1. ხელმძღვანელობა

როგორც ბიზნესის მფლობელმა თუ ლიდერმა, ხელმძღვანელობისა და მართვის განხორციელების მიზნით აუცილებელია შეიმუშავოთ სტრატეგიები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ თანამშრომლებისგან მაქსიმუმის მიღებას, მათი შესაძლებლობების განვითარებას და კარგი კადრების შენარჩუნებას.

მმართველობა

მმართველობის სწორი სტრუქტურის არჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი მდგრადობის შესანარჩუნებლად. კორპორატიული მმართველობა მოიცავს კომპანიის სტრუქტურას, ბიზნესის წარმართვისა და კონტროლის პროცედურებს, კომპანიის მფლობელებთან, მენეჯმენტთან, დირექტორთა საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის საკითხებს.

სტრუქტურირებული და დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელებული მმართველობა ხელს უწყობს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას და ეხმარება მათ გუნდურობისა და მისაღწევი მიზნების გათავისებაში. ეფექტურობის მისაღწევად, მმართველობის ყველა  სტრუქტურულ ერთეულს მკაფიოდ უნდა განესაზღვროს მათი როლი, უფლებები და მოვალეობები.

იხილე მეტი


მართველობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მექანიზმები, როგორიცაა:

  • მმართველი ორგანოების ოფიციალური შეხვედრები

  • კომპანიის სტრატეგიისა და ბიზნეს გეგმების შემუშავება

  • მიზნების დასახვა და მათი შესრულების მონიტორინგი

  • დასაქმების პოლიტიკა

  • ბიზნეს მისიები

  • ქცევის წესებისა და დავების მოგვარების პოლიტიკა

  • გარე კონსულტანტების გამოყენება ბიზნესის საკითხების მართვისა და გადასაჭრის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებულ კორპორაციული მართვის მატრიცას.

დარწმუნდით, რომ თქვენი მმართველობის სისტემა უზრუნველყოფს:

  • თანამშრომელთა შეხედულებებისა და იდეების პატივისცემას

  • ბიზნესის მფლობელის, კომპანიის დირექტორებისა და ოფიცრების მიმართ ნდობას, რომ ისინი ბიზნესის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ

  • შიდა კონტროლს კომპანიის ყველა პროცესის მთლიანობისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად

  • კომფორტს იმ კუთხით, რომ თანამშრობლები ხედავდნენ სამომავლო განვითარების გზას კომპანიის შიგნით და კომპანიის მეშვეობით და ჰქონდეთ ამისთვის ყველა წინაპირობა

  • მოქმედი თანამშრომლების რწმენას მომავალი თანამშრომლების შესაძლებლობებისადმი, რომ ისინი შეინარჩუნებენ და გაზრდიან ბიზნესის კაპიტალს სამომავლოდ.


მმართველობის სტილი

ბიზნესები და მათი ხელმძღვანელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. შესაბამისად, განსხვავდება მმართველობის ფორმებიც.

იხილე მეტი


მმართველობის სტილი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი თანამშრომლები გყავთ, როგორია მათი მონდომების დონე და რამდენად გამოცდილები არიან.


იხილე მეტი


ხელმძღვანელის უნარ-ჩვევები

ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია კარგ ხელმძღვანელობასა და ეფექტურ გადაწყვეტილებებზე. როგორც ბიზნესის მფლობელი, აუცილებლად უნდა მონაწილეობდეთ მართვაში სხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ პირებთან ერთად. ლიდერი უნდა იყოს საკმაოდ სხარტი, რათა შეძლოს ისეთი მმართველობის სტილის დამკვიდრება, რომელიც მოერგება განსხვავებულ ჯგუფებს და მოტივაციას მისცემს მათ. ეფექტური ხელმძღვანელობის განსახორციელებლად საჭიროა ლიდერი, რომელიც აღჭურვილია დაბალანსებული პროფესიონალური და პირადი (მაგალითად, ნდობა და დარწმუნების შესაძლებლობა) უნარ-ჩვევებით.

კარგი ლიდერები გრძნობენ ბიზნესის პულსს და თანხვედრაში არიან თავიანთი გუნდის განწყობასა და ენერგიასთან. ეს საშუალებას აძლევს მათ განსაზღვრონ სწორი მიმართულება და მისცენ თავიანთ თანაშმრომლებს ამ მიმართულებით სიარულის საშუალება.

თანამშრომელთა შორის ნდობის დამკვიდრება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ლიდერს ესაჭიროება. მძლავრი და წარმატებული გუნდის შესაქმნელად, ლიდერს სჭირდება თანამშრომლების ჩართულობა, მოტივაცია და შთაგონება. საწყის ეტაპზე, ისწავლეთ თუ როგორ გასცეთ და მიიღოთ უკუკავშირი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ ყველაფერი ისე არ მუშაობს, როგორც მოსალოდნელი იყო.


რთული საუბრების მართვა

ყველა ხელმძღვანელს უწევს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როცა საჭიროა არასასიამოვნო ამბის გაჟღერება, მაგალითად, ცუდად მუშაობის თაობაზე, სამუშაოს გადანაწილებაზე, სამსახურიდან გაშვებაზე და ა.შ. ამ ტიპის გასაუბრება უნდა მოხდეს დროულად და კარგად დაგეგმილად.

იხილე მეტი


დამატებითი რჩევებისთვის, გაეცანით თუ როგორ გავუმკლავდეთ წარმატებით რთულ გასაუბრებებს.


დელეგირება

ხანდახან საჭიროა ზოგიერთი საქმიანობისა თუ ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებლობის დელეგირება. ამით, ხშირ შემთხვევაში, შეძლებთ ღონისძიებების დროულად და იაფად განხორციელებას. დელეგირებისას ყურადღება მიაქციეთ კონკრეტული ამოცანის სიღრმესა და კომპლექსურობას, ვადებს, თანამშრომელთა კომპეტენციასა და მზადყოფნას.

გაეცანით საქმიანობის დელეგირებისას გასათვალისწინებელ საკითხებს, რაც დაგეხმარებათ ამ პროცესის უკეთ წარმართვაში.


კონფლიქტების მართვა

ის, თუ როგორ მართავთ კონფლიქტურ და სადავო სიტუაციებს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს შემოსავალზე, პროდუქტიულობასა და მორალურ მხარეზე.

იხილე მეტი

ზოგიერთი თანამშრომლისთვის შესაძლოა არ იყოს მარტივი და კომფორტული პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი. ამიტომ, კარგი იქნება თუ დანერგავთ ანონიმური გასაჩივრების შესაძლებლობას. ამისთვის ხშირად იყენებენ ანონიმურ საჩივრის ყუთს ან სატელეფონი ცხელ ხაზს, თუმცა, დღეისათვის ამის გაკეთება ბევრად მარტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ სტრუქტურირებული და ფორმალური მიდგომა კონფლიქტების სამართავად. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ნებისმიერი დავა ბიზნესის საერთო ხედვებისა და მიზნების სასარგებლოდ გადაწყდება.


2. ხელმძღვანელობა ცვლილებების დროს

როდესაც ცვლილებები ხდება, ისინი უნდა განიხილოთ თქვენი ბიზნეს სტრატეგიის კონტექსტში. უნდა განსაზღვროთ, თუ რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ცვლილება წარმატებული და მდგრადი გამოდგეს. ამ ყველაფერს კი თანამშრომლების თვალითაც უნდა შეხედოთ.

თქვენი თანამშრომლები განსაკუთრებით განიცდიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. დარწმუნდით, რომ ისინი თავს დაცულად გრძნობენ და ამ პროცესში სრულად არიან ჩართულები.


იხილე მეტი


ცვლილებების მართვასთან დაკავშირებული პრინციპები ააგეთ შემდეგი კითხვების გათვალისწინებით:

  • როგორ შეინარჩუნებთ ჩართულობის კომპონენტს ცვლილების დროს?

  • როგორ მოახდენთ ცვლილებას?

  • როგორ გაამყარებთ ცვლილებას?

  • რას მიქაცევთ ყურადღებას? რას შეაფასებთ?

  • რას შეეხებით და როგორ?

  • ვინ არიან დაინტერესებული მხარეები და როგორ ურთიერთობთ მათთან?

  • რა ცვლილებები შევა თანამშრომლების ფუნქციებსა და სამუშაო პირობებში?

  • რომელ ჯგუფებზე (მათ შორის მომხმარებლებზე) ახდენს ყველაზე მეტად გავლენას ცვლილება და რა ფორმით (პასუხისმგებლობის, ფუნქციების თუ შესაძლებლობების კუთხით)?

  • როგორ მიუდგებით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს?

  • როგორ უზრუნველყოფთ ნებისმიერი ცვლილების წარმატებით ხელმძღვანელობას?


ცვლილებები ბიზნესში

თქვენს ბიზნესში ცვლილებები შეიძლება გარდაუვალი იყოს. ეს მოიცავს ცვლილებებს:

  • სტრატეგიაში

  • სტრუქტურაში, სისტემასა და პროცედურებში

  • დეპარტამენტებსა და სხვა დანაყოფებში

  • ინდივიდუალურ როლებსა და ფუნქციებში

  • ქცევებსა და პრაქტიკაში.

ის, თუ რა სახისაა ცვლილება და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, დაგეხმარებათ ამ ცვლილების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ცვლილებები სამოქმედო გეგმაში

უზრუნველყვეთ ცვლილების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება და მათი ჩართულობა პროცესში. ცვლილებები დაანახეთ არა მხოლოდ ხედვების დონეზე, არამედ რეალობაში. აჩვენეთ, თუ რას ნიშნავს ეს ცვლილება თითოეული მათგანისთვის. სხვადასხვა სახის ცვლილებას მიუდექით შესაბამისი სტრატეგიით და განსაზღვრეთ თუ რამდენად არის მზად ბიზნესი მოცემული ცვლილებების მყარად დანერგვისთვის.


3. თანამშრომელთა საქმიანობის მართვა

იმისთვის, რომ დაეხმაროთ თქვენს თანამშრომლებს განვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მუდმივად თვალი ადევნოთ, მართოთ და დაინტერესდეთ მათი მუშაობით. ამ გზით შეძლებთ მათგან საუკეთესო შედეგების მიღწევას. დროდადრო თვით საუკეთესო თანამშრომლებსაც კი სჭირდებათ ხელმძღვანელობა.

იხილე მეტი


სამუშაოს ამოცანების განსაზღვრა

პირველ რიგში, პერსონალურად განსაზღვრეთ თქვენი თანამშრომლების მისაღწევი მიზნები. შეფასების პერიოდის დასაწყისში (მაგალითად, ფინანსური წლის დასაწყისში), ნათლად განუმარტეთ თუ რას მოელით მათგან და განუსაზღვრეთ გაზომვადი ამოცანები.


იხილე მეტი

მას შემდეგ რაც განსაზღვრავთ თქვენი თანამშრომლების მიზნებს, დარწმუნდით, რომ ისინი დაწერილი და, თუ ეს შესაძლებელია, შენახულია ელექტრონულად თქვენი ადამიანური რესურსების საინფორმაციო ბაზაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ბაზის არსებობა სასრუველია.


4. თანამშრომელთა საქმიანობის მართვა


გაწეული სამუშაოს შეფასება

რეგულარულად შეამოწმეთ თანამშრომელთა საქმიანობა. ამისთვის გამოიყენეთ, როგორც არაფორმალური და იმწუთიერი უკუკავშირი (მოსაზრებების გაცვლა პირდაპირი საუბრით ან უკუკავშირის სხვა მეთოდების გამოყენებით), ისე წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად თითოეულ თანამშრომელთან სტრუქტურირებული გასაუბრებები.

გაეცით პოზიტიური და განვითარებისკენ მიმართული უკუკავშირი. რეგულარული და შინაარსობრივი უკუკავშირი, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტურობის ამაღლებას, გაცილებით მეტ გავლენას ახდენს და საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, რომ განვითარდნენ მთელი წლის განმავლობაში.

იხილე მეტი


წელიწადში ერთხელ საჭიროა პირისპირ გასაუბრება თითოეულ თანამშრომელთან, სადაც ერთად განიხილავთ წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას. ეს საშუალებას მოგცემთ ყურადღება მიაქციოთ თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებას და მისცეთ მათ პერსონალური მითითებები, რაც გაზრდის მათ მოტივაციასა და შრომისუნარიანობას. დარწმუნდით, რომ მზად ხართ მსგავსი პროცესისთვის და კარგად იცნობთ იმ ფორმალობებს, რაც მსგავს სიტუაციაში მოგეთხოვებათ.

იხილე მეტი


შედეგები და წახალისება

საქმიანობის შეფასების შედეგები პირდაპირ უნდა აისახოს თქვენი თანამშრომლების დაწინაურებასა და ანაზღაურებაზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.


იხილე მეტი


5. თანამშრომელთა შენარჩუნება

თქვენ ბიზნესი უნდა ეცადოს ნიჭიერი და გამოცდილი თანამშრომლების შენარჩუნებას. ასეთი თანამშრომლების დაკარგვა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ცოდნისა და უნარების დაკარგვას. ეს შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ბიზნესისთვის და ამავდროულად დამატებითი დანახარჯებიც გამოიწვიოს.

იხილე მეტი