ბრიტანეთის საელჩო თბილისში ინარჩუნებს და ავითარებს ურთიერთობებს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის. ამ ვებგვერდის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მხარდაჭერის გარეშე.
ინვესტორთა საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს და მართავს სხვადასხვა დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს. სააგენტოს მისიაა საჭირო რესურსების ყველაზე ეფექტურად და სწორად მიწოდებით, ფერმერთა და სოფლად მაცხოვრებელთა კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა.
the link of the current page has been copied