1. რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსებას მოსახლეობისათვის. თანადაფინანსების პროექტი წაახალისებს მოსახლეობის მხრიდან ენერგოეფექტური ღუმელების შეძენას, შესაბამისად, გაიზრდება შემოსვლები იმ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომლებიც აწარმოებენ ასეთ ღუმელებს. პროექტი ითვალისწინებს ღუმელის ღირებულების 30%-ის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia ფარგლებში.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს მწარმოებელი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, ენერგოეფექტური ღუმელის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსებას/ანაზღაურებას. აღნიშნული ღირებულება განისაზღვრა 2600 (ორი ათას ექვსასი) ლარით.

ღსანიშნავია, რომ შეზღუდული არ არის პროექტის განხორციელების არეალი და ის მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცდა, რომ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტს, რათა შემოწმდეს მათი ღუმელები და დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში მოხდეს უნივერსიტეტის მიერ ოფიციალური ცნობის გაცემა. 

2. ღუმელის პარამეტრები

ამ ეტაპზე, ღუმელებისათვის დადგენილია სხვადასხვა პარამეტრები:

·  სამუშაოს შესრულების:

             i.თბური სიმძლავრე არანაკლებ 7 კვტ

           ii.ენერგოეფექტურობა არანაკლებ 70%1

         iii.CO-ს ემისია ნამწვ აირებში არ უნდა აჭარბებდეს 1%-ს ჟანგბადის 13% შემცველობისას.

·  უსაფრთხოების:

          iv.ჰაერის შესასვლელის რეგულატორი - დიზაინი უნდა იყოს ისეთი, რომ  მოწყობილობის მუშაობისას არც ნაცარი და არც დაუწვავი საწვავი არ უშლიდეს ხელს ჰაერის მიწოდების კონტროლის მოწყობილობების მოძრაობას ან ჩაკეტვას.

           v.უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მარაგდებოდეს, როგორც მშრალი შეშით, ასევე ბრიკეტებით.

          vi.კედლების სისქე უნდა იყოს არანაკლებ 3მმ

        vii.კარის ჰერმეტულად დახურვა: საცეცხლის კარი და ჩასატვირთი კარი იმგვარად უნდა იყოს შექმნილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული კარის შემთხვევითი გახსნა, კვამლისა და აირების გამოშვება და ხელს უწყობდეს დახურვის გაიოლებას.

      viii.ღუმელის სამუშაო ზედაპირი და კუთხეები უნდა იყოს მომრგვალებული და გლუვი

·        შესაძლოა ჰქონდეს ცხობის, საჭმლის მომზადების ფუნქციაც

 

პროექტის შესახებ დამატებითი დეტალების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:

http://rda.gov.ge/programs/stoves/0ef94660-ea34-45c1-b9f2-99ce80ba98da

მომდევნო სტატია
გაზიარება