1. პროექტის მნიშვნელობა

მცირე და საშუალო ზომის საწარმოს საქმიანობის მართვა კომპლექსური პროცესია რომელიც ყოველდღურად მოითხოვს საქმიანობის პრაქტკულად ყველა ასპექტზე, გაყიდვებიდან და მარკეტინგიდან - ფინანსების მართვადე და ანგარიშგების საკანონმდებლო მოხოვნების შესრლებადე - მნიშვნელოვანი და ხშირად სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. ამ რისკების გაოსარიცხად, მსხვილი ზომის საწარმოებისგან და კორპორაციებისგან განსხვავებით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, როგორც წესი, არ აქვთ ფუფუნება, მუდმივად, ან თუნდაც საჭიროების მიხედვით დაიქირავონ კვალიფიციური ექსპერტები ან საკონსულტაცო კომპანიები. ამგვარი მოსახურება ძვირია და ხშირ შემთხვევაში დროშიც გაწელილი.  შედეგად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეცდომის დაშვების ან საკანომდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დარღვევის რისკები იზრდება, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესის მედეგობის შემცირებისა და ზრდის პოტენციალის შეფერხებას იწვევს.  ეს პრობლემა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წინაშე მთელს მსოფლიოში დგას და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არაა.

ამ პრობლემის მოგვარებაში მცირე და საშუალო ზომის სააწარმოების დასახმარებლად, სააგენტო აწარმოე საქართველოში, მსოფლო ბანკთან თანამშრომლობით ქვეყნის მაშტაბით საკონსულტაციო ცენტრების ქსელს შლის. 

პროგრამის განსახორციელებლად 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მაშტაბით საკონსულტაციო ცენტრების გაიხსნება ყველა რეგიონსა და დედაქალაქში. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საკონსულტაციო ცენტრები გახსნილია ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში.

2024 წლის ბოლომდე, იგეგმება ცენტრების გახსნა თბილისში, ქუთაისში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და სამცხე ჯავახეთში.

2. რა მომსახურება მიეწოდება მცირე და საშუალო საწარმოებს?

საკონსულტაციო ცენტრების მომსახურება 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს - ესენია:

 ·    საკონსულტაციო მომსახურება: აღნიშნული გულისხმობს ბიზნესის სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, არსებული პრობლემების დადგენას, საკონსულტაციო მომსახურების შერჩევას, მის მიწოდებას და ამ მომსახურების 90%-მდე თანადაფინანსებას შემდეგი ექვსი ძირითადი მოდულის ფარგლებში:

  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • საგადასახადო საკითხები
  • იურიდიული საკითხები
  • ფინანსები და ბუღალტერია
  • ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა
  • გაციფრულება, 

·   ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა: აღნიშნული გულისხმობს მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგმვას, ბიზნეს შეხვედრების და მენტორული სესიების ორგანიზებას.

  საინფორმაციო მომსახურების გაწევა: აღნიშნული გულისხმობს  მეწარმისთვის მიმდინარე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას და მეწარმის საქმიანობის შესაბამისი უახლესი ინფორმაციით და კვლევებით უზრუნველყოფას.

 სამომავლოდ, საჭიროებისა და მოთხოვნის მიხედვით, მომსახურების მიმართულებების გაფართოვებაც იგეგმება.

3. საწარმოებისთვის ხელმისააწვდომი დახმარების ოდენობა და თანადაფინანსება

  • საკონსულტაციო მომსახურების ყველა მოდულის ფარგლებში (გარდა გაციფრულებისა) გათვალისწინებულია - არა უმეტეს 10,000 ლარის ღირებულების თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან.
  • გაციფრულების მიმართულებით - სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არა უმეტეს 25,000 ლარს შეადგენს.

4. საწარმოებისთვის ხელმისააწვდომი დახმარების ოდენობა და თანადაფინანსება

იმისათვის, რომ მცირე და საშუალო საწაროებისთვის გაწეული დახმარება მაქსიმალურად ეფექტური იყოს, ეს დამარება მიმღები კომპანიის საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც დგინდება დიაგნოსტიკის შედეგად. ასევე, მიმღებ კომპანიას უნდა გააჩნდეს ამ დახმარების მიღების შიდა რესურსი, შესაძლებლობები და მზაობა. შესაბამისად “აწარმოე საქართველოშის” საკონსულტაციო ცენტრების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგეენილია შერჩევის მარტივი კრიტერუმები. კერძოდ, პროგრამაში მონაწილე სუბექტი:

იხილე მეტი

დანართი 1: შეზღუდულ საქმიანობათა ნუსხა

იხილე მეტი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულებზე:

https://growthhub.gov.ge/ka

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3311504?publication=15 


წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება