თქვენი ბიზნესის ფინანსური მაჩვენებლების გაანალიზება: ძირითადი კოეფიციენტები
თქვენი ფინანსური მაჩვენებლების დასადგენად, თქვენ უნდა გესმოდეთ თქვენი ფინანსური ანგარიშგება რომ ამოკრიბოთ ძირითადი ინფორმაცია თქვენი გაყიდვების ოპტიმიზაციის, მომგებიანობის, ლიკვიდურობის, და გადახდისუნარიანობის დონის დასადგენად.

იხილე მეტი


აღწერილი სამი ძირითადი ფინანსური ანგარიში კრიტიკულია ფინანსური კოეფიციენტების  ანალიზისთვის. ფინანსური კოეფიციენტები ადარებენ ამ სამი ფინანსური ანგარიშგების ძირითად მაჩვენებლებს, რაც აჩვენებს რამდენად კარგად მართავთ თქვენს ბიზნესს და რამდენად ძლიერია თქვენი პოზიცია.

იხილე მეტი


თქვენი შეფასება არ უნდა შემოიფარგლოს ერთი წლით. როგორც წესი, უმჯობესია, მიმოხილვა მოიცავდეს სამ ან მეტ წელს, რათა სწორად გამოავლინოთ ტენდენციები. შეფასება უნდა იყოს შედარებითი თქვენს სექტორთან/ინდუსტრიასთან, მათ შორის კონკურენტებთან.

კოეფიციენტების ანალიზი სასარგებლოა ბიზნესის მომავალი საქმიანობის პროგნოზირებისთვის. წარმატებულ ბიზნესს ექნება მყარი ფინანსური კოეფიციენტები ყველა სფეროში. კრიტიკული საკითხები შეიძლება გამოვლინდეს იმ სფეროებში, სადაც კოეფიციენტები გაუარესებულია.

იხილე მეტი


გამოიყენეთ ეს შაბლონი ფინანსური ანგარიშგებიდან ძირითადი კოეფიციენტების გამოსათვლელად, როგორიცაა საბრუნავი კაპიტალის კოეფიციენტები და ფულადი სახსრების (ქეშის) კონვერტაციის ციკლი.

გაყიდვების გაანგარიშება
გაყიდვების გაანგარიშების კოეფიციენტების გამოყენებით შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ არის თუ არა თქვენი საქონლის ან მომსახურების ფასი თქვენი ხარჯების დასაფარად შესაბამისი.

ბრეიქ-ივენი

“ბრეიქ-ივენ” ფორმულა დაგეხმარებათ განსაზღვროთ რამდენი ერთეული უნდა გაყიდოთ თქვენი წარმოების ხარჯების დასაფარად - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ყველაფერი, რაც გამოითვლება “ბრეიქ-ივენ” სამიზნეზე მაღლა, წარმოადგენს მოგებას.

იხილე მეტი


საილუსტრაციო მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოვთვალოთ   “Break-even”
ფიქსირებული ყოველთვიური ხარჯები: ქირა 3,000 ევრო
დაზღვევა 200 ევრო
სიმძლავრე 300 ევრო
სესხის გადახდა 700 ევრო
სულ: 4,200 ევრო
 
ცვლადი ხარჯები (თითო ერთეულზე): მასალები 7 ევრო
მიწოდება 2 ევრო
შრომა 8 ევრო
სულ: 17 ევრო
 
მწარმოებელი გეგმავს თითოეული პროდუქტის გაყიდვას 25 ევროდ. ბრეიქ-ივენ ფორმულა ეხმარება განსაზღვროს რამდენი ერთეული უნდა გაიყიდოს იმისათვის, რომ ბიზნესმა დაფაროს ხარჯები, ანუ გავიდეს “ბრეიქ-ივენზე”, მოგება-ზარალის ნულოვან ნიშნულშე. 
 
“ბრეიქ-ივენ” ნუშნული = ფიქსირებული ხარჯები + (გაყიდვის ფასი - ცვლადი ხარჯი)
“ბრეიქ-ივენ” ნუშნული = 4,200 ÷ (€ 25 - 17 €) 
“ბრეიქ-ივენ” ნიშნული = 525 ერთეული
 
თითოეული ერთეული საქონელი, რომელიც გაიყიდება 525-ის ზემოთ, მოგებას მოუტანს ბიზნესს. თუ მაღაზია ყიდის 525 ერთეულზე ნაკლებს ერთ თვეში, ბიზნესი არ იქნება მომგებიანი - ის არ უზრუნველყოფს საკმარის შემოსავალს მისი ხარჯების დასაფარად შესაბამისად იმუშავებს ზარალზე.



მარჟა (ზღვარი)

მარჟა აჩვენებს რა პროცენტს იგებთ თითოეულ გაყიდულ ერთეულზე

იხილე მეტი


მარკირება (MARK-UP)

მარკირების კალკულაცია გეხმარებათ  დასვათ თქვენი პროდუქტის ან სერვისის ფასი, ისე რომ ის მოიცავდეს დამატებულ პროცენტს გაყიდული საქონლის ღირებულების ზემოთ.

იხილე მეტი

2. მომგებიანობის კოეფიციენტები

მომგებიანობის ანალიზი გეხმარებათ გაიგოთ თქვენს ბიზნესს  რა მოგების გამომუშავება შეუძლია საკუთარი კაპიტალიდან. 

 

იხილე მეტი


მომგებიანობის კოეფიციენტებს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი იღებს მოგებას: რაც უფრო მაღალია მით უკეთესი. თუ ფინანსური შედეგი უარყოფითია - რაც წარმოადგენს ზარალს - მაშინ მომგებიანობის კოეფიციენტი ასევე უარყოფითია. კოეფიციენტები აუცილებელია შევადაროთ გასული წლის შესაბამის რიცხვებს. მომგებიანობის კოეფიციენტები პირდაპირ არ ეხება გადახდისუუნარობას - მაშინაც კი, როდესაც მოგება წარმოიქმნება, გადახდისუუნარობა შეიძლება გაჩდეს და პირიქით.

მთლიანი მოგების მარჟის (ზღვარი) კოეფიციენტი 

მთლიანი მოგების  თანაფარდობის კოეფიციენტი აჩვენებს რამდენ მოგებას გამოიმუშავებთ თქვენი გაყიდული საქონლის ღირებულებიდან. ეს არ ითვალისწინებს თქვენს სხვა საოპერაციო ხარჯებს.


იხილე მეტი


საოპერაციო მოგების მარჟის  (ზღვარი) კოეფიციენტი

საოპერაციო (წმინდა) მოგების ზღვარი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურია ბიზნესი შემოსავლის მოგებად გადაქცევაში.

იხილე მეტი


ინვესტიციის ამოღების კოეფიციენტი (ROI)

ინვესტიციის ანაზღაურება (ROI) ან კაპიტალის ანაზღაურება ზომავს ბიზნესის მომგებიანობას იმის გათვალისიწნებით, თუ რამდენ მოგებას გამოიმუშავებს ბიზნესი ინვესტირებული ფულით.

იხილე მეტი


3. ლიკვიდურობის კოეფიციენტები

ლიკვიდურობის ანალიზი დაგეხმარებათ გაიგოთ ბიზნესს აქვს თუ არა უნარი რომ გადაიხადოს საკრედიტო ვალდებულებები. მიმდინარე ვალდებულებები გაანალიზებულია ლიკვიდურ აქტივებთან მიმართებაში მოკლევადიანი ვალების დაფარვის შესაფასებლად.

იხილე მეტი


ლიკვიდურია ბიზნესი, როდესაც აქტივები შესაბამისი ვალდებულებების ტოლია ან მეტია. ეს ნიშნავს, რომ ლიკვიდურობის კოეფიციენტები უნდა იყოს 1-ზე მეტი ან 1-ის ტოლი. ასეთ შემთხვევებში ვარაუდობენ, რომ ბიზნესს არა აქვს ლიკვიდურობის პრობლემები.

იხილე მეტი


სასარგებლოა იმის ცოდნა, მიიღო თუ არა ბიზნესმა ბანკისგან ბოლო დროს სესხი. უმეტეს შემთხვევაში, ბანკები სთხოვენ მსესხებლებს შეინარჩუნონ ლიკვიდურობის კოეფიციენტების გარკვეული დონე, რათა უზრუნველყონ ბიზნესი კარგ ფინანსურ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევებში ლიკვიდურობის გაანალიზებისას რეკომენდებულია საბანკო სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანაფარდობების (კოეფიციენტის) გამოყენება. ეს არის პროფესიონალი ბუღალტრის ამოცანა.

მიმდინარე თანაფარდობის კოეფიციენტი

მიმდინარე თანაფარდობა ზომავს მიმდინარე აქტივების (გადავადებული ხარჯების გამოკლებით) თანაფარდობას მიმდინარე ვალდებულებებთან (გადავადებული შემოსავლების გამოკლებით).

იხილე მეტი


სწრაფი თანაფარდობა ან ACID ტესტის თანაფარდობის კოეფიციენტი

სწრაფი თანაფარდობა აფასებს თქვენს ფულად რესურსებს ფულადი ვალდებულებების მიმართ.

იხილე მეტი

4. გადახდისუნარიანობის (დაფინანსების ბერკეტი) კოეფიციენტები

გადახდისუნარიანობის ანალიზი გვაძლევს საშუალებას გავზომოთ რამდენად სავარაუდოა, რომ ბიზნესი გააგრძელებს სესხის ვალდებულებების შესრულებას.


ვალის კაპიტალთან თანაფარდობა (კოეფიციენტი)

ეს თანაფარდობა ზომავს ბიზნესის ფინანსურ ბერკეტს და მიუთითებს იმაზე, თუ რა კაპიტალს და საკრედიტო რესურს იყენებს ბიზნესი თავისი აქტივების დასაფინანსებლად.


იხილე მეტი


მთლიანი დავალიანება მთლიანი აქტივების მიმართ თანაფარდობა (კოეფიციენტი)

სესხის ღირებულების თანაფარდობა გვიჩვენებს, თუ რამდენად სესხობს ბიზნესი თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად.

იხილე მეტი


პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი

პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი განსაზღვრავს რამდენად ადვილად შეუძლია ბიზნესს გადაიხადოს პროცენტები მიმდინარე, გადასახდელ სესხებზე.


იხილე მეტი


5. ბრუნვის (ეფექტურობის) კოეფიციენტები


ბრუნვის ეფექტურობის ანალიზი გვეხმარება გავიგოთ რამდენად კარგად იყენებს ბიზნესი თავის რესურსებს ან კაპიტალს. საბრუნავი კაპიტალი ყოველთვის მნიშვნელოვანია კრედიტორებისთვის რო გაიგოთ: შეუძლია თუ არა ბიზნესს შეასრულოს თავისი მოკლევადიანი ვალდებულებები, როგორიცაა მომწოდებლებისთვის საფასურის გადახდა?


დებიტორული დავალიანების ბრუნვის კოეფიციენტი

დებიტორული დავალიანების ბრუნვა აჩვენებს რამდენად ეფექტური ხართ თქვენი გაცემული ვალების (დებიტორული დავალიანების) შეგროვებაში; 


იხილე მეტი


კრედიტორული დავალიანების ბრუნვის კოეფიციენტი

ანგარიშების გადასახდელი ბრუნვის კოეფიციენტი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური ხართ თქვენი დავალიანების დაფარვაში.

იხილე მეტი


ინვენტარის (მარაგების) ბრუნვის კოეფიციენტი

ინვენტარის ბრუნვის კოეფიციენტი ზომავს რამდენად ეფექტური ხართ თქვენი მარაგების მართვაში. ის ითვლის რამდენჯერ შეიცვლება მარაგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დადგინდეს არის თუ არა თქვენი ინვენტარის დონე ძალიან მაღალი თქვენს გაყიდვებთან მიმართებაში.


იხილე მეტი


ინვენტარიზაციის დღეები, მისაღები და გადასახდელი დღეების ხანგრძლივობა (days receeivables, days payable)

ეს არის დრო, რომელიც საჭიროა მარაგებიდან ფულადი სახსრების გამომუშავებისთვის, სავაჭრო დებიტორული დავალიანებების მისაღებად ან სავაჭრო ვალდებულებების გადახდისათვის, რაც სასარგებლოა ლიკვიდურობის ანალიზისათვის.


იხილე მეტი

 

ფულადი სახსრების კონვერტაციის ციკლი

ფულადი სახსრების კონვერტაციის ციკლი მიუთითებს დღეების რაოდენობაზე (დროის იმ ხანგრძლივობაზე) - რაც სჭირდება ბიზნესს რესურსების (ინფუთების) ფულად ნაკადებად გადასაქცევად. რაც უფრო გრძელია ფულადი სახსრების კონვერტაციის ციკლი, მით უფრო მაღალი იქნება საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნა.


იხილე მეტი


წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება