მართე შენი ინვენტარი/მარაგები

თქვენი ინვენტარის მართვა თქვენი ბიზნეს ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდი ოდენობის ინვენტარის საწყობში დიდი ხნით განთავსება პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ფულადი სახსრების მოძრაობაზე. ინვენტარის მენეჯმენტის ამოცანაა მფლობელებმა იცოდნენ რა მარაგი აქვთ და სად, და დარწმუნდნენ, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბიზნესის მასშტაბით. თუ თქვენი მარაგების მართვის სისტემა არ იძლევა ინფორმაციას ზუსტად ან რეალურ დროში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მარაგის არასწორად განაწილება.

ინვენტარის ეფექტური მენეჯმენტის ნაწლილია შეისყიუდოთ: 

• სწორი მარაგი 

• სწორი რაოდენობით 

• სწორი მომწოდებლებისგან 

• მოცემულ ვადებში 

• გონივრულ ფასად. 

ინვენტარის უკეთესი მენეჯმენტის მისაღწევად, პირველ რიგში, უნდა გააუმჯობესოთ ინვენტარის (მარაგის) კონტროლი.


იხილე მეტი

მარაგების კარგმა კონტროლმა შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ბრუნვა და მომგებიანობა. თქვენი ინვენტარის მკაფიო ხილვა დაგეხმარებათ:

  • ხარჯების შემცირებაში

  • შეკვეთების შესრულების ოპტიმიზაციაციაში

  • კლიენტების მომსახურების გაუმჯობესებაში

  • ქურდობის, ვადის გასვლის ან მყიდველის მიერ ნაყიდი ერთეულის დაბრუნების შედეგად დანაკარგების პრევენციაში

იხილე მეტი

ინვენტარის ზუსტი და თანამედროვე მენეჯმენტის ნაკლებობა გავლენას ახდენს ბიზნესის ყველა ასპექტზე. ზოგიერთ ბიზნესს აქვს მის ოპერაციულ მოდელზე მორგებული დეტალური გეგმა,  მაგრამ ვერ ახერხებს მის განხორციელებას ინვენტარიზაციის ცუდი სისტემის გამო. ინვენტარის ცუდმა მენეჯმენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ხილვადობის პრობლემები და ფარული ხარჯები.

  • ხილვადობის საკითხები - მრავალი ბიზნესისთვის ინვენტარის ხელით დათვლა ერთადერთი გზაა გაიგონ მათ ქსელში სად რა მარაგი აქვთ. ყოველ მოცემულ მომენტში ინვენტარის მარაგის მუდმოვად განახლებადი რაოდენობების ცოდნის გარეშე, არსებობს რისკი, რომ თქვენ, როგორც მიმწოდებელმა მარაგების არასწორ მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმოთ და დაპირდეთ ქსელს რეალურად არარსებული რაოდენობების მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლებმა შეკვეთების განთავსება, რომელთა შესრულება შეუძლებელია. შემდეგ ბიზნესმა უნდა აცნობოს მომხმარებლებს და პოტენციურად, შემკვეთის გადახდილი თანები დააბრუნოს. 

  • დაფარული ხარჯები - ონლაინ გაყიდვები ხშირად მოიცავს ფარულ ხარჯებს, რომელთა შესახებ ბიზნესებმა არ იციან. მაგალითად, საქონლის ღირებულების ჯაჭვში გადაადგილებისას, მათი ღირებულება შეიძლება გაბერილ იქნას გადასახადის, სატვირთო გადაზიდვის ან გადაზიდვის საფასურისა და საკურიერო მომსახურებების მხრიდან გადაზიდვისა ან/და დაბრუნების დამატებითი ხარჯების გამო. ინვენტარის ზუსტი მენეჯმენტის გარეშე, ეს ხარჯები არ არის სათანადოდ მართული და უცნობია ერთეულის მომგებიანობა.

მნიშვნელოვანია თქვენი ინვენტარის მონიტორინგი, განსაკუთრებით იმ ერთეულების, რომელსაც ყიდით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილები Excel- ში, მარტივი მონაცემთა ბაზები, ან სპეციალური საშუალებები და პროგრამები, რომლებიც დაგეხმარებათ შეკვეთებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ინვესტიცია ინვენტარის მენეჯმენტის უფრო მაღალ სისტემებში [Link to Digitalisation], რომელიც გრძელვადიანად ამოისყიდის გაღებულ ხარჯებს, რადგან ამგვარი სისტემა საშუალებას მოგცემთ გააანალიზოთ გაყიდვების ტენდენციები და დაგეგმოთ მომავალი გაყიდვები. მაგალითად, მიწოდების დაგეგმვისა და ინვენტარის მართვის ზოგიერთი პროგრამული სისტემაა SAP Supply Chain Management, Oracle Supply Chain Management და Blue Yonder პლატფორმები.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხანგრძლივი მიწოდების, მალფუჭებად  და სეზონურ ერთეულებს.

იხილე მეტი

მარაგების რაოდენობა ინვენტარის კონტროლის აუცილებელი და პრიოორიტეტული ნაწილია, რადგან ამ მონაცემის კონტროლი დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ თითოეული საწყობი თქვენს ნივთებს და ავტომატურად დაადგინოთ დაკარგული, მოპარული ან დაზიანებული საქონელი.

იხილე მეტი

ინვენტარის მენეჯმენტი ემსაურება და მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

  • შესყიდვების კონტროლი და ზედამხედველობა

  • საწყობის მართვა

  • გასაყიდი რაიოდენობების კონტროლი

  • შეკვეთერბის შესრულება.

ინვენტარის დეფიციტის შემთხვევაში, პრიორიტეტი მიანიჭეთ თქვენს პროდუქტზე/მომსახურებაზე მოთხოვნას. ზუსტად დათვალეთ მაღალი ღირებულების პროდუქტებთან და შემოსავლების ნაკადებთან დაკავშირებული კრიტიკულად მნიშველოვანი მასალების რაოდენობა და მდებარეობა.

იხილე მეტი

დანერგეთ საწყობის მართვის სისტემა თქვენი ინვენტარის ოპტიმიზაციისთვის და ზედმეტი დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად.

იხილე მეტი

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება