მართე შენი მომწოდებელთა ჯაჭვი
მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტი (SCM) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის ფრონტ ოფისის, შუა ოფისის და უკანა ოფისის შეთანხმებულად მუშაობაში. ის მიზნად ისახავს ეფექტურობის გაზრდას და თქვენი ბიზნესის მიწოდების მხრივ საქმიანობის გამარტივებას, მათ შორის:
მოთხოვნისა და შეკვეთების მენეჯმენტში
შესყიდვებში
ინვენტარის კონტროლში და საწყობის მენეჯმეტში
თქვენი ბიზნესის წარმოების პროცესში
დისტრიბუციაში
თქვენი მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტის ოპტიმიზაცია დაგეხმარებათ უკეთესი პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებაში თქვენი მომხმარებლებისთვის დაბალი ღირებულებით და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.
თქვენი მიწოდების ჯაჭვი დამოკიდებული იქნება მიწოდების დროზე, ინვენტარისთვის საჭირო კაპიტალზე წვდომაზე, შემოსავალზე, ზრდაზე, ბაზრის წილსა და სხვა ფაქტორებზე. შეაფასეთ თქვენი ბიზნესის ოპერაციები თქვენი ბიზნესისთვის შესაფერისი და ეფექტური მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად.
ტექნოლოგიების დანერგვა დაგეხმარებათ მომარაგების ჯაჭვის მენეჯმენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ამასთან, თქვენ არ გჭირდებათ უახლესი პროგრამული სისტემები, რომ მომარაგების ჯაჭვის მართვის გამართული პროცესი გქონდეთ. [Link to Digitalisation].
მიწოდების ჯაჭვის რისკის მართვა
მომწოდებლის რისკის მენეჯმენტი გულისხმობს მიწოდების და მოთხოვნის დაბალანსებას და თქვენს მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან (თანამშრომლების და ინვესტორების ჩათვლით) და კრიტიკულ მომწოდებლებთან მუშაობას, იმგვარად, რომ ამ უკანასკელებთან ხელშეკრულებაში გქონდეთ მკაფიოდ განსაზღვრული ლოგისტიკის ხარჯები და მუდმივად შესავსები აუცილებელი ბუფერულ მარაგების რაოდენობები. ამის შედეგად უნდა დაზღვეული იყოთ ფასების მოულოდნელი ზრდისგან ნებისმიერი უარყოფითი მოვლენის ფონზე. რისკის მართვა მომარაგების ჯაჭვის მარრთვის მთავარი პრიორიტეტია.
რამდენიმე ძირითადი მომწოდებლზე ზედმმეტად დამოუკიდებული რომ არ იყოთ (რაც თავისთავად დიდი რისკია) დაადგინეთ ალტერნტიული მომწოდებლები. ასევე დაადგინეთ მომწოდებლების ადგილმდებარეობა და მოწოდების მარშრუტები და შეისწავლეთ ტრანსპორტირების ალტერნატიული ვარიანტები.
სტრუქტურირებული მიდგომებისა და დამხმარე საშუალებების გამოყენება დაგეხმარებათ ძირითადი გამოწვევების მოგვარებაში და მდგრადი ღირებულების დანერგვაში, რაც ქვემოთ მოყვანილ ცხრილში არის ილუსტრირებული:
თქვენი მომარაგების ჯაჭვის მოდელის ადაპტირება
თქვენი საქმიანობის განმავლობაში შეიძლება შეხვდეთ მიწოდების ჯაჭვის ისეთ საერთო გამოწვევებს, როგორიცაა:
თქვენი მომარაგების ჯაჭვის საქმიანობისა და შესაბამისი ხარჯების კონტროლი (მაგალითად, იმის გაგება, თუ რამდენად არის საბრუნავი კაპიტალის რა ნაწილი ხმარდება ლოგისტიკურ მარშრუტებს);
თქვენი ოპერაციული რისკების მენეჯმენტი
თქვენ მომწოდებლებთან სანდო ურთოერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება
მომწოდებლის მხრიდან მოწოდების შეწყვეტის შედეგად თქვენი მომხმარებლების მომსახურების გაუარესება და თქვენი ბიზნესის შემოსავლების წყვეტა.
ყოვედღიური ოპერაციების გასაუნჯობესებლად ტექოლოგიების დანერგვა
ახალ ბაზრებზე შესვლა და გლობალურ მოთამაშეებთან კონკურირება.
იფიქრეთ თქვენს მომარაგების ჯაჭვზე და იმ შესაძლო გამოწვევებზე, რომლებიც შეიძლება შეხვდეთ თქვენს ბიზნესში. იმუშავეთ თქვენს თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან ან თუნდაც დაუკავშირდით სხვა მცირე ბიზნესებს, რომ მოაგვაროთ თქვენი მიწოდების ჯაჭვის კონკტრეტული ხარვეზი.
მიკრომომარაგების ჯაჭვები
ბოლო დროს ტექნოლოგიების განვითარების და ბიზნესის დიგიტალიზაციის შედეგად, ბიზნესები უფრო მეტად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ვიდრე ოდესმე. ამან გაზარდა მყიდველების და მომწეოდებლების შესაძლებლობები ადვილქდ იპოვნონ ერთმანეთი და ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა აწარმოონ. ამ ტედენციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგია ის, რომ შემცირდა ბიზნესების დამოკიდებულება დიდ მომწოდებლებზე და შესაძლებელი გახდა უფრო ახლოს მდებარე შედარებით მცირე მომწოდებლებთან მუშაობა. ასევე, შესაძლებელი გახდა წარმოების საბოლოო პროცესი დამკვეთთან უფრო ახლოს განთავსდეს და საბოლოო პროდუქტის დამკვეთისთვის მისაწოდებლად ადგილობრივი ლოგისტიკური კომპანიები იქნას გამოყენებული. მოწოდების ამგვარი მოწყობა ცნობილია როგორც “მიკრომომარაგების ჯაჭვები”.
შეისწავლეთ მიკრომომარაგების ჯაჭვები და გადადით მოქნილ კონტრაქტებze, ისეთნარად, რომ თქვენ ბიზნესთან ალოს მდებარე მომწოდებლებთან იმუშაოთ. დანერგეთ სტრატეგია “იყიდე სადაც აწარმოებ, და აწარმოე სადაც ყიდი”. ისარგებლეთ დეცენტრალიზებული მიკრომომარაგების ჯაჭვების უპირატესობებით, რომლებიც მომგებიანად შეგაცვლევინებენ წარმოებას და მიწოდებას, პროდუქციის მოცულობას და საშუალებას მოგცემენ მოკლე დროში შეიტანოთ ბაზარზე ახალი პროდუქტები.
თუ შესაძლებელია, ჩამოაყალიბეთ “ბოლოდან ბოლომდე” (E2E) მიწოდების ჯაჭვი. E2E მიწოდების ჯაჭვები მთელ პროცესს ფარავს - რესურსების შესყიდვიდან იმ ეტაპზე, როდესაც პროდუქტი მიაღწევს მომხმარებელს, რაც გამორიცხავს დამატებით შრეებს და ნაბიჯებს და შედეგად, გაძლევთ საშუალებას ოფტიმალურად გამართოოთ დისტრიბუცია, და შეამციროთ ფასები და შესაძლო შეფერხებები.
მიწოდების ჯაჭვის მოდელის ადაპტაციის საილუსტრაციო მაგალითი
მცირე საწარმოო ბიზნესს ხშირად ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მომწოდებლებისგან შედარებით მცირე რაოდენობის რესურსებს და ნედლეულს უკვეთავს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა საკვების წარმოების ინდუსტრიაში მოქმედ მცირე ბიზნესებს აზარალებდა.
ზოგიერთ მსხვილ მომწოდებელს ჰქონდა პოლიტიკა, რომ უფრო ძვირად მიეწოდებინა მცირე რაოდენობები, მაშინ, როდესაც, შეკვეთის მცირე ზომის მიუხედავად, შეფუთვისა და მიწოდების ღირებულება იგივე იყო, რაც დიდი რაოდენობის შეკვეთებისთვის. ხშირად მცირე შეკვეთების დროული მიწოდება მომწოდებლისთვის პრიორიტეტი არ იყო და მიწოდება დაგვოანებით ხდებოდა.
ერთი მცირე საწარმოო ბიზნესის მფლობელისთვის, რომელიც მცირე მოცულობის შეკვეტას აკეთებდა, მომწოდებლის ფასი მაღალი იყო. იგი მივიდა თავის მომწოდებელთან. მომწოდებელმა თქვა, რომ მას ვერ შესთავაზებს უკეთეს ფასს მოგების დაკარგვის გარეშე, მაგრამ უთხრა, რომ იგივე უბანში სხვა მცირე საწარმოებსაც ამმარაგებდა.
ამ საუბრის შემდეგ, მცირე ბიზნნესის მფლობელმა მოაგროვა ინფორმაცია მისი ბიზნესის ახლოს მსგავსი საწარმოებზე, დააჯგუფა მათი ინდივიდუალური მცირე ზომის შეკვეთები ერთ მსხვილი ზომის შეკვეთაში. ამგვარად, ყველა ამ ბიზნესისთვის მომსახურების ფასმა დაიწია, მეტიც - ამ მცირე საწარმოებმა მომწოდებლისგან ისეთივე ბონუსები მიიიღეს, რომლებიც ადრე მხოლოდ მსხვილ დაკვეთრბს ჰქონდათ.
იგი დაუკავშირდა სხვა მცირე და საშუალო საწარმოებს და ისინი შეთანხმდნენ, რომ შეკვეთებს დააჯგუფებდნენ. ფასის გარდა ამან შეამცირა მიწოდების დრო ყველასთვის, რადგან სწრაფი მიწოდების მინიმალური რაოდენობა ადვილად დაკმაყოფილდა. ასევე გაუმჯობესდა გადახდის პირობები - მომწოდებელი საბანკო გარანტიას აღარ ითხოვდა და შემკვეთს მიწოდების დღიდან უფრო ხანგრძლივი პერიოდი მიეცა გადახდის განსახორციელებლად.