EBRD– ის სამართლებრივი ცვლილების ჯგუფი
სამართლებრივი ცვლილების ჯგუფი (LTT) EBRD-ის გენერალურ მრჩეველთა ოფისის ნაწილია და სხვადასხვა ვიწრო სამართლებრივი დარგის ექსპერტ იურისტებისაგან შედგება. LTT ზედამხედველობს სამართლებრივი ცვლილების პროგრამის (LTP) განხორციელებას. ეს პროგრამა არის EBRD–ის ინიციატივა, რომლის საერთო მიზანია გამჭვირვალე და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემოს შექმნით ხელი შეუწყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას იმ ეკონომიკებში, რომლებშიც ჩვენი ბანკი ინვესტირებას ახდენს. LTP პროგრამის ფარგლებში EBRD-ის იურისტები განსაზღვრავენ სამართლებრივ და სარეგულაციო დაბრკოლებებს ქვეყნებში, სადაც EBRD ინვესტირებას ახდენს და ეხმარება ამ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად საჭირო რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში. LTT-ს ჯგუფიდან, საიტის შექმნას უფროსი მრჩეველი კეტრინ ბრიჯ ზოლერი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია LTT დაLTP-ზე.
EBRD-ის მმართველობისა და პოლიტიკური საკითხების ჯგუფი
მმართველობა და პოლიტიკური საკითხების ჯგუფი (GPA) - EBRD-ის ეკონომიკის, პოლიტიკისა და მმართველობის დეპარტამენტის ნაწილია. იმ ქვეყნებში, სადაც EBRD ინვესტირებას ახდენს, GPA უძღვება ბანკის მუშაობას ეკონომიკური მმართველობის გაძლიერების მიმართულებით, კერძოდ, ხელს უწყობს იმ რეგულაციების და ინსტიტუტების სრულყოფას, რომლებიც გადამწყვეტია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. არსებითად, ეს ხელშეწყობა გულისხმობს პარტნიორი მთავრობებისთვის იმგვარი გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის მეგობრული პოლიტიკის და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც ხელს უწყობს კერძო სექტორისა და ინვესტიციების ზრდას.
GPA-ს ჯგუფიდან, საიტის განვითარებას ხელმძღვანელობდა ასოცირებული დირექტორი ჰესტერ კუტანჩი.
EBRD- ის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებისა და განვითარების ჯგუფი
EBRD- ის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებისა და განვითარების ჯგუფი (SME F&D) ზედამხედველობს EBRD-ის მცირე ბიზნესის ინიციატივის (SBI) განხორციელებას - სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებით EBRD მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება.
SBI უზრუნველყოფს სესხებსა და ინვესტიციებს ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით და რისკების განაწილების საშუალებების გამოყენებით. ამასთან ერთად, ჩვენ ასევე პირდაპირ ვაფინანსებთ მცირე ბიზნესს. მსს-ების ფინანსებზე
წვდომის გაზრდასთან ერთად, SBI მათ ასევე აწვდის საკონსულტაციო რჩევებს, თუ როგორ განახორციელონ ინოვაციები და გაიზარდონ, და ამავდროულად ჩვენ ვმუშაობთ პოლიტიკოსებთან ერთად, რათა შევქმნათ იმგვარი გარემო, რომელშიც მცირე და საშუალო ბიზნესს წარმატების მიღწევა შეეძლება.
EBRD- ის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებისა და განვითარების ჯგუფიდან (SME F&D) საიტის განვითარებას ხელმძღვანელობდა მთავარი სპეციალისტი სიმონე ზეჰ ათანასოვსკი.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია SBI-სშესახებ.
EBRD-ის წარმომადგენლობის ოფისები პროექტის ქვეყნებში, რჩევა მცირე ბიზნესისთვის და ინვესტორთა საბჭო
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ადაპტირებული ვებგვერდის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა EBRD–ის წარმომადგენლობის ოფისების გარეშე თბილისში, კიშინიოვსა და კიევში და მცირე ბიზნესის ადგილობრივი მრჩევლების გარეშე. საქართველოში ჩვენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ, ხოლო მოლდოვაში - პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს სამდივნომ. მათმა ფასდაუდებელმა მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა გვეწარმოებინა შეუფერხებელი კონსულტაციები და ნაყოფიერად გვეთანამშრომლა პროექტში ჩართული ქვეყნების მთავრობებთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან, და ასევე სიღრმისეულად გავრკვეულიყავით პროექტის თითოეულ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებში.