, საიტის მასალებში გამოთქმული დასკვნები და ინტერპრეტაციები ეკუთვნის ნაშრომის ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს და ემთხვეოდეს EBRD-ის პოზიციას.
4.3. საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ბრაუზერის ფუნქციონალისა და შეზღუდვების მიხედვით. EBRD არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ თქვენ ვერ ნახულობთ საიტის რომელიმე ნაწილს ან კომპონენტს.
4.4. EBRD იტოვებს უფლებას შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერი მასალა საიტზე, მათ შორის, გადახედოს და წაშალოს ინფორმაციის ნებისმიერი ნაწილი, მომხმარებლისთვის წინასწარი
შეტყობინების გარეშე.
4.5. საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს გარე ვებ-გვერდებზე. ნებისმიერი ასეთი ბმული მოყვანილია მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის. EBRD-ს არ აქვს კონტროლი გარე საიტების ინფორმაციაზე და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ვებ-გვერდებზე მოცემულ შინაარსზე, მასალასა თუ ინფორმაციაზე.
4.6. თქვენ შეგიძლიათ დალინკოთ EBRD-ის საიტი, EBRD-ის თანხმობის გარეშე. მსგავსი ლინკები აუცილებელი წესით უნდა ასახავდეს EBRD-ის, როგორც საიტიდან მიღებული ინფორმაციის წყაროს, და დაიცვას საიტის მთლიანობა, მისი რაიმე სახით ცვლილების გარეშე. EBRD იტოვებს უფლებას უარი თქვას საიტთან დალინკვის ნებართვაზე და ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მსგავსი ლინკის წაშლა.
4.7. EBRD იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეცვალოს, შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საიტზე ან მის ნებისმიერ მასალაზე წვდომა. ასევე შეუძლია საიტის ან მისი ნაწილის მოხმარებაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ მომხმარებელს.
ამასთან დაკავშირებით, EBRD არ არის ვალდებული გაითვალისწინოს მომხმარებლის საჭიროებები.
5. ჩვენი
ვალდებულებები
5.1. საიტი შეიძლება შეიცავდეს რჩევებს,
მოსაზრებებს და ინფორმაციას სხვადასხვა ინფორმაციის ან შინაარსის მომწოდებლის
შესახებ. EBRD არ იძლევა გარანტიას და არ უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფორმაციის ან
შინაარსის მომწოდებლის, ან საიტის ნებისმიერი მომხმარებლის, ან სხვა პირის ან
პირების მიერ მოწოდებული ნებისმიერი რჩევების, მოსაზრების, განცხადების ან სხვა
ინფორმაციის სისწორეს ან სანდოობას. ნებისმიერი ასეთი მოსაზრებით, რჩევით,
განცხადებით ან სხვა ინფორმაციით ხელმძღვანელობა უნდა მოხდეს თქვენი
პასუხისმგებლობით.
5.2. აქ განთავსებული ინფორმაცია არის
ზოგადი ხასიათის და არ არის გამიზნული რომელიმე კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული
პირის გარემოებების გამოსასწორებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ
მივაწოდოთ ზუსტი და დროული ინფორმაცია, ეს არ შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ
ასეთი ინფორმაცია არის ზუსტი მისი მიღების დღიდან ან რომ ის კვლავ იქნება ზუსტი
მომავალში. საიტზე მოცემული ინფორმაციაზე დაყრდნობით ქმედების განხორციელებამდე ან
მისგან თავშეკავებამდე თქვენ უნდა მიიღოთ პროფესიონალური ან სპეციალისტის რჩევა.
5.3. საიტზე არსებული
ნებისმიერი ინფორმაცია მითითებულია
„როგორც არის” (“As Is”) საწყისზე, ნებისმიერი გარანტიის, პირობების ან
სხვა სახის ვალდებულების გარეშე. EBRD არ წარმოადგენს რაიმე სახის გარანტიას,
საიტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მათ შორის საიტის საშუალებით მიღებული
ნებისმიერი მასალის სისრულესა თუ სიზუსტეზე. EBRD არ იღებს არანაირ
პასუხისმგებლობას ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის, მასში
არსებული რაიმე არასწორი ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის გამო.
5.4. მოქმედი კანონით ნებადართული
მაქსიმალური შესაძლებლობებით, EBRD უარყოფს და გამორიცხავს ყველა პასუხისმგებლობას
(თუ ეს წარმოიქმნება ხელშეკრულებით, დაუდევრობით, ნორმატიული მოვალეობის
დარღვევითა თუ სხვაგვარად), რომელიც წარმოიშობა ნებისმიერი უზუსტობის, მოვალეობის
შეუსრულებლობის, შეცდომის, გამოტოვების, შეფერხების, წაშლის, დეფექტის, ოპერაციის
ან გადაცემის შეფერხების, კომპიუტერული ვირუსის, საკომუნიკაციო ხაზის ჩავარდნის,
ქურდობის ან განადგურების, საიტზე უნებართვო წვდომის, შეცვლისა თუ სხვა
გარემოებისგან. საიტზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად
წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და EBRD არ არის პასუხისმგებელი საიტზე
გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე.
6. თქვენი
ვალდებულებები
6.1. საიტის გამოყენებისას, თქვენ არ
შეგიძლიათ:
ა. განათავსოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი უკანონო, თაღლითური, უცენზურო,
პორნოგრაფიული, მუქარის შემცველი, ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან
სხვაგვარად საეჭვო ინფორმაცია, მათ შორის ისეთიც, რომელიც წაახალისებს უკანონო და
შეურაცხმყოფელი მოქმედებისკენ, დაარღვევს ნებისმიერ მოქმედ კანონს, ან დააზიანებს
EBRD-ის კეთილგანწყობასა და რეპუტაციას;
ბ. განათავსოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი რეკლამა, ჯაჭვური წერილი,
პირამიდული სქემა, ნებისმიერი სახის საინვესტიციო შესაძლებლობა ან კომერციული
სქემა, ან სხვა სახის არასასურველი კომერციული საქმიანობა;
გ. განათავსოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი პროგრამა, რომელიც შეიცავს რაიმე
სახის ვირუსს, „ტროას ცხენს“, „ჭიას“, „მონაცემთა ბომბს“, „ლოგიკურ ბომბს“ ან სხვა
რაიმე მსგავს კომპონენტს;
დ. დააკოპიროთ, შეცვალოთ, გასცეთ
ლიცენზია, გამოაქვეყნოთ, გაამრავლოთ, გაანაწილოთ, ან რაიმე სხვა ფორმით
გამოიყენოთ:
(i) საიტის საშუალებით კომერციული მიზნებისათვის მოპოვებული მასალები; ან
(ii) საიტის საშუალებით მიღებული მასალები ან ნებისმიერი წარმოებული
სამუშაო, რომლებიც ექვემდებარება საავტორო უფლებებს ან სხვა მხარის ინტელექტუალური
საკუთრების უფლებებს. თუ გსურთ მასალის კოპირება, ცვლილებები, ლიცენზია, გადაცემა,
გამოქვეყნება, გამრავლება, განაწილება ან რაიმე სახით ექსპლუატაცია, პირველ რიგში
უნდა მიიღოთ საჭირო ნებართვა მესაკუთრისგან.
6.2. თქვენ ეთანხმებით, რომ არ შეზღუდავთ
ან არ შეუშლით არც ერთ პირს საიტის გამოყენებაში;
6.3. თქვენ თანხმდებით, რომ აარიდებთ
EBRD-ს რაიმე სახის პრეტენზიას, ქმედებას, ზარალს, ზიანს, ვალდებულებას, ან ხარჯს
(მათ შორის იურიდიული გადასახადების ჩათვლით), რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ
ან თქვენთან ასოცირებული პირის მიერ საიტის არასწორი გამოყენების ან წინამდებარე
წესებისა და პირობების დარღვევის შედეგად.
7. ფორუმები
7.1. თუ საიტი შეიცავს განცხადებათა დაფას, ონლაინ ჩატს, ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებას (ერთობლივად, ”ფორუმები”), თქვენ ეთანხმებით, რომ მას მხოლოდ ფორუმისთვის შესაფერისი ინფორმაციის გასაცვლელად გამოიყენებთ. ფორუმის გამოყენებისას თქვენ არ შეგიძლიათ (მაგალითები მოყვანილია საილუსტრაციოდ):
- ცილი დასწამოთ, ბოროტად გამოიყენოთ, შეავიწროვოთ, დაემუქროთ ან სხვაგვარად დაარღვიოთ სხვების კანონიერი უფლებები (მაგალითად, კონფიდენციალურობის და საჯაროობის უფლებები);
- გამოაქვეყნოთ, გაამრავლოთ ან გაავრცელოთ ნებისმიერი ცილისწამება, დარღვევა, უხამსი ან უკანონო მასალა ან ინფორმაცია;
- ატვირთოთ ან გააგზავნოთ ფაილები, რომლებიც შეიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას ან ინტელექტუალური საკუთრების კანონებით დაცულ სხვა მასალებს, თუ თქვენ არ ფლობთ ან აკონტროლებთ მათ უფლებებს, ან არ მიგიღიათ ყველა საჭირო თანხმობა;
- ატვირთოთ ან გაავრცელოთ ფაილები, რომლებიც შეიცავს ვირუსებს, კორუმპირებულ ფაილებს ან სხვა მსგავს პროგრამებს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვისი კომპიუტერის მუშაობას;
- წაშალოთ ნებისმიერი მითითება ავტორზე, იურიდიული შეტყობინებები ან საკუთრების აღნიშვნები და მარკირებები ნებისმიერ ატვირთულ მასალაზე;
- გააყალბოთ ფაილის ან პროგრამული უზრუნველყოფის წარმოშობის წყარო;
- გაარეკლამოთ ან გააკეთოთ ნებისმიერი პროდუქციის ან მომსახურების სარეკლამო შეთავაზება ან ჩაატაროთ გამოკითხვები, კონკურსები ან გააგზავნოთ ჯაჭვური წერილები;
- გადმოწეროთ ფორუმის სხვა მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფაილი, რომლიც გავრცელებაც მსგავსი ფორმით აკრძალულია.
7.2. თქვენ
აღიარებთ, რომ ყველა ფორუმი არის საჯარო და არა პირადი კომუნიკაცია. გარდა ამისა,
თქვენ აღიარებთ, რომ ჩატები, შეტყობინებები, კონფერენციები, ელ.ფოსტა და
მომხმარებლების სხვა კომუნიკაციები არ არის ავტორიზებული EBRD-ს მიერ, და რომ
ასეთი კომუნიკაციები არ ექვემდებარება EBRD-ს განხილვას, სკრინინგის ან
დამტკიცებას.
7.3. თქვენ
ეთანხმებით იმას, რომ EBRD არ არის ვალდებული გააკონტროლოს ნებისმიერი ფორუმის
გამოყენება და ასევე იმას, რომ ასეთი ფორუმების გამოყენება ექვემდებარება იმ
წესებს, რომლებიც შეიძლება გაცემულ იქნას EBRD-ს მიერ ნებისმიერ დროს და EBRD-ს
შეხედულებისამებრ. 8.4. EBRD იტოვებს უფლებას ნებისმიერი მიზეზის გარეშე და
საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ან წაშალოს ფორუმში განთავსებული ნებისმიერი
შინაარსის ტექსტი.
8. თქვენს
მიერ მოწოდებული მასალა
8.1. თუ თქვენ წარადგენთ რაიმე
ინფორმაციას ან მონაცემს („მოწოდებული მასალა“) საიტის საშუალებით, EBRD ინარჩუნებს
ამ მასალებს უვადოდ და შეუძლია გამოიყენოს ისინი საიტზე აღწერილი მიზნებისათვის.
9. ინტელექტუალური
საკუთრება
9.1. საიტზე წარმოდგენილი ნებისმიერი
მასალის, გარდა მოწოდებული მასალისა, საავტორო და ინტელექტუალური უფლებები
ეკუთვნის ან ლიცენზირებულია EBRD- სთვის.
10. ზოგადი
დებულებანი
10.1. წინამდებარე პირობები არ შეიძლება
ჩაითვალოს, როგორც EBRD-ისთვის რაიმე სახის იმუნიტეტის, პრივილეგიის ან
გამონაკლისის მიმინიჭებელი, რომელიც ათავისუფლებს მას საერთაშორისო კონვენციის ან
კანონისგან, ან იმ ხელშეკრულებში არსებული პირობებიდან, რომელიც აყალიბებს ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.
10.2. EBRD-ის მიერ ამ პირობებისა და
წესების ნებისმიერი უფლების ან მათი განხორციელების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს
ამ უფლების ან დებულების უარყოფას. თუ შესაბამისი იურისდიქციის სასამართლომ
პირობები და წესები სცნო ბათილად ან არასრულყოფილად, ამ პირობებისა და წესების
სხვა დებულებები რჩება ძალაში.
10.3. თუ EBRD-სთან არ გაქვთ
ურთიერთგამომრიცხავი ურთიერთობა, ეს წესები და პირობები წარმოადგენს EBRD-ს და
თქვენ შორის შეთანხმებას საიტის შესახებ.
11. მარეგულირებელი
სამართალი; დავის გადაწყვეტა
თქვენ
ეთანხმებით, რომ ყველა ის საკითხი, რაც ეხება თქვენს წვდომას საიტზე ან მის
გამოყენებას, ყველა დავის ჩათვლით, რეგულირდება ინგლისის კანონმდებლობით. თქვენ
ეთანხმებით ინგლისის სასამართლოების იურისდიქციას და ადგილმდებარეობას და უარს
ამბობთ ამგვარი იურისდიქციის ან ადგილის აცილებაზე.