თქვენი ბიზნესის შეფასება და ადაპტირება
თქვენი ბიზნესის ოპერირების მაძილზე თქვენ უნდა პერიოდულად გადახედოთ თქვენი ბიზნესის სტრატეგიას და მუდმივად მართოთ ცვილებების პროცესი. დარწმუნდით, რომ თქვენი ბიზნესი გამძლეა ბაზხრების რღვევის ან სხვა კრიზისების პოტენციური მიმართ.
დარწმუნდით, რომ თქვენი ბიზნესი მზადაა ზრდისთვის და შეუძლია ადაპტირება გარემოში. ეს შეიძლება რთული იყოს, თუ არ ხართ მზად იმ სირთულეებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას თქვენი ბიზნესის ცვლილებების მართვისას.
დღესდღეობით, პანდემიის პირობებში, თქვენი ბიზნესის საოპერაციო გარემო ძირეულად შეიცვალა: შესაძლოა თქვენს კონკურენტებმა შეწყვიტეს ვაჭრობა ან შეიცვალეს ადგილმდებარეობა, და, ამავდროულად, მიშვნელოვნად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა.
თქვენი ბიზნესის ზრდის ან ცვლილებების დაგეგმვისას, შეისწავლეთ თქვენს მიერ გამოვლენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო და პერიოდულად შეაფასეთ მდგომარეობა თვითოეულში.
განაახლეთ თქვენი ბიზნეს გეგმა და სტრატეგია იმგვარად, რომ მართოთ ცვლილება.
აუცილებელია, რომ გესმოდეთ გამოწვევები და ამგვარად გაზარდოთ თქვენი ბიზნესის მედეგობა გრძელვადიანად.
გადახედეთ იმ შესაძლო დამაზიანებელ გავლენებს, რომლებიც თქვენ ბიზნესს შეიძლება შეეხოს. მაგალითად:
ცვლილება საკანომდებლო და სარეგულაციო მოთოვნებში
ბიზნესის რეპუტაციის დაზიანების რისკი
იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებების და კონტრაქტების მომსახურების პირობების ნაწილის შეუსრულებლობა ან ცვლილება
ოპერაციული მაქსიმუმზე (მაქსიმალური წარმადობით) მუშაობის შეფერხება
ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა
კრიზისის ან ეკონომიკური კრიზისის წარმატებით გადასალახად, თქვენს ბიზნესს უნდა შეეძლოს ადაპტირება სწრაფად ცვალებად საბაზრო პირობებში. თუ არ გექნნებათ წინასწარ შემუსავებული გეგმა, მაგალითად ისეთი კრიზისის დროს, როცა მომსახურებას ვეღარ აწარმოებთ - თქვენი რეპუტაცია დაზიანდება ან სულაც შეიძლება თქვენი ბიზნესი დაკარგოთ.
ბიზნესის გამძლეობის ეფექტური გეგმა უნდა შეიცავდეს ინტეგრირებულ და სინქრონულ მიდგომას სტიქიის მოვლენის ყველა ეტაპისა და სრული მიმდინარეობისთვის.
თქვენი ბიზნესის უწყვეტობის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ნაბიჯებს:
საერთაშორისო პრაქტიკაში, როგორც წესი, ტარდება ბიზნესზე ზემოქმედების შეფასება (BIA) რომ დადგინდეს და დოკუმენტის სახე მიეცეს გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის სამოქმედო გეგმას, რომლის ძირითადი მიმართულებებია პროცესები, ადამიანები, მომწოდებლები და IT სისტემები.
ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა ბიზნესის უწყვეტობის გეგმის მიზედვით პრაქტიკული სიმულაციების ჩატარება წელიწადში ერთხელ. თავის არსით, ამგვარი სიმულაციები, თანამშრომლების “საველმის მიხედვით მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
თქვენს ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ხარჯები, ორერაციების გაჩერების დრროს. ესეთ დროს მან შეიძლება არამარტო ფინანსური, არამედ რეპუტაციული და ოპერაციული ზიანი მიიღოს. მაგალითად, ძირითადი IT სერვისების გათიშვის ან დაზიანების შედეგად როგორც წესი ფერდება ბიზნესის მიერ შეთავაზებული ძირითადი სერვისების მიწოდება.
გამოიყენეთ საბრუნავი სახსრების პროგნოზი [Link to Financing] მდგრადობის სტრატეგიის საფუძვლად და ინციდენტებზე რეაგირების პრიორიტეტების დასადგენად.
კრიზისის მენეჯმენტი - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა
დღევანდელ არასტაბილურ ბიზნეს გარემოში არა ბიზნესი არა მხოლოდ ემზადება კრიზისებისთვის, არამედ მათ ელის. ანდენად, საუბარია ბიზნესის მზაობაზე და უნარზე ეფექტურად იმოქმედოს კრიზისულმვითარებაში და სწრაფად გაუმკლავდეს ზიანს და დადგეს ფეხზე.
ასევე საერთასორისო პრაქტიკაა კრიზისის მენეჯმენტის გეგმების ფორმალიზება (დოკუმენტირება). როგორც წესი, ამ გეგმების ერთობლიობას თავს უყრიან ბიზნესის კრიზისების მართვის ჩარჩო (CMF - Crisis Management Framework) დოკუმენტში. კრიზისების მართვის ჩარჩო დოკუმეტი შედგება კრიზისულ ვითარებებში მოქმედების ინსტრუქციებისა და ასევე, მისი მეშვეობით შესაძლებელია კრიისის მენეჯმენტის სხვადასხვა სიმულაციური ტრეინინგების ჩატარება.
მუდმივად გააკონტროლეთ მთავრობის შეზღუდვებში, რეგულაციებში, მომხმარებელთა მოთხოვნებსა და ქცევაში მიმდინარე ცვლილებები. გადახედეთ თქვენი პროდუქტისა და მომსახურების პორტფელს, გაითვალისწინეთ მოთხოვნის გრძეკვადიაი ვარდნის შესაძლო შედეგები.
კრიზისმა შეიძლება ხანგრძლივი გავლენა იქონიოს ბაზრის დინამიკაზე. დაუყოვნებლივი მოქმედებების მიღმა, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა გაიგოთ და სწრაფად დააკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა. განიხილეთ საჭიროება, დაამატოთ თქვენ არსებულ ბიზნეს მოდელს მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები.