ფულადი ნაკადების მართვა

ფულადი სახსრებისა და საბრუნავი კაპიტალის მდგრად და სწორ მართვას შეუძლია გაზარდოს ნდობა ბიზნესის მიმართ. ფულადი სახსრების გაუმჯობესება ვალის შემცირების, დაფინანსების ზრდის ან უკეთესი შემოსავლის მისაღწევად აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდში.

მიმდინარე გლობალური ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში, ფულადი ნაკადების და ნაღდი ფულის ეფექტური მართვა გადამწყვეტი ხდება საბრუნავი კაპიტალის სტაბილური ნაკადის შესანარჩუნებლად.

იხილე მეტი


საბრუნავი კაპიტალის ეფექტური პოზიციონირება დაგეხმარებათ გამოათავისუფლოთ ფულადი სახსრები ბიზნესის ზრდის/გაფართოების ინიციატივების დასაფინანსებლად. საბრუნავი კაპიტალიდან ფულადი სახსრების გამოთავისუფლება მოითხოვს ბიზნესის ანალიზს მიკრო დონეზე - რომელიც სცილდება უბრალო სტატისტიკას, და მოიცავს ღრმა ანალიზს ისეთი ძირითადი ფუნქციების როგორც არის: კრედიტორული დავალაინება, დებიტორული დავალიანება და ინვენტარი/მარაგები.


• მაგალითად, განიხილეთ სცენარი, როდესაც თქვენი ბიზნესი შეთანხმდა ხელსაყრელ ფასზე გარკვეული საქონლისთვის, მაგრამ დადო ხელშეკრულება, რომელიც მოითხოვს გადახდას 15 დღეში ერთხელ 30 დღის ნაცვლად. ლიკვიდურობის შეფასებამ შეიძლება გამოავლინოს, რომ გადახდის გრაფიკის შედეგად საბრუნავ კაპიტალში დაკავებული ეს ნაღდი ფული უარყოფითად აისახება ბიზნესზე გრძელვადიან პერსპექტივაში. საბრუნავი კაპიტალის სრაფი ანალიზი გამოავლენს პორტფელის ღირებულების შექმნის (ან დაცვის) შესაძლებლობებს.

თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი საბრუნავი კაპიტალის ციკლი და ფულადი ნაკადები, ამისთის საჭიროა:

• შეიმუშაოთ ფულადი ნაკადების პროგნოზირების პროცესი და კონტროლის მექანიზმები. 

• დაეყრდნოთ ფულადი სახსრების მოკლევადიან პროგნოზს, ასევე მოიპოვოთ მხარდაჭერა კრედიტორებთან და დამფინანსებლებთან თანამშრომლობისათვის.

• გააანალიზოთ მიმდინარე და გადაუდებელი დაფინანსების საჭიროებები.

• იყოთ ორიენტირებული ფულადი სახსრების წყაროებისა და მისი გამოყენების ხილვადობის დადგენაზე და გაუმჯობესებაზე. განსაზღვროთ ფულადი სახსრების საჭიროებები. 


- მოახდინეთ ფულადი ნაკადების სტაბილიზება და მოიგეთ დრო დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებისათვის.

- მოახდინეთ ნაღდი ფულის გამომუშავების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

- გადახედეთ საბრუნავი კაპიტალის ციკლს  და გაეცით რეკომენდაციები  ბიზნესის საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნის შესამცირებლად.

- გააუმჯობესეთ ვალების შეგროვება.


იხილე მეტი


- განსაზღვრეთ ფულადი სახსრების გადინების პრიორიტეტები: გამოყავით  რომელი გადახდებია უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი.

- ხელი შეუწყეთ და დანერგეთ ფულადი კულტურა თქვენს ბიზნესში.

ჩამოაყალიბეთ ფულად სახსრებზე ორიენტირებული ბიზნეს კულტურა, რომელიც ხელმისაწვდომი ფულის არსებობას მოგებაზე მაღლა დააყენებს. დაამყარეთ ჯანსაღი მმართველობა რთული გარემოებისთვის, რაც ლიკვიდურობის ეფექტური მართვის საშუალებას მოგცემთ.

• თქვენ შეიძლება იყოთ მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ გქონდეთ ფულადი პრობლემები. ბევრი ფულადი სახსრებისა და სხვა ლიკვიდური აქტივების ქონა (ის, რაც ადვილად იყიდება) ხელს შეუწყობს ბიზნესის ლიკვიდურობას და უზრუნველყოფს, რომ ვალდებულებების გადახდას მათ  ვადაგადაცილებამდე. მეორეს მხრივ, ბევრი ლიკვიდური აქტივის ქონა შეამცირებს ბიზნესის მომგებიანობას, რადგან ფულადი სახსრები ითვლება უმოქმედო აქტივად, რომელიც არ გამოიმუშავებს დამატებით ფულად შემოდინებას.

• სასარგებლოა გამოვიყენოთ 20/80 წესი: ეს ნიშნავს, რომ წარმოების საშუალებების (inputs) 20% უზრუნველყოფს პროდუქციის (outputs) 80%-ს, ანალოგიურად მომხმარებლების 20% უზრუნველყოფს შემოსავლების 80%-ს: შესაბამისად, ბიზნესმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ფულადი სახსრების “ხარჯვის” მთავარ წყაროებზე და არა მცირე ხარჯების მიკრო მენეჯმენტზე, რომელთა საერთო გავლენა ფულადი სახსრების მოძრაობაზე მინიმალურია.

მომგებიანობის ანალიზის საილუსტრაციო მაგალითი

საცალო მოვაჭრე (retailer) ყიდის პროდუქტს ორი განსხვავებული არხის საშუალებით: ფიზიკური მაღაზიისა და ონლაინ ვებგვერდის საშუალებით. 

ვებ გვერდი გაიხსნა სულ ახლახანს, ამიტომ საოპერაციო რესურსების უმეტესი ნაწილი მაინც მიმართული იყო ფიზიკურ მდებარეობაზე - მაღაზიაზე. საცალო მოვაჭრემ შენიშნა რომ ინტერნეტ-მაღაზიით გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე მაღაზიაში.


რიტეილერმა გაიგო „20/80 წესის“ შესახებ (ეკონომიკურ თეორიაში, პარეტოს პრინციპები), რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების საშუალებების (inputs) 20% უზრუნველყოფს პროდუქციის (outputs) 80%-ს. საცალო მოვაჭრემ დაადგინა, რომ ერთი  წარმოების საშუალება (20–დან) მოიხმარდა ბიზნესის ძალისხმევის 50%-ს, მაგრამ წარმოქმნიდა მხოლოდ ზღვრულ მოგებას (საერთო მოგების 10% –ზე დაბლა). ამრიგად, წარმოების საშუალებები (მარაგები, სამუშაო საათები, საოპერაციო ხარჯები და ასე შემდეგ) მნიშვნელოვნად შემცირდა და გადამისამართდა გაყიდვების სხვა უფრო მომგებიან არხებზე.


გაუმჯობესების მიუხედავად, “20/80 წესი” დაუყოვნებლივ არ იქნა მიღწეული. პირველადი ცვლილების შემდეგ, თანაფარდობა დაახლოებით 30/70 იყო, მაგრამ საცალო მოვაჭრემ უკვე იცოდა ამ მეთოდის შესახებ, რაც მას დაეხმარა თვალყური ედევნებინა წარმოების საშუალებების და პროდუქტების სწორად შერჩევისთვის, რომ მიეღწია უფრო მომგებიანი ბიზნეს შედეგისთვის. 

ლიკვიდურობის მართვა კრიზისის დროს

რთული პერიოდები და ეკონომიკური გამოწვევები აძლიერებს ფულადი სახსრების მნიშვნელობას და მოითხოვს ლიკვიდურობის მართვის ჩარჩოს ცვლილებებს. რთული და კრიზისული გარემო აიძულებს ბიზნესს ფოკუსირება მოახდინოს ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაზე, რადგან მათ შეიძლება შეექმნათ ლიკვიდურობის დეფიციტი (ფულადი სახსრების ნაკადების დროებითი პრობლემები). ლიკვიდურობის კარგი მართვა დაეხმარება თქვენს ბიზნესს უფრო გამძლე იყოს, ეკონომიკური და ფინანსური ვარდნის პირობებში.


იხილე მეტი


ლიკვიდურობის პრობლემის დროს, ბიზნესმა უნდა მოიძიონ ფულადი სახსრების ახალი წყაროები, როგორიცაა მთავრობის დახმარება ან ახალი საკრედიტო ხაზები.


გააკეთეთ მიმდინარე და მომავალი საბრუნავი კაპიტალის და ფულადი ნაკადების საჭიროებების დეტალური ანალიზი.


იხილე მეტი

გამოიყენეთ მოკლევადიანი ფულადი ნაკადების პროგნოზები  სტრატეგიის და საპასუხო პრიორიტეტების დასადგენად. ფულადი კრიზისის მართვის ძირითადი ელემენტია ფულადი ნაკადების პროგნოზის მომზადება “გადარჩენისთვის” - ძირითადი ნაბიჯების იდენტიფიცირებით და მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბებით ამ  საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად და შედეგების მისაღწევად.

იხილე მეტი

ფულადი კრიზისის მქონე ბიზნესმა უნდა გადადგას ნაბიჯები ფულადი ბალანსის შესანარჩუნებლად, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებით: გადაუხადოს მხოლოდ ყველაზე კრიტიკულ ბიზნეს გამყიდველებს, სანამ ისინი მოახდენენ მობილიზებას საგანგებო სიტუაციების გეგმებზე.

 

იხილე მეტი


გააუმჯობესეთ ანგარიშგება და ანალიზი, რომ წარმოდგენა გქონდეთ  ლიკვიდურობის მიმდინარე მდგომარეობაზე. როგორც პირველი ნაბიჯი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი საანგარიშო ინსტრუმენტები და ანალიტიკა, როგორიცაა მარტივი ცხრილები, რომლებიც აჯამებს ძირითად ელემენტებს Excel- ში ან Word- ში.

მოამზადეთ იმ ქმედებების დეტალური ჩამონათვალი, რომლებიც დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომია რთულ პერიოდში, როგორიც არის:

ა. განიხილეთ თქვენს მომწოდებლებთან გადასახადის გადავადების ვარიანტები, (შეარჩიეთ არა-კრიტიკული მომწოდებლები)

ბ. დაუკავშირდით თქვენს კლიენტებს დებიტორული დავალიანების შეგროვების ან ვადაგადაცილებულ ვალზე პროცენტის დაკისრების მიზნით, სადაც ეს პრაქტიკულია

გ. გაზარდეთ ინვოისის შედგენის სიხშირე იქ, სადაც პირობები გაძლევთ საშუალებას

ე. მოახდინეთ ცვალებადი და ნახევრად-ცვალებადი ხარჯის იდენტიფიცირება თქვენს ხარჯთაღრიცხვაში, რათა დადგინდეს სად გაქვთ ადგილი ხარჯების შემცირებისათვის.

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ბიზნესი აწყდება ფულადი სახსრების ნაკადის დაუყოვნებლივ პრობლემებს გარე ეკონომიკური შოკის შედეგად, მკაფიო, მოკლე გეგმის შესრულება დაგეხმარებათ კრიზისის გადალახვაში. ამისთვის გამოიყენეთ ფულადი სახსრები და საბრუნავი კაპიტალის ჩამონათვალი (checklist).

მოემზადეთ მომავალი კრიზისისთვის

ბიზნესმა უნდა იმოქმედოს პროაქტიულად, როდესაც შეიმუშავებს და განახორციელებს რისკების მართვის გაძლიერებულ პრაქტიკას, პრევენციული სამოქმედო გეგმების შესაქმნელად.


იხილე მეტი

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება