ტალანტის მართვა

თანამშრომლები თქვენი ბიზნესის მთავარი აქტივია. როგორც ბიზნესის მფლობელს, კარგად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ ბაზარზე ნიჭიერ ადამიანებთან მიმართებით ყოველთვის დიდი კონკურენიცაა. ასევე, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ადამიანებს ყოველთვის ენდომებათ საკუთარი ნიჭის თქვენს ბიზნესში გამოყენება. ტრადიციული ანაზღაურების პირობებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს გარდა, უნდა იფიქროთ ისეთ ფაქტორებზეც, რაც მოიზიდავს, განავითარებს და შეგინარჩუნებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ნიჭიერ თანამშრომლებს.

ადამიანური კაპიტალი რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი აქტივია, ამის უკეთ გაგებაში დაგიხმარებათ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა სარგებელი მოაქვს ნიჭიერ თანამშრომლებს თქვენი ბიზნესისთვის. იმისთვის, რომ გაიზარდოს ინდივიდუალური თუ ორგანიზაციული საქმიანობის ხარისხი, საჭიროა თანამშრომელთა ნიჭის სწორად გამოყენება, რასაც ტალანტის (ნიჭის) მართვას ეძახიან.

როგორც წესი, ტალანტის მართვა მოიცავს შემდეგს:

  • შეძენას 🡪 თქვენი ბიზნესისთვის საჭირო სწორი უნარების ნაკრები მოძიება და შეძენა.

  • განვითარებას 🡪 თქვენი გუნდის შესაძლებლობების განვითარება, ტრენინგის უზრუნველყოფისა და უნარების გაუმჯობესებასთან ერთად თანამშრომელთა პიროვნულ განვითარებაზეც ყურადღების მიქცევა და დარწმუნება, რომ ისინი განაგრძობენ ბიზნესისთვის სარგებლის მოიტანას.

  • შენარჩუნებას 🡪 ისეთი გარემოსა და რესურსების უზრუნველყოფა რაც შეგინარჩუნებთ თანამშრომლებს.

იხილე მეტი


ბიზნესისთვის საჭირო უნარ-ჩვევები

თანამედრობე ბიზნესებს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვისას სჭირდებათ ახლებური მიდგომები, სადაც კარგად გათვლილი მონაცემები და ანალიტიკა უმთავრეს როლს თამაშობს.

ანალიტიკა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს:

  • ობიექტური რეალობის და შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად.

  • კარიერული და ინდივიდუალური განვითარების გეგმების გასააზრებლად.

  • თანამშრომელთა დაქირავების პროცესში მიკერძოებისა და არასწორი არჩევანის გაკეთებისგან თავის დასაცავად.

  • თანამშრომელთა ქცევების, ჩართულობისა და ორგანიზაციული კულტურის გასააზრებლად.

შეაფასეთ თუ რა უნარების განვითარებას საჭიროებენ თქვენი თანამშრომლები და ამ რეალობის გათვალისწინებით შეიმუშავეთ ტალანტის მართვასთან დაკავშირებული ინიციატივები. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო მეტად იყოთ თანხვედრაში ბიზნესს სტრატეგიასთან.

უნარ-ჩვევების გამომუშაბასთან დაკავშირებით უფრო მეტი გაიგეთ აქ.

თანამშრომელთა განვითარება

ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები და გამოცდილება - და უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებისკენ მისწრაფება. ამისათვის საჭიროა პროფესიონალების დაქირავება, განვითარება, წახალისება და დაწინაურება.

უზრუნველყვეთ თქვენი თანამშრომლებისთვის ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო აუცილებელი ტრენინგი. წარმატებული კომპანიები ყოველწლიურად ადგენენ განვითარებისა და სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი ტრენინგების ჩამონათვალს. ტრენინგები შეიძლება მოიცავდეს როგორც უშუალო ან ონლაინ სწავლებას, ისე სამუშაო ადგილზე საქმის შესწავლასა და მხარდაჭერას.

ტრენინგის ძირითადი სახეებია:

  • სტრუქტურირებული ტრენინგი, როგორც უშუალო (სააუდიტორო), ისე ონლაინ ფორმატით

  • სამუშაო ადგილზე საქმის შესწავლა, ქოუჩინგის და მენტორინგის გამოყენებით

  • უწყვეტი ტრენინგი.

იხილე მეტი

თქვენ უნდა შექმნათ გაცნობითი ტრენინგ-მოდულები ახალი თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვინც პოზიციას იცვლიან. ყოვლისმომცველი და კარგად დაგეგმილი ტრენინგის მიწოდება აუცილებელია თქვენი თანამშრომლების გრძელვადიანი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. გაცნობითი ტრენინგი უნდა ჩატარდეს საქმიანობის დაწყების პირველივე დღეს.

გარკვეული სექტორებისთვის, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, გაცნობითი ტრენინგის სამუშაო ადგილზევე ჩატარება შეიძლება იყოს საუკეთესო გზა თქვენი ახალი თანამშრომლებისთვის. მსგავსი ტრენინგი შეიძლება იყოს ნაკლებად ფორმალური, მაგალითად არსებულმა თანამშრომლებმა აჩვენონ ახალ თანამშრომელს თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

თანამშრომელთა ტრენინგის სტრატეგია 

მოამზადეთ სასწავლო პროგრამა, რომელიც ეფექტური და მორგებული იქნება თქვენს ბიზნესსა და უნარ-ჩვევების საჭიროებებზე. 

ზრდასრულთა ტრენინგის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია შემდეგი პრინციპები:

იხილე მეტი

უშალოდ თქვენი ტრენინგის პროგრამისა თუ სტრატეგიის მომზადებისას, გაითვალისწინეთ:

იხილე მეტი

თქვენს მიერ ჩატარებული საჭიროებების ანალიზისა და სწავლების პრინციპების გათვალისწინებით, უნდა მოამზადოთ ყოველწლიური სასწავლო პროგრამა. ტრენინგის გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით შეგიძლიათ ტრენინგი შიდა რესურსებითვე ჩაატაროთ ან, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოთ გარე ძალები.

არ დაგავიწყდეთ, რომ გარკვეული ტრენინგების გავლა შეიძლება სავალდებულო იყოს კანონმდებლობით. ასევე, გარკვეულმა გარემოებებმა შეიძლება შეცვალოს ტრენინგების ჩატარების გზები.

თანამშრომელთა განვითარება მენტორინგის გზით

მცირე ბიზნესისთვის მენტორინგი, მისი სარგებელისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, ხშირად ცოდნის გაზიარების საუკეთესო გზაა. უფრო გამოცდილი თანამშრომლები ან მეპატრონეები, როგორც წესი, არიან მასწავლებლები ახალი თანამშრომლებისთვის ან იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც შეიცვალეს პოზიცია. ეს მიდგომა უფრო იაფია და ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი.

იხილე მეტი

მენტორინგს სარგებელი მოაქვს ყველა ჩართული მხარისათვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თუ რა სარგებელი მოაქვს მენტორინგს და რა როლები აკისრიათ მენტორინგში ჩართულ პირებს.

პროფესიული განვითარების ტრენინგი და უწყვეტი სწავლება

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა თქვენი თანამშრომლების უწყვეტი სწავლება და უნარების განვითარება. თქვენმა ბიზნესმა სწრაფად უნდა უპასუხოს ბაზრის ცვლილებებსა და გამოწვევებს. თქვენი თანამშრომლების უახლესი ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფა არამარტო დაეხმარება თქვენს ბიზნესს ცვლილებების გადატანაში, არამედ დაგეხმარებათ თანამშრომლების შენარჩუნებაშიც, რადგან უწყვეტი განათლებით თქვენ მათში ინვესტიციას დებთ და ისინი ამას აცნობიერებენ.

უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კულტურა სტაბილური ევოლუციის შედეგად მკვიდრდება. თქვენი, როგორც ბიზნესის მფლობელის, როლი არის შექმნათ შესაბამისი გარემო ამის მისაღწევად.

იხილე მეტი
წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება