გარემოსდაცვითი ხედვა

ამ თავში შეგიძლიათ გაეცნოთ ეკოლოგიურად სუფთა და პასუხისმგებელი ბიზნესის წარმართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და თქვენი ბიზნესისთვის ამ პრაქტიკის შედეგად მოსალოდნელ დადებით შედეგებს.

იხილე მეტი

გაითვალისწინეთ, რომ ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ იმ ბიზნესის გარემოს დაცვითი იმიჯისა და პრაქტიკის მიმართ, რომელშიც ისინი ინვესტიციას აკეთებენ, რადგან ამგვარად ინვესტორები მათი ინვესტიციის გრძელვადიან ღირებულებას აზღვევენ.

იხილე მეტი

თქვენი ბიზნესის მწვანე ბიზნესად ქცევიდან სარგებლის მისაღწევად პოტენციალის შეფასებისას - გაეცანით მთავრობის და საერთაშორისო დონორების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივებს და ასევე მწვანე ეტიკეტირებას საქართველოში.

იხილე მეტი

დაისაეთ მიზანი შეამციროთ თქვენი ენერგიის მოხმარება და გამონაბოლქვი, გამოიყენოთ წყალი უფრო ეფექტურად და უკეთესად მართოთ ნარჩენები.

იხილე მეტი

არსებობს მდგრადობის რამდენიმე ინდიკატორი, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ შეაფასოთ რამდენად მდგრადი და გარემოს დაცვისადმი მეგობრულია თქვენი ბიზნესი.

  • იმისთვის, რომ შეაფასოთ თქვენი ბიზნესის გარემოზე გრძელვადიანი გავლენა დასვით კონკრეტული შეკითხვები, მაგალითად:

  • რა არის თქვენი ბიზნესის ჯამური გავლენა გარემოზე და რას აკეთებთ კლიმატის ცვლილებაზე გავლენის შესამცირებლად? 

  • არის თუ არა თქვენი ბიზესის საწარმოო პროცესი გარემისდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი, და იყენებთ თუ არა რესურსებს საკმარისი პასუხისმგებლობით? 

  • გაითვალისწინეთ პროდუქტის მთელი სასიცოცხლო ციკლი, ნედლეულის არჩევიდან დაწყებული საბოლოო განთავსებამდე.

  • განსაძღვრეთ შეიძლება თუ არა თქვეი პროდუქტის გადამუსავება ან ნახმარ მდგომარეობაში ხელახლა გამოყენება.

  • შეაფასეთ ქვეყნის მგდომარეობის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაქტორების გავლენები თქვენს ბიზნესზე.

  • შეაფასეთ თანამშრრომლების და ადგილობრივი თემის ცხოვრების ხარისხი.

  • შეაფასეთ, ხელს უწყობს თუ არა თქვენი ბიზნესი ინკლუზიურ პრაქტიკას, გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ღირსეული სამუშაო პირობების ჩათვლით.

  • განსაზღვრეთ რა წესები და პოლიტიკა არსებობს თქვენი თანამშრომლების დასაცავად.

  • შეაფასეთ თქვენი ბიზნესის მდგრადობა და განსაზღვრეთ არის თუ არა თქვენი მმართველობის სტრუქტურა გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული დაინტერესებული მხარეების წინაშე.

  • შეაფასეთ რამდენად იცავს თქვენი ბიზნესი მდგრადობის ეროვნულ ან საერთაშორისო წესებს, ნორმებსა და სტანდარტებს.

  • შეაფასეთ, არსებობს თუ არა ეფექტური ბიზნესის გაგრძელების გეგმები თქვენი ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს ეფექტური მართვის სტრატეგიების შემუშავებას და თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე ზრუნვას რათა მათ შეეძლოთ საჭიროების შემთვევაში მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება. 

  • თუ თქვენს კომპანიას აქვს დამფუძნებლების ან დირექტორთა საბჭო, განსაზღვრეთ არის თუ არა მდგრადობა საბჭოს სხდომების დღის წესრიგში, როგორც ბიზნესის სტრატეგია.

გარემოსდაცცვითი საკითხების პასუხისმგებელი მართვის სარგებელი შეიძლება მოიცავდეს თქვენი ბიზნესის რეპუტაციის ამაღლებას, რისკისა და პასუხისმგებლობის მინიმუმამდე შემცირებას და დანახარჯების შემცირებას.

იხილე მეტი

მოერგეთ ბიზნესის ლანდშაფტის მიმმდინარე ცვლილებებს პასუხისმგებელი და მდგრადი სტრატეგიების, ბიზნეს მოდელების შემუშავებით, და ოპერაციების და ინვესტიციების განხორციელებით.

იხილე მეტი

გააცანით თქვენი „მწვანე სტრატეგია“ ძირითად დაინტერესებულ მხარეებს. საერთაშორისო მაშტაბით, გარემოსდაცვითი ანგარიშგების წარმოება სტანდარტულ და საყოველთაო პრაქტიკად ყალიბდება. ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარი აგარიშგება სავალდებულოც არის.

ამჟამად საქართველოში, ზოგიერთ ინდუსტრიაში, კანონი ავალდებულებს მეწარმეებს ნარჩენების მართვის ანგარიშგება აწარმოონ.

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება