შესყიდვების ორგანიზება და მომწოდებლებთან ურთიერთობა

შესყიდვების როლი შეიცვალა და ხარჯების უბრალო მართვის გარდა მოიცავს  ღირებულების შექმნას, უსაფრთხოების მართვას და მიმწოდებლებსა და ბიზნესებს შორის უფრო მჭიდრო და სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებას. მიზნებისა და მოტივაციების საერთო ხედვა და მომწოდებლებთან უფრო მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა, ხელს უწყობს და აძლიერებს თქვენი ბიზნესის მდგრადობას. მომწოდებლებთან ურთიერთობის სწორი მართვა ფუნდამენტურია თქვენი ბიზნესისთვის და კარგად მართული პარტნიორობა აუცილებელია ინვენტარის სწორი მართვისა და მარაგების კონტროლისთვის. თქვენი პროფესიული ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს ნდობას და გამჭვირვალობას, რომ  უზრუნველყოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და თქვენი ბიზნესის შეუფერხებლად ოპერირება.

იხილე მეტი

პერიოდულად განიხილეთ და შეაფასეთ თქვენი ურთიერთობები თქვენს მომწოდებლებთან და შეადარეთ მათი პირობები თქვენს კონკურენტებს. გაითვალისწინეთ მიმდინარე ბიზნესის ნებისმიერი სახელშეკრულებო ვალდებულებები. ეს დაგეხმარებათ სწრაფად მოახდინოთ მოდიფიკაცია თქვენი ცვალებადი ბიზნეს პრიორიტეტების  შესაბამისად. მომწოდებელთა ეკოსისტემის ცოდნა გეხმარებათ მომწოდებლებთან ურთიერთობების ოპტიმალურად შენარჩუნებაში, რაც ზრდის თქვენი ბიზნესის მდგრადობას.


მომწოდებლებთან სირთულეების დაძლევა 

მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობის დროს, შეიძლება წარმოიშვას  უთანხმოება და დავები. ეს შეიძლება იყოს მთელი რიგი ფაქტორების შედეგი, როგორც შიდა, ისე გარე, როგორიცაა ცვლილებები საკუთრების ან მართვის სტრუქტურაში, ბიზნეს სტრატეგიის ცვლილება ან ბაზრის შეფერხება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მომწოდებლების მიერ შეუსრულებელი შეკვეთა, გაუმართავი ან წუნდებული პროდუქციის მიწოდება და გადაუხდელი გადასახადები. დარწმუნდით, რომ ნებისმიერ დავას გაუმკლავდებით  დაუყოვნებლივ და კანონის ფარგლებში.


თუ გაქვთ სირთულეები თქვენი მომწოდებლების ან გამყიდვლების მართვაში, განსაზღვრეთ რომელია მნიშვნელოვანი, თქვენი ბიზნეს გეგმის შესაბამისად [ბმული ბიზნესის სტრატეგიასთან] განსაზღვრეთ თქვენი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსი ან პროდუქცია, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვთ თქვენს ბიზნესზე. შეაფასეთ რომელ შეკვეთაზე ექნება გავლენა პოტენციურად. შეაფასეთ ინვენტარის მოცულობა/პოზიციები და წარმოების პრიორიტეტები. 

იხილე მეტი

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება