1. ფინანსებთან დაკავშირებული რისკები


ფინანსური რისკი განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის მიერ ფულის დაკარგვის შესაძლებლობას. ზოგჯერ ფინანსურმა რისკმა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი შემოსავალი, სხვა დროს კი შეიძლება გაანადგუროს ბიზნესი. მნიშვნელოვანია გესმოდეთ თქვენს ფინანსებთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკები და შეძლოთ მათი სწორად მართვა.

იხილე მეტი


რისკების მართვა

ეფექტური ფინანსური რისკების მენეჯმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნეს საქმიანობიდან სტაბილური შემოსავლების შექმნაში, კერძოდ, სტაბილური დაფინანსების და გარე ბაზრის რისკების ადექვატური ჰეჯირების თვალსაზრისით. რეგულარულად ჩაატარეთ რისკების შეფასება, რათა ყოველთვის ნათლად ხედავდეთ თქვენი ბიზნესის რისკებს. თქვენი რისკების ცოდნა დაგეხმარებათ შეაფასოთ საუკეთესო ვარიანტები და დაგეგმოთ რისკების შემცირების გზები.

 

იხილე მეტი


სტრეს-ტესტირება

სტრეს-ტესტირება (ანუ ტესტირება სიმტკიცეზე) არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი რისკების მენეჯმენტი და გაზარდოს ბიზნესის დაგეგმვისა და პროგნოზირების სანდოობა. ეს არის რთული ამოცანა, რომელიც თქვენ ბიზნესში არსებული ცოდნის, კომპეტენციებისა და ინფრასტრუქტურის ერთობლიობას მოითხოვს.


იხილე მეტი


ჩამოაყალიბეთ ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც მარტივი და ადაპტირებადია რთულ გარემოში. გამოიყენეთ ეს მაჩვენებლები როგორც შესრულების ხარისხის ძირითადი მაჩვეებელი (KPI) მომავალი ტესტირებისთვის. დარწმუნდით, რომ სტრესზე ტესტირება მუდმივად იხვეწება ახალი ინფორმაციის და ახალი რისკების იდენტიფიკაციის საფუძველზე, როგორიცაა მაგალითად კრიზისი, რომელიც მოსალოდნელზე მეტ ხანს გრძელდება ან მომხმარებლებისა და მომწოდებლების შეფერხება. დამატებით იხილეთ ფორმალური რესტრუქტურიზაცია.

2. რისკის  ტიპები

არსებობს სხვადასხვა სახის ფინასური რისკები. ყველაზე გავრცელებული და განსხვავებული ფინანსური რისკებია საკრედიტო რისკი, ლიკვიდურობის რისკი და საოპერაციო რისკი.

საკრედიტო რისკი

საკრედიტო რისკი ძირითადად წარმოიქმნება ბიზნესის სესხებისა და დებიტორული დავალიანებიდან, წარმოდგენილი ფინანსური ძირითადი საშუალებების, სავაჭრო და სხვა დებიტორული მოთხოვნების, ფულადი სახსრებისა და დერივატივების პოზიტიური რეალური ღირებულებისაგან. თქვენი კლიენტებისთვის საკრედიტო შეთავაზება ნიშნავს საქონლისა და მომსახურების მიწოდებას დაუყოვნებლივ ანაზღაურების გარეშე. თქვენი ორმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით, თქვენს კლიენტებს ექნებათ გარკვეული დრო, რომ გადაგიხადონ საქონლის ან მომსახურების საფასური. თქვენი კლიენტებისთვის კრედიტით ყიდვის საშუალების მისცემა გაზრდის თქვენს გაყიდვებს, რადგან თქვენი ამგვარი შეთავაზება დაეხმარება თქვენს მომხმარებლებს ლიკვიდურობის მართვაში.

საკრედიტო რისკი არის ის რისკი, რომლის დროსაც ხელშეკრულების ერთი მხარე მეორე მხარისთვის ფინანსურ ზარალს იწვევს თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობით. თუ თქვენს კლიენტებს არ შეუძლიათ გადაიხადონ თქვენს მიერ მოწოდებული საქონელის ან მომსახურების საფასური, ან აგვიანებენ მის გადახდას, ამას შეიძლება შედეგად თქვენს საქმიანობაზე და ფულადი სახსრების მოძრაობაზე დამაზიანებელი გავლენა მოყვეს.

იხილე მეტი


გააკეთეთ რაც შეიძლება მეტი რისკის შესამცირებლად. იხილეთ მეტი ინფორმაცია საბრუნავი კაპიტალის და საკრედიტო რისკების მართვის შესახებ.

ლიკვიდურობის რისკი

ბიზნესის ლიკვიდობა იზომება იმ დროით, რომელიც ბუზნესს დაჭირდება ფინანსების მისღებად. არსებობს ბაზრის ლიკვიდობა და ოპერატიული ლიკვიდობა. ბაზრის ლიკვიდობა იმის მმაჩვენებელია, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ბიზნესს გაყიდოს გარკვეული აქტივები, თუკი ის აღმოჩნდება სახსრების გარდაუვალი და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში. საოპერაციო ლიკვიდობა ეხება ყოველდღიურ ოპერაციებს და ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ფულად სახსრებს.

იხილე მეტი

ლიკვიდურობის რისკის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის. ლიკვიდურობის რისკი გარდაუვალია, ამიტომ აუცილებელია, რომ თქვენი ბიზნესმა ის წარმატებით მართოს. ლიკვიდობის თანმიმდევრული ბიუჯეტების გამოყენებით უნდა მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ბიზნესის ფულადი სახსრების მდგომარეობა. მეორე მხრივ, მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფულადი სახსრები საკმარისი იყოს კრედიტორების მიმართ ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად სასესხო ხელშეკრულების დათქმების ფარგლებში.

იხილე მეტი


ბიზნესმა ყოველთვის უნდა იცოდეს მისი ლიკვიდობის რისკი. აქტივებისა და ვალდებულებების შედარებისას თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ იმის პროგნოზირება თუ რა ოდენობის დავალიანება გექნებათ საქმე თუ ცუდად წავიდა, და შეადაროთ დავალიანება არსებულ აქტივებს მათი ლიკვიდობის გათვალისწინებით. განიხილეთ გლობალური ეკონომიკის შენელების სცენარი და მოახდინეთ ფულადი ნაკადების მოდელირება ამ სცენარისთვის.


იხილე მეტი

საოპერაციო რისკი
საოპერაციო რისკი ეხება თქვენს პოტენციურ უუნარობას დაფაროთ საოპერაციო ხარჯები. საკრედიტო რისკისა და ლიკვიდურობის რისკისგან განსხვავებით, საოპერაციო რისკი არ მოდის შემოსავლების ცვლილებით, არამედ ბიზნეს საქმიანობაში მოულოდნელ გარემოებასთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი საოპერაციო რისკისა და მისი მართვის შესახებ, იხილეთ შემდეგი ბმული. 


წინა სტატია
გაზიარება