1. მომხმარებელთან დისტანციური ხელშეკრულების გაფორმება

2022 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი - მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ. კანონი მიზნად ისახავს მომხმარებლის უფლებების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას და მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის ხელშეწყობას. კანონის ძირითადი ნაწილი 2022 წლის 1 ივნისიდან არის ძალაში.

კანონმა არაერთი მნიშვნელოვანი პრინციპი დაადგინა, რომელიც ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მოთხოვნებს, რაც დადგენილია დისტანციური ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ კანონის მიხედვით, მომხმარებლად მიიჩნევა მხოლოდ ფიზიკური პირი. ფიზიკური პირი საქონელს ან მომსახურებას უნდა იძენდეს უპირატესად პირადი მიზნებისთვის და არა კომერციული, სავაჭრო ან პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. შესაბამისად, თუკი თქვენი საქონლის ან მომსახურების შემძენი იურიდიული პირია, ასეთი პირი არ მიიჩნევა მომხმარებლად ამ კანონის მიზნებისთვის.

მეორე მხრივ, ბიზნესის კუთხით, დადგენილია ორი მნიშვნელოვანი ტერმინი - მოვაჭრე და სარეწი. მოვაჭრე არის სუბიექტი, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში. თუ თქვენ ყიდით საქონელს ან მომსახურებას, თქვენ ჩაითვლებით მოვაჭრედ ამ კანონის მიზნებისთვის. რაც შეეხება სარეწს, ეს არის ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ობიექტი, სადაც ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა.

კანონით განმარტებულია დისტანციური ხელშეკრულების ცნება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც იდება მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულება ისე უნდა ფორმდებოდეს, რომ არ იყოს მოთხოვნილი მხარეების ფიზიკურად ერთად ყოფნა. ასევე, თუ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება მოხდა ფიზიკურად და დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება, ის არ ჩაითვლება დისტანციურ ხელშეკრულებად.

კანონით დადგენილია მოთხოვნები დისტანციური ხელშეკრულების მიმართ, ანუ ის საკითხები და ინფორმაცია, რაც უნდა მიეწოდოს მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე და რასაც უნდა მოიცავდეს ხელშეკრულება.

ეს ინფორმაციები მოცემულია ქვემოთ 

იხილე მეტი

სავაჭრო ვებგვერდზე არაუგვიანეს საქონლის ან მომსახურების შეკვეთის პროცესის დაწყებისა მკაფიო და გასაგები ფორმით უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია მის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია გადახდის საშუალების თაობაზე.


მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად!

თუ ხელშეკრულება იდება დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, რომელიც არ იძლევა საკმარის დროსა და ადგილს იმისთვის, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს, ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სულ მცირე თავისი ვინაობის (სახელწოდების) შესახებ ინფორმაცია და შემდეგი ინფორმაცია:

1) საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ შორის, ზომის, შესაძლებლობების) გათვალისწინებით;

2) მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ; არსებობის შემთხვევაში მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია; არსებობის შემთხვევაში იმ მოვაჭრის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს აღნიშნული პირი;

3) არსებობის შემთხვევაშიხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდებახელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების თაობაზე;

4) საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, გადასახადების ჩათვლით, ხოლო თუ აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელიამისი გამოთვლის წესის თაობაზე; არსებობის შემთხვევაშიყველა დამატებითი ხარჯის შესახებ, მიწოდების, გადაზიდვისა და საფოსტო ხარჯების ჩათვლით, ხოლო თუ ასეთი ხარჯების წინასწარ გაანგარიშება შეუძლებელიაინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები იყოს გასაწევი. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების ან საქონლის ან მომსახურების გამოწერით მიღების ხელშეკრულების შემთხვევაში ფასი გულისხმობს სრულ ფასს გადახდის თითოეული პერიოდისთვის. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული გადასახადი, სრული ფასი უნდა აღნიშნავდეს ყოველთვიურ სრულ გადასახადს. თუ სრული გადასახადის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია, მიწოდებული უნდა იქნეს მისი გამოთვლის წესი;

5) ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და წესის შესახებ, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმა შესაძლებელია, აგრეთვე ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესავსები ფორმა;

 

დისტანციური ხელშეკრულების სატელეფონო კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადების შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია სატელეფონო კომუნიკაციის დაწყებისთანავე მომხმარებელს, დამატებით (გარდა ზემოთ მითითებული ხუთი ინფორმაციისა) მიაწოდოს თავისი ვინაობის (სახელწოდების) ან იმ პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს იგი, და აცნობოს სატელეფონო კომუნიკაციის კომერციული მიზნის თაობაზე.

2. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:

) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან;

) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

 

მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.

 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მომხმარებელს ყოველთვის არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გაეცნოთ ინფორმაციას გამონაკლისების შესახებ.

ქვემოთ მოცემულია ის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე

იხილე მეტი

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია:

·         მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

·         თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

·         მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;

გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.

3. სანქციები

კანონით გათვალისწინებულია სანქციები, თუკი მოვაჭრე დაარღვევს კანონით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. ამ სფეროში მაკონტროლებელი ორგანო არის საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ( www.gnca.gov.ge ).

მომხმარებლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო შეისწავლის საქმეს. სააგენტოს უფლება აქვს შესწავლის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი დადასტურდა, რომ მოვაჭრე არღვევს მომხმარებლის უფლებებს, სააგენტო დაავალებს მოვაჭრეს, რომ აღადგინოს დარღვეული უფლება ან/და შეწყვიტოს კანონით აკრძალული ქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე არ შეასრულებს სააგენტოს გადაწყვეტილებას, სააგენტოს უფლება აქვს გამოიყენოს დაჯარიმების მექანიზმი მოვაჭრის მიმართ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სააგენტოს უფლება აქვს მოვაჭრეს დააკისროს ჯარიმა მისი წინა წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. თუკი მოვაჭრის დაფუძნებიდან ერთი წელი არ არის გასული, წლიური ბრუნვა დაანგარიშდება გასული პერიოდის საშუალო ბრუნვის მიხედვით.

1 წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმა გაორმაგდება.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმასთან ერთად, მოვაჭრე ვალდებულია შეასრულოს სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დაჯარიმებასთან დაკავშირებული მექანიზმები 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება