ვალის მართვა
მაღალი სასესხო ვალდებულებები და კრედიტზე წვდომა მრავალი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად იქცა. ვალის ბაზრები დინამიური და რთულია. ხელსაყრელი პირობებით ახალი სესხის აღება ან არსებული სასესხო რესურსის განახლება ყველაზე ძლიერი მსესხებლებისთვისაც კი შეიძლება რთული იყოს.

მდგრადი ზრდისათვის აუცილებელია სტრატეგიული მიდგომით თქვენი კაპიტალით დაფინანსების მიზნების განსაზღვრა და თქვენს სასეხო ვალდებულებებში გარკვევა.

იხილე მეტი
თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიზნესის ზრდის გეგმები და დაფინანსების საჭიროებები, შეაფასოთ და განსაზღვროთ თქვენი ბიზნესისთვის კაპიტალის საუკეთესო სტრუქტურა და დაფინანსების ვარიანტები და ასევე დაადგინოთ დაფინანსების წყაროები. განსაზღვრეთ თქვენი კაპიტალის სტრუქტურა და დაადგნინეთ თქვენი ბიზნესის შემდეგი პარამეტრები:
ა. მისაღები რისკის დონე
ბ. ამჟამინდელი სესხუნარიანობა
გ. კაპიტალის მოთხოვნები
დ.გაუთვალისწინებელი ხარჯის მოთხოვნები
ი. დამფინანსებელ პარტნიორებთან ურთიერთობა

კაპიტალის სწორი სტრუქტურის დანერგვა და მოქნილ და კონკურენტუნარიან დაფინანსებაზე წვდომა შესაძლობას მოგცემთ მიაღწიოთ თქვენს მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს და მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ბიზნესის ღირებულება.

რეაგირება კრიზისის დროს
მოთხოვნასა და მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებული გაურკვევლობა სხვადასხვა სექტორის ბიზნესში ტვირთად აწვება ლიკვიდობას. ადრე, კრიზისამდე, სრულად ჯანსაღ ბიზნესს, ახლა, კრიზისის დროოს, ხშირად კვირების ან თვეების მანძილზე ფულადი სახსრების ამოწურვის რისკი ემუქრება. ბევრი ბიზნესი გარდაუვალი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას, ზოგსაც უკვე გადახდისუუნარობის პრობლემა უდგას.

იხილე მეტი
გამოიკვლიეთ ახალი ან არსებული კრედიტორებთან გარე დაფინანსების ვარიანტები და გაიგეთ, მიგიწვდებათ თუ არა ხელი მთავრობების მიერ გამოცხადებულ დახმარებაზე.

მოამზადეთ ბიზნეს გეგმა და ფულადი სახსრების ბრუნვის პროგნოზი, რადგან თქვენ დაგჭირდებათ ეს დოკუმენტები, თუ გსურთ ინვესტიციის ან საბანკო სესხის უზრუნველყოფა.

გაიაზრეთ რა მოთხოვნებია თქვენი მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად. შეაფასეთ დაფინანსების სტრატეგიები, ვარიანტები, ბაზრები, კრედიტორები და კაპიტალის სხვა წყაროები, რათა დააკმაყოფილოთ თქვენი დაფინანსების საჭიროებები საჭირო ვადებში.

იხილე მეტი
შეაფასეთ ფინანსური სტრატეგიები ან არსებული ვარიანტები თქვენი ბიზნესისთვის და ესაუბრეთ კრედიტორებს საკრედიტო სახსრებზე წვდომის ან არსებული კრედიტების პირობების გაუნჯობესების შესახებ. შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ მთავრობის მხარდაჭერილი დაფინანსების სქემები.

ჩამოაყალიბეთ ინვესტორებთან, მომწოდებლებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან და სხვა ძირითად გარე დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის შენარჩუნების გეგმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის დაღმავალი დინამიკის დროს

შეინარჩუნეთ აქტიური დიალოგი ძირითად დაინტერესებულ ფინანსურ მხარეებთან, რადგან მათგან დისტანცირება ან თქვენი დუმილი მათი მხრიდან პოტენციურად შეიძლება უარყოფითად იქნას აღქმული. მათთან დისკუსიის საშუალებით დაადგინეთ  მოკლევადიანად ფულადი ნაკადების მართვისთვის აუცილებელი ინფორმაცია (ამ ფულადი ნაკადების პრაქტიკულად დასაბუთებული და საჭიროების შესაბამისი დონე). ეს ინფორმაცია გამოგადგებათ საჭიროების შეთხვევაში დაინტერესებულ ფინანსურ მხარეებთან გადასაგზავნად.
იმისთვის, რომ გაზარდოთ ხელმისაწვდომი თანხა (headroom) საჭირობის შემთხვევაში ესაუბრეთ კრედიტორებს ან ალტერნატიული დაფინანსების მომწოდებლებს. კრედიტორებთან ხშირი და გამჭვირვალე კომუნიკაციას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უნდა აწარმოოთ, იმისათვის, რომ საბალანსო უწყისის წარმატებულად რესტრუქტურიზებისთვის იყოთ მზად.

თუ ფინანსების დეფიციტი გაქვთ, რთულ კრიზისულ გარემოში, შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც ვერ შეასრულებთ თქვენს ახლანდელ ფინანსურ ვალდებულებებს. ასეთ ვითარებაში ყურადღება უნდა მიაქციოთ ქვემოთ მოყვანილ გარემოებებს და ფაქტორებს.

იხილე მეტი
შედარებით დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე მსესხებლებს, შეიძლება გაურთულდეთ კაპიტალის ბაზრებზე წვდომა და აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესდაც ბანკებსა და სხვა კრედიტორებს ნაკლები სურვილი და შესაძლებლობა აქვთ განაახლონ სასეხსო შემოოთავაზებები ა გაზარდონ მათი მოცულობა. კრედიტორებმა შეიძლება მოითხოვონ ახალი პირობები, როგორიცაა მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტი ან გაუმჯობესებული უზრუნველყოფა (განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე სექტორების ბიზნესისთვის). ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, სასესხო ხელშეკრულებებში შეიძლება ჩაგიდონ მათი მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის შესაძლებლობის პირობა. 

კრედიტორებთან და დამფინანსებლებთან ურთიერთობაში, მათი მხადრაჭერის მოსაპოვებლად მოკლევადიანი პროგნოზები გამოიყენეთ.

საჭიროების შემთხვევაში, თუ თქვენი პროგნოზი დაფინანსების ნაკლებობას აჩვეებს, ნუ გადადებთ კრედიტორებთან ან დამფინანსებლებთან საუბარს. თქვენს კრედიტორებს შეუძლიათ დაგიმტკიცონ გადადების გადავადება, თუ მათ აჩვენებთ სანდო და საიმედო გეგმას, რომლის განხორციელების საშუალებასაც გადახდების გადავადება მოგცემთ. გამოიყენეთ ნაღდი ფული, რომელიც დაზოგავთ მოკლევადიან პერიოდში, თქვენი მიმდინარე და მომავალი ბიზნეს ოპერაციების მხარდასაჭერად.

შეეცადეთ აწარმმოოთ მოლაპარაკება თქვენს ბანკის თანამშრომელთან ახალი სესხების შესახებ.

განიხილეთ ვალის რესტრუქტურიზაცია, საკრედიტო მედიაცია (საკრედიტო ხაზების ხელახალი მოლაპარაკება) კრედიტის დასაფარი გადახდების გადავადება, დაგვიანებული გადახდის ჯარიმების გაუქმება და თქვენი ბიზნესისთვის კრედიტის გაგრძელების დამატებითი ხარჯების ჩამოწერა, რაც ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არსებული კონტრაქტების პირობებში, რომ დაადგინოთ რა გზით შეამციროთ თქვენი ფიანსური რისკები (მაგალითად, კონტრაქტის გაუქმების ან სხვა ნაბიჯების გზით). 

გადაამოწმეთ ან მოიძიეთ კრედიტორებთან ინფორმაცია მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სესხების ან მათი (კრედიტორების მხრიდან) შესაძლო არსებული სასესხო შეღავათების შესახებ.

კრიზისის დროს, ბევრი მთავრობა მიმართავს მნიშვნელოვან მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მხარდაჭერის ზომებს, რაც ხშირად გულისხმობს კრედიტის სრულ ოდენობაზე ან კრედიტის უმეტეს ნაწილზე სამთავრობო გარანტიის სქემებს.

არსებული ფინანსური ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად მიმართეთ ბიზნეს ოპერაციების დაფინანსების ალტერნატიულ გზებს .

ბანკიდან ან სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან ფულის სესხის აღებისას, შესაძლოა ხელშეკრულებით იურიდიულად იყოთ ვალდებული გამოიყენოთ ფული მხოლოდ კონტრაქტში მითითებული მიზობრიობით. ამ ფულის სხვა მიზნებისთვის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სასესხო ხელშეკრულების დარღვევა შესაბამისი სამართლებრივი პრობლემები.

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება