რას გულისხმობს საოპერაციო რესტრუქტურიზაცია?

საოპერაცია რესტრუქტურიზაცია გულისხმობს საოპერაციო მაჩვენებლების გაუარესების მიზეზების იდენტიფიცირებას და სტრატეგიის შემუშავებას ბიზნესის და მისი საოპერაციო გაჯანსაღების და ეფექტიანობის მისაღწევად. სხვა სიტყვებით, საოპერაციო რესტრუქტურიზაცია ფოკუსირდება საოპერაციო მოგებაზე. ის არ ასახავს ბიზნესის კაპიტალს ან დაფინანსების სტრუქტურას.
საოპერაციო რესტრუქტურიზაციის მიზანი არის ბიზნესის შედეგების განგრძობადი გაუმჯობესების მიღწევა ყველა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ზოგიერთ შემთხვევაში, საოპერაციო რესტრუქტურიზაცია შეიძლება გულისხმობდეს ბიზნესის გარდაქმნას.

იხილე მეტი

საოპერაციო რესტრუქტურიზაცია შეიძლება საჭიროებდეს გადაწყვეტილებებს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით:

 გაყიდვების ოპტიმიზაცია

პირველ რიგში, უნდა გამოკვეთოთ ის სფეროები, სადაც შესაძლებელია მთავარი გაუმჯობესება და დაადგინოთ გაყიდვების რომელი მიმართულების ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, მოგების გასაზრდელად და ფულადი სახსრების მისაღებად.

ეს არის მიმართულება, რომელიც ყოველთვის უნდა შეაფასოთ ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.  შეიძლება აშკარა იყოს, რომ ნებისმიერი ბიზნესის ძირითადი მიზანია ფასების გადახედვა და მოცულობის ზრდა, განსაკუთრებით ფინანსური სირთულეების დროს. თუმცა, რთულ მდგომარეობაში მყოფი კომპანიები ხშირად გამოწვევის და დაბრკოლებების წინაშე არიან, რაც იწვევს შემდეგ შეცდომებს:

 მოცულობის ზრდა მოგების გარეშე;

 რესურსების არასწორად განაწილება ხარჯების არასწორად დაზოგვით;

 ბრენდის დაზიანება მოკლე-ვადიანი ფასების ცვლით და აქციებით;

 რთულ დროში მომხმარებლის მხრიდან რეალური და შესაძლო უკურეაქციის შიში.

იხილე მეტი

ხარჯების შემცირება

როდესაც გეგმავთ რესტრუქტურიზაციას, ხარჯების შემცირება მნიშვნელოვანი ამოცანაა. გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

 ხარჯების იმგვარი შემცირება, რაც სწრაფ შედეგებს მოიტანს (ხარჯების შემცირება ტაქტიკურად ან სტრატეგიულად)

 ხარჯების შემცირება, როგორც მასალების შესყიდვის, ასევე, შრომითი დანახარჯების მიმართულებით. 

 ცვლილებების მიღწევისათვის საჭირო გარდამავალი ხარჯები (სიჭარბე, ჩამოყალიბების ხარჯები, გადაადგილების ხარჯები, გარემოსდაცვითი ხარჯები და სხვა).

რესტრუქტურიზაციის გეგმა მიზნად უნდა ისახავდეს ბალანსის დაჭერას გაყიდვების შესაძლებლობებთან და ხარჯების შემცირება შესაბამისობაში უნდა იყოს ხარჯების მართვის ზოგად სტრატეგიასთან. 

ხარჯების შემცირება მოითხოვს აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებას, იმისათვის, რომ ის იყოს შედეგიანი:

1. მკაფიო ცვლილებები

 ცვლილებების განხორციელება მოითხოვს ბევრი დაინტერესებული პირის მხარდაჭერას. თუ ისინი ვერ დაინახავენ კრიზისის კონკრეტულ შემთხვევას ან ცვლილების საჭიროებას, შეიძლება არ ჩაერთონ ცვლილებების პროცესში. მკაფიოდ გამოკვეთეთ ის მიზეზი, რომელიც განაპირობებს ცვლილებების საჭიროებას და დარწმუნდით, რომ გეგმის განხორციელებაში ჩართულია ყველა დაინტერესებული პირი. 

2. ხარჯების გამჭვირვალობა

 თქვენ გჭირდებათ კარგად შეისწავლოთ თქვენი ბიზნეის რეალური ხარჯების სტრუქტურა, მისი მამოძრავებელი ფაქტორები და სხვადასხვა ხარჯს შორის კავშირი. ბევრი კომპანია განიცდის ამგვარი ანალიზის ნაკლებობას ან ეფუძნება ვარაუდებს და მოძველებულ ინფორმაციებს. ხარჯების შემცირების გეგმა ხშირად ბიზნესს სხვა კუთხით წარმოაჩენს და გამოკვეთავს იმ მიმართულებებს, სადაც ხარჯების შემცირებას შესაძლებელია ჰქონდეს რეალური ზეგავლენა ფულად სახსრებზე. მაგალითად, წარმოებაში შესაძლებელია შემცირდეს პროდუქტის განვითარების პროცესი, რათა დასტაბილურდეს თანხების მოძრაობა, ან მომსახურების სფეროში შემცირდეს ნაკლებად მომგებიანი მიმართულებები. 

3. მხარდაჭერის კულტურა

 უკუქმედების მრუდის ინსტრუმენტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ რა კუთხით შეიძლება წააწყდეთ წინააღმდეგობას დაინტერესებული პირების მხრიდან თქვენი გეგმების განსახორციელებლად და ასევე, გთავაზობთ აღნიშნული წინააღმდეგობების თავიდან ასარიდებლად ან აღმოსაფხვრელად, ასევე მათი მხარდაჭერის მოპოვებისათვის საჭირო მექანიზმებს.  კონტროლის დამყარების და საკითხების გადაჭრის ინსტრუმენტი დაგეხმარებათ ცვლილებების გარემოს წარმატებით ჩამოყალიბებაში.

4. შესრულების მართვის სისტემა

 გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება მკაფიო მიზნებითა და შეფასებით, რასაც მოყვება ანაზღაურება და წახალისება, დაეხმარება თქვენს თანამშრომლებს დასახული მიზნების მიღწევაში.

სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია

სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაციის უპირველესი მიზანი უნდა იყოს მკაფიო გარემოებების ჩამოყალიბება და მომზადება, რომელიც წარმოაჩენს კომპანიისთვის თანამშრომლების და ხარჯების სტრუქტურას. დარწმუნდით, რომ ეს გეგმა არის ობიექტური და გათვალისწინებულია ბიზნესის პერსპექტივები. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების რაოდენობის ცვლილება, ცვლილებების შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაციები, იწვევს თანამშრომლების დემოტივაციას და ეფექტიანობის შემცირებას, ასე რომ, ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით უნდა მიუდგეთ. მთლიანი სამუშაო ძალა მოიცავს არამხოლოდ მუდმივ დასაქმებულებს, არამედ, დროებით თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, რომლებიც თანამშრომლების ბაზაში შეიძლება არც იყვნენ სათანადოდ აღრიცხული.

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება