ხელშეკრულების აღსრულება
ხელშეკრულებაში
დავის გადაწყვეტის მექანიზმის გათვალისწინება მნიშვნელოვანია მიმდინარე კომერციული
ურთიერთობის დარეგულირებისათვის და სასამართლოს გარეშე დავის გადაწყვეტისათვის. ხელშეკრულების
მართვის შესახებ გადადით შესაბამის ბმულზე.
მოლაპარაკება და ბიზნეს დავები
დავები
დროთა განმავლობაში ყველა ბიზნესისთვის დამახასიათებელია. ზოგიერთმა დავამ შესაძლებელია
მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე, კერძოდ, გამოიწვიოს ხარჯების ზრდა
ან დიდი დროის დაკარგვა. დავების სწრაფად გადაწყვეტა ნებისმიერი ბიზნესის პრიორიტეტი
უნდა იყოს.
დავა
შეიძლება გადაწყდეს ზეპირი მოლაპარაკებით, წერილობითი მიმოწერით ან ფორმალური პროცედურებით.
შეეცადეთ კარგად გაიგოთ თქვენი დავის შინაარსი და განსაზღვროთ მოქმედება, რომელიც ყველაზე
მეტად შეესაბამება სიტუაციას. მნიშვნელოვანია, რომ ზეპირი შეთანხმებები ასახოთ წერილობითი
ფორმით.
თუ ხვდებით, რომ შესაძლებელია გარკვეული დავა წარმოგეშვათ, მიზანშეწონილია გაიაროთ შემდეგი ეტაპები:
თუკი შეინიშნება, რომ თქვენი ბიზნესის ურთიერთობები უარესდება, უნდა დაფიქრდეთ, რომ შესაძლებელია დაგჭირდეთ პროფესიონალური იურიდიული რჩევის მიღება. ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო მეტად ინფორმირებული თქვენს ბიზნეს პარტნიორებთან განხილვების დროს.
მოლაპარაკებები ყოველთვის დადებითი შედეგით არ სრულდება. შესაბამისად, უნდა იცოდეთ როდის მიატოვოთ მოლაპარაკება, რათა ურთიერთობები კვლავ შენარჩუნდეს.
შეინარჩუნეთ
პოზიცია, რომელიც განაცხადეთ შეხვედრის დროს. თუკი პოზიციას სწრაფად ცვლით, ეს ქმნის
პრეცედენტს და შემდგომ მოლაპარაკებებში სუსტ პოზიციაში გამყოფებთ.
მედიაცია
დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა
არის მედიაცია.
მედიაცია
საქართველოში შედარებით ახალი ინსტიტუტია. მედიაცია გულისხმობს მოლაპარაკებების პროცესს,
რომელიც წარიმართება მესამე, დამოუკიდებელი პირის, მედიატორის მეშვეობით და რომლის
მიზანია მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა. მედიაცია ბევრ ქვეყანაში არის დამკვიდრებული,
სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახორციელებს
ინვესტიციებს, თუმცა, ყველა ქვეყანაში განსხვავებული პროცედურებია დადგენილი. საქართველოში
მედიაცია, როგორც წესი, ნებაყოფლობითია. მედიაციასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს
კანონი „მედიაციის შესახებ“. გაითვალისწინეთ, რომ მედიატორთა თვითრეგულირების ორგანო
საქართველოში არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია,
რომლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე - www.mediators.ge
მედიაციას ბევრი სარგებელი გააჩნია:
მედიაცია
განსაკუთრებით შედეგიანია თუკი ის დავის ოფიციალურად დაწყებამდე განხორციელდება. მიუხედავად
იმისა, რომ ის სასამართლო პროცედურებთან შედარებით ნაკლები ფორმალურობით ხასიათდება,
თქვენ შესაძლებელია მაინც დაგჭირდეთ იურიდიული კონსულტაციის გავლა მედიაციის თაობაზე
შეთანხმების გაფორმებამდე.