1. გარდაქმნის მნიშვნელობა
დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოს შეუძლია ზღვარი დაუწესოს ნებისმიერ ორგანიზაციას ან ბიზნესს. წინასწარ დაუგეგმავ და არასწორ ნაბიჯს ზოგჯერ შეიძლება არსებითი ზეგავლენა ჰქონდეს კომპანიის შესრულების მაჩვენებლებზე და ღირებულებაზე.
რესტრუქტურიზაცია გარკვეულ დროს თითქმის ყველა ბიზნესს სჭირდება და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, როგორიცაა, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემცირება ან კონკურენციის ზრდა, წარმოების ფასების ზრდა. თქვენი ბიზნესის მაჩვენებლები შეიძლება უარესდებოდეს და ამ დროს თქვენ გჭირდებათ სწორი მიმართულება, თუ როგორ აღადგინოთ თქვენი ბიზნესის ღირებულება, გააძლიეროთ ფინანსური საოპერაციო შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში. თუნდაც თქვენს ბიზნესს არ სჭირდებოდეს გარდაქმნა ამ კონკრეტულ მომენტში, მაინც ღირებულია იცოდეთ რესტრუქტურიზაციის ფაქტორები, პროცესები და მისი სარგებელი.
რესტრუქტურიზაცია ხშირად ფოკუსირდება კომპანიის, მომწოდებლების და გამსესხებლების შესრულების მაჩვენებელზე, იმ მიზნით, რომ შეფასდეს და განხორციელდეს შესაძლებლობები, რათა აღდგეს სტაბილურობა და ნდობა, შეიქმნას ხანგრძლივი ღირებულებები და გაუმჯობესდეს საოპერაციო და ფინანსური შესრულების მაჩვენებლები ყველა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ.
2. რატომ შეიძლება გჭირდებოდეს გარდაქმნა?
თქვენ და თქვენი ბიზნესი შეიძლება გრძნობდეთ უფრო მეტ წნეხს, რათა დაადასტუროთ თქვენი ბიზნესის სიძლიერე. ეს გულისხმობს თქვები კომპანიის გარშემო დაკვირვებას, რაც შეიძლება საჭიროებდეს რესტრუქტურიზაციას, კომპანიის დაყოფას, შერწყმას ან სხვა კომპანიის შეძენას.
გარემო, რომელშიც თქვენს კომპანიას უწევს საქმიანობა ძალიან კომპლექსურია. თუკი ფიქრობთ ბიზნესის გაფართოებას ქვეყნის ან რეგიონის გარეთ, რომელი ქვეყანაა საუკეთესო ამისათვის? რა რეგულაციების დაცვა მოგიწევთ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ? რა განაპირობებს თქვენს კონკურენტუნარიანობას რამდენადაც ციფრული ინოვაციები და მზარდი რეგულაციები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება?
საოპერაციო და ფინანსური გამოწვევების საპასუხოდ, თქვენ დაგჭირდებათ, რომ სწრაფად მოახდინოთ ფულადი სახსრების სტაბილიზაცია და დასახოთ რეალური ხედვა თქვენი პოზიციების გასამყარებლად.
ზოგადი ფინანსური გამოწვევები
კომპანიები ხშირად აწყდებიან ფინანსურ გამოწვევებს, რაც იწვევს გარდაქმნის საჭიროებას.
გამსესხებლების ან სხვა დამფინანსებლების მხრიდან ზემოქმედება შეიძლება ნებისმიერი ბიზნესისთვის უდიდესი გამოწვევა იყოს. ხშირად, გამსესხებლები ბიზნესის დაფინანსების ძირითადი წყაროა და თუკი აღნიშნული წყარო აღარ არის ხელმისაწვდომი, შედეგები შეიძლება მძიმე იყოს. ამ დროს გამოსავალი არის ახალი დაფინანსების წყაროს მოძიება ან არსებულ გამსესხებელთან შეთანხმების მღწევა.
ფაქტობრივად, ვერცერთი ბიზნესი ვერ გადარჩება მობილიზებული ფულადი სახსრების გარეშე, რათა კომპანია დაფაროს ხელფასები, მომწოდებლების დავალიანებები და მიმდინარე სასესხო ვალდებულებები. მომგებიან ბიზნესსაც სჭირდება ფულადი სახსრების მართვა და ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა.
ბიზნესის ზრდა და ეფექტიანობა
თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად, სტრუქტურა, როლები, უნარები და პროცესები, რომელსაც იყენებდით შეიძლება აღარ იყოს შედეგიანი და საჭირო იყოს ამის გარდაქმნა.
სამართლებრივი შესაბამისობა
კანონმდებლობა ხშირად იცვლება. ზოგიერთ შემთხევაში, კანონმდებლობაში ზოგადი ხასიათის ცვლილება შედის, ხოლო ზოგჯერ, ის შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტულად თქვენს ბიზნესთან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოგიწევთ გადახედოთ თქვენს პროცესებს ან მოგიწიოთ ახალი პროცესების დანერგვა კომპანიაში, რათა დააკმაყოფილოთ კანონმდებლობის მოთხოვნები. ზოგიერთ შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობის შედეგად შეიძლება წარმოგეშვათ ახალი ფინანსური ვალდებულებები, რამაც გავლენა მოახდინოს თქვენს მოგებაზე და თქვენი ბიზნესის მდგრადობაზე.
თქვენი ბიზნესის ზოგიერთი მიმართულება არამომგებიანია
თუკი თქვენი ბიზნესის რომელიმე ნაწილი არ არის წარმატებული, თქვენ შეიძლება თქვენი რესურსები და ძალისხმევა მიმართოთ უფრო მომგებიანი სფეროებისკენ. ამ ტიპის ცვლილებები საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ კონცენტრაცია ძირითად პროდუქტებსა და სერვისებზე. მაგალითად, თქვენ შეიძლება ვაჭრობდეთ ონლაინ და ასევე, მაღაზიის მეშვეობით, რაც მოითხოვს დიდ ძალისხმევას და რესურსებს. ამ დროს შეიძლება აქცენტი გააკეთოთ გაყიდვების იმ არხზე, რომელიც უფრო მომგებიანია, გაყიდვების დიდი რაოდენობის ან ხარჯების შემცირების თვალსაზრისით.
ძირითადი მომწოდებლის დაკარგვა
მომწოდებლები შეიძლება თქვენი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი რგოლი იყოს. თუკი მათი მხრიდან გარკვეული სახით ხდება ზემოქმედება, ეს შეიძლება თქვენთვის რთულ მდგომარეობას იწვევდეს. თუკი ისინი ცვლიან გადახდის პირობებს, ან უარესდება მათთან ურთიერთობები, შეიძლება ამ დროს საჭირო იყოს თქვენი მხრიდან პროცესების გარდაქმნა. მაგალითად, შეიძლება მომწოდებლებმა შეამცირონ გადახდის ვადები, მოწოდებული პროდუქციის რაოდენობა და თქვენ მოგიწიოთ თქვენი ფინანსების გადახედვა ან სხვა საოპერაციო რესტრუქტურიზაციის ვარიანტების განხილვა.
გარდა ამისა, თუკი თქვენს ბიზნესში ან ბაზარზე არის მომწოდებლების შეზღუდული რაოდენობა, ძირითადი მომწოდებლის დაკარგვა შეიძლება დამღუპველი იყოს. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ფინანსური სირთულეების წინაშე და მოგიწიოთ საოპერაციო რესტრუქტურიზაცია. მაგალითად, თქვენი პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო მასალების დეფიციტის გამო შეიძლება მოგიწიოთ თქვენი პროდუქციის ცვლილება, რაც ცხადია, იწვევს ბიზნეს სტრუქტურის გარდაქმნას.
თუკი არ მოხდება ამ პრობლემის სწორად მოგვარება, ამან შეიძლება დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე [ბმული ბიზნეს ოპერაციებზე].
ეკონომიკური (ან სხვა სახის) შოკები
ბიზნესზე შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ეკონომიკურმა და ფინანსურმა სირთულეებმა და სხვა სახის შოკებმა, რაც აისახება მის ოპერაციებზე. ეს გარემოებები მოითხოვს დაუყოვნებლივ და ადეკვატურ ზომებს ან გადაუდებელ ღონისძიებებს გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად.
3. როდის შეიძლება გჭირდებოდეს გარდაქმნა?
ბევრი კომპანია ძალიან გვიან აანალიზებს, რომ საჭიროა ცვლილებები, იმ დროს, როდესაც ცვლილებების ვარიანტები შემცირებულია და ბიზნესის გადარჩენა უფრო რთულია. მთავარი შეკითხვა არის: როდის არის სწორი მომენტი რესტრუქტურიზაციის დასაწყებად?
1) ადრეული გაფრთხილების სისტემა
მას შემდეგ, რაც თქვენი ბიზნესი ჩამოაყალიბებს ფინანსური დაგეგმარებისა და ანგარიშგების პროცესს, [Link to Financing – Managing and monitoring your finances and debt], მოამზადებს ბიზნეს სტრატეგიას, [Link to Business strategy], განახორციელებს ანალიზს, რეკომენდებულია, რომ ეს პროცესი იყოს რეგულარული და დანერგოთ ადრეული გაფრთხილების სისტემა (EWS). ამ სისტემის დანერგვით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობებით სარგებლობის მეტი შანსი, რათა თავიდან აირიდოთ ან შეამციროთ პოტენციური პრობლემები. სისტემა გაძლევთ შესაძლებლობას მონიტორინგი გაუწიოთ სხვადასხვა მაჩვენებელს. თუკი რომელიმე ინდიკატორი ჩამორჩება სასურველ მაჩვენებელს, თქვენ ყურადღებით უნდა გაანალიზოთ და შეაფასოთ აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
თქვენ ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ადრეული გაფრთხილების ინდიკატორები და ამის მიხედვით ჩამოაყალიბოთ სისტემა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინანსური მაჩვენებლები, რათა დროულად დააფიქსიროთ ფინანსური სირთულეები. მაგალითად, სწრაფი გადახდისუნარიანობის შეფასება, როგორც გაფრთხილების სისტემის ნაწილი, შეიძლება მოიცავდეს ლიკვიდურობის და გადახდისუნარიანობის ინდიკატორებს. [Link to Financing – Monitoring Business Activity].
2) მონიტორინგი
SMART [Link to Business Strategy – Business goals] მიზნების ზუსტი და დროული მონიტორინგი, ასევე, როლების და პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნა პროცესებში, შედეგების მოტანის პროცესს აუმჯობესებს, გამოყოფს სუსტ წერტილებს და სწორად ანაწილებს გუნდურ სულისკვეთებას. არსებობს სხვადასხვა ტექნიკა, რომლის სწორად გამოყენება იწვევს რესტრუქტურიზაციის პროცესის წარმატებას.
4. როგორ შეიძლება გარდაქმნის მიღწევა?
რესტრუქტურიზაცია არ არის სწორხაზოვანი ერთჯერადი პროცესი, რომლის განხორციელებაც შეუძლია კომპანიას. ის შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ვარიანტს და ბევრ მიმართულებას, დაწყებული სწრაფი სტაბილიზაციის ღონისძიებებით დასრულებული ბიზნესიდან სრულად გასვლით. როგორც ეს მოცემულია, არსებობს რამდენიმე ფაზა და ეტაპი, სხვადასხვა ვარიანტითა და შედეგებით:
1) საწყისი ეტაპები
რესტრუქტურიზაციის ან ცვლილებების პროცესში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ განხორციელება სწრაფად დაიწყოთ და თქვენი ქმედებებით წარმოაჩინოთ მისი გადაუდებელი და სწრაფი განხორციელების მნიშვნელობა. ქმედებების ადრეული გეგმის შემუშავება და ნათლად წარმოჩენა რისი გაკეთებაა აუცილებელი და როდის, უკვე არის სწრაფი შედეგი.
იმისათვის, რომ მოიპოვოთ ძირითადი დაინტერესებული პირების ნდობა, მნიშვნელოვანია წარმოაჩინოთ:
ზეგავლენა – დარწმუნდით, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც ესაუბრებით, ესმის, რომ ეს არის განსხვავებული და რეალური. საჭიროა, რომ მათ გიპასუხონ და მონაწილეობა მიიღონ - შეუძლებელია რაიმეს „დამალვა“. წინააღმდეგობის მრუდის ინსტრუმენტი გაძლევთ სასარგებლო მიმართულებას, თუ როგორც გაითვალისწინოთ და მოიქცეთ უარყოფით დამოკიდებულებებთან დაკავშირებით.
პროფესიონალიზმი – დარწმუნდით, რომ ხართ ობიექტური და იყენებთ ფაქტებზე დაფუძნებულ მიდგომას, ახდენთ შეხვედრების შედეგების და დასკვნების დოკუმენტირებას.
ურთიერთობა – თქვენ იმუშავებთ დაინტერესებულ პირებთან და დასაქმებულებთან ერთად, ასე რომ, არ დაგავიწყდეთ ნდობის და ემპათიის მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამისათვის თავიდანვე გამოყოთ დრო: რთულია პროცესში მოგვიანებით ურთიერთობების ხელახლა დაწყება.
საკითხების იდენტიფიცირება – აუცილებელია გქონდეთ კონკრეტულ საკითხებზე ხედვა და დასახოთ მკაფიო დღის წესრიგი. თუმცა, არ გამოიყენოთ დახურული მიდგომა. სხვადასხვა ადამიანს აქვს სხვადასხვა პრობლემასთან მუშაობის გამოცდილება, ამიტომ მოისმინეთ მათი ხედვები, თუ რამ იმუშავა და რამ არა.
გადაუდებელი ქმედებების განხორციელება – როგორც წესი, აღნიშნული საკმაოდ აშკარაა - არ არის საჭირო ხანგრძლივი დაგეგმვა ან განხილვები - უბრალოდ განახორციელეთ ეს ქმედებები. ხალხი მოახდენს რეაგირებას, როდესაც დაინახავს მოძრაობას და ენერგიას.
ბიზნესის სტაბილიზაცია – გააკეთეთ აქცენტი ტაქტიკური ცვლილებების ადრეულ ქმედებებზე, რაც გაზრდის ფულად სახსრებს ან დაგეხმარებათ დაინტერესებული პირების მხარდაჭერის მოპოვებაში. საჭიროა შეაფასოთ რისკები და იყოთ პროაქტიულები მათ სამართავად. თქვენ დაგჭირდებათ, რომ საწყის ეტაპზე თავად იყოთ ამ ქმედებების ლიდერი და მხოლოდ მას შემდეგ მოახდინოთ დელეგირება, რაც დაინახავთ სწორ, რეალურ ქმედებებს და საპასუხო ნაბიჯებს.
2) სწრაფი შედეგები
სწრაფი შედეგები - სხვადასხვა ღონისძიება და ინიციატივა, რომელმაც შესაძლებელია სწრაფად მოიტანოს შესამჩნევი გაუმჯობესება ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით - ეს შედეგები შეიძლება იყოს ფინანსური და ის აქტიურად უნდა იყოს გამიზნული. შედეგები შეიძლება იყოს ასევე არაფინანსური, მაგალითად, კარგი გამოხმაურების მიღება ან დაინტერესებული პირების მხარდაჭერა. ამან შეიძლება გამოიწვიოს მორალური წინსვლა ან თანამშრომლების შენარჩუნება. ფინანსური თვალსაზრისით, ის წარმოადგენს გაუმჯობესებებს, ტაქტიკური და სტრატეგიული მიღწევებით, რომელიც უფრო დეტალურად განხილულია საოპერაციო გაუმჯობესების ნაწილში. [Link]
ბევრი სწრაფი შედეგი დაკავშირებულია საქმიანობების შეჩერებასთან. სახელფასო ხარჯები დაკავშირებულია ოთხ მიმართულებასთან და ამათი ანალიზით შესაძლებელია სხვადასხვა განსხვავებული ინიციატივის განხორციელება, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ.
საბალანსო მონაცემები შეიძლება იყოს სწრაფი შედეგების მიღების ერთ-ერთი წყარო. თქვენ შეგიძლიათ:
აწარმოოთ მოლაპარაკება მომწოდებლებთან, მოწოდების ან გადახდის პირობებზე
გაყიდოთ, ან ზოგიერთ შემთხვევაში, დააბრუნოთ ზედმეტი ინვენტარი
გადაავადოთ ვალდებულებები.
თქვენ შეგიძლიათ ასევე მიაღწიოთ შეთანხმებებს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან. ის შეიძლება მოიცავდეს ლიზინგის ან იჯარის საფასურის განაწილებას ან საბონუსე გადახდების პირობებს.
3) განხორციელება
სათანადო შიდა კომუნიკაციით შესაძლებელია სწრაფი შედეგების მიღწევა, დამატებითი ძალისხმევის გარეშე. მაგალითად, შეიძლება მხედველობაში მიიღოთ შემდეგი:
შეკვეთებისთვი მენეჯმენტის ავტორიზაციის საჭიროების მოთხოვნა.
შეკვეთებისთვის ანაზღაურების ლიმიტების განსაზღვრა.
მოითხოვოთ ხარჯების დასაბუთება, თუკი ხარჯს ბიზნესისთვის მაღალი უკუგება მოაქვს.
ახალი თანამშრომლების აყვანის ან ანაზღაურების ზრდის შეზღუდვა.
ფულადი სახსრების დაზოგვა მარტივი გზაა მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ მოკლევადიანმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს გრძელვადიანი პრობლემები.
ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებამდე, გახსოვდეთ, რომ თქვენ გესაჭიროებათ თქვენი თანამშრომლების მხარდაჭერა, რათა მიიღოთ მათი დახმარება თქვენი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი ინიციატივების და პროგრამების განსახორციელებლად. მეტი დეტალისთვის, იხილეთ, ცვლილებებისთვის მოტივაციის და გასათვალისწინებელი საკითხები ნიმუში.
უზრუნველყავით ჩართულობა, თანამშრომლებთან სათანადო კომუნიკაციით და მათი მონაწილეობით გეგმების განხორციელებაში.
ამ ნაწილში მოცემული იყო ძირითადი ელემენტები თანმიმდევრული და სწრაფი შედეგების მისაღწევად რესტრუქტურიზაციის პროცესში. თუმცა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც რესტრუქტურიზაციის პროცესი ხანგრძლივია, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ ეტაპს:
საოპერაციო გაუმჯობესება და რესტრუქტურიზაცია
ფინანსური რესტრუქტურიზაცია
გადახდისუუნარობის პროცედურები და ბიზნესიდან გასვლა
უფრო მეტი დეტალის გაცნობა შეგიძლიათ ვარიანტების და სარგებლის განყოფილებაში.