მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
მომხმარებლებისზთვის უმაღლესი მომსახურების მიწოდება ერთ – ერთი საუკეთესო გზაა მომხმარებლების შესანარჩუნებლად, მაგრამ პირველ რიგში მათ თქვენი პროდუქტები და სერვისები იზიდავს. გაიგეთ თქვენი სამიზნე მომხმარებლის მოთხოვნილებები, სურვილები და პრეფერციები. თქვენ ვერ დაარწმუნებთ მომხმარებლებს, შეიძინონ ის, რასაც თქვენ სთავაზობთ, თუ არ იცით რა მოთხოვნილებები და სურვილები აქვთ მათ.
თუ გსურთ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი მარკეტინგის ბიუჯეტი და გახდეთ თქვენი ბიზნესი უფრო ეფექტური - მნიშვნელოვანია გესმოდეთ რა უნდათ თქვენს მომხმარებლებს. თქვენი მარკეტინგული ძალისხმევა უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ შედეგებს, იმ შემთხევაში თუკი თქვენ შეთავაზებულ პროდუქტს ან მომსაურებას მოარგებთ იმაზე თუ:
ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია
როგორც წესი, რას ყიდულობს თქვენი მომმხმარებელი
რითია მოტივირებული თქვენი მომხმარებლის გადაწყვეტილება იყიდოს თუ არა ტქვენი შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება.
მომხმარებლის თქვენს სამიზნე სეგმენტზე ყოველდღიური ფუკუსირება თავის მხრივ, საშუალებას მოგცემთ დახვეწოთ თქვენი გაყიდვების ტექნიკა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაზრის კვლევა იმის დასადგენად, ვინ არის თქვენი იდეალური მომხმარებელი. თქვენი იდეალური მომხმარებლის ცოდნა საშუალებას მოგცემთ მოარგოთ ბიზნესი მათ საჭიროებებზე. შედეგად შეგეძლებათ მომხმარებლებს მიაწოდოთ ზუსტად ის რასაც ისინი ელიან და რაც სურთ რომ მიიღონ, და ასევე, თავიდან აიცილოთ არასამიზნე მომხმარებელზე დამიხებული რეკლამის ხარჯი.
მომხმარებლებისა და მათი ქცევის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაგეხმარებათ გაიგოთ რას ყიდულობენ თქვენი მომხმარებლები, რა ამოძრავებთ მათ გადაწყვეტრილების მიღებისას და რამდენად ხშირად ახდენენ ისინი შესყიდვებს. რაც მეტი გეცოდინებათ, მით უკეთ გაუგებთ მათ. ამის მისაღწევად, CRM სისტემაში ინვესტიცია სარგებელს მოგიტანთ.
თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა შეაგროვოთ ინფორმაცია თქვენს მომხმარებლებზე მათი შესყიდვებისა და ერთგულების ბარათის ჩანაწერის საშუალებით თუ ამგვარ ბარათს შესთავაზებთ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებაში უმთავრესია მომხმარებლის მონაცემების დაცვა.
იმ ციფრული პლატფორმების საშუალებით რომელსაც იყენებთ (ვებ-გვერდი, Facebook გვერდი ნ სხვა) მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის გაოიყენეთ დაცვის საშუალებები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ შეინახეთ ის პირადი მონაცემები, რომლებსაც მომხმარებლები თანახმა არიან გაგიზიარონ.
პრიორიტეტი მიანიჭეთ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას; მიუდექით მონაცემებს, როგორც ფასეული აქტივს და ჩამოაყალიბეთ ინციდენტებზე რეაგირების დინამიური და სწრაფი პროცესი. ეს სამი ძირითადი ტექნიკური შესაძლებლობა ხელს უწყობს მომხმარებლის დაცვას.
მას შემდეგ, რაც დაადგენთ თქვენი მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებს, წინასწარ განსაზღვრეთ მათი ქცევა და შესაბამისად დაგეგმეთ მომავალი მოქმედება. გადააწყვეთ მმომხხმარებლის თქვენ ბიზნესთან ურთიერთობის მტელი ციკლი და პროცესები, იმგვარად, რომ სრულად უპასუხოთ მათ საჭიროებებს და მოსალოდნელ ქცევას.