1. Binance საქართველოში
Binance-ის მიერ ახალი ბლოკჩეინ ჰაბის (Web3 ფორპოსტის) საქართველოში დაფუძების მიზანია მოიზიდოს ბლოკჩეინის სექტორში მომუშავე საუკეთესო პროფესიონალები; და ხელი შეუწყოს ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ინიციატივებს და შემდგომში საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის განვითარებას. ამჟამად, Binance-ის საქართველოს გუნდი 25 კაციანია.
რეგიონული ჰაბის ამოქმედების შედეგად, 2023 წლის ბოლოსთვის გუნდს რამდენიმე ათეული პროფესინალი დაემატება. გარდა დასაქმების გაზრდისა, Binance-ის საქარველოს ჰაბი ხელს შეუწყობს ბლოკჩეინის განათლებას და კრიპტოვალუტის დანერგვის დაჩქარებას მთელ რეგიონში.
2. Web3-ს განვითარება
Binance-ის ახალი რეგიონალური ცენტრის დაარსებას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში წარმოებულ ნაყოფიერი თანამშრომლობას საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან და დაინერესებული საზოგადოების ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების სერია.
2023 წლის დასაწყისში Binance-მა დააანონსა პარტნიორობა კრიპტოვალუტის გადახდის კარიბჭე CityPay-თან; სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA); ქალებზე ორიენტირებული Web3 განათლების საქველმოქმედო ინიციატივა და BNB Chain ჰაკათონი. კერძოდ, GITA-სთან პარტნიორობა ხელს შეუწყობს Binance-ის ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო და სათემო ინიციატივებს, რომელთა მიზანია საქართველოში ციფრული აქტივების ინდუსტრიის განვითარების დაჩქარება.
ასევე 2023 წლის იანვარში Binance-მა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU). მარტში თანამშრომლობს ამ ფორმატს კიდევ ოთხი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება შეუერთდა: ალტეს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) და კავკასიის უნივერსიტეტი. ამ შეთანხმებების თანახმად, Binance-ის აკადემია (Binance Academy) მიაწვდის პარტნიორ ინსტიტუტებს საგანმანათლებლო მასალებს და აღმოუჩენს მათ ორგანიზაციულ მხარდაჭერას ბლოკჩეინის განათლების გასავითარებლად.
და ბოლოს, BNB Chain-მა GITA-სთან პარტნიორობით უმასპინძლა სამდღიან Web3 ჰაკათონს საქართველოში. ღონისძიებამ საქართველოში მომუშავე დეველოპერებს საშუალება მისცა, საქმანი ურთიერთობა დაემყარებინათ BNB Chain-ის შემქმნელებთან და გამოეცადათ მათი Web3 უნარები. გამარჯვებულებმა მიიღეს ფულადი პრიზები, ასევე მუდმივი წვდომა BNB Chain-ის დეველოპერულ პროგრამებზე.
3. საქართთველო - მნიშვნელოვანი ადგილი Binance-ის რუკაზე
ვლადიმერ სმერკისის, Binance-ის რეგიონალურ დირექტორს, საქართველო მიაჩნია რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ქვეყნად. მისი თქმით: „Binance-სითვის საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი ჩვენს რუკაზე. დღემდე, ჩვენ ჩავატარეთ სამი შეხვედრა, რომელშიც 2000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ამ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს და ინტერესს ციფრული აქტივების განვითარების მიმართ, როგორც კრიპტო-საზოგადოებიდან, ისე ბიზნესებიდან.”
2022 წლის ნოემბერში, Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო პირველად ეწვია საქართველოს. ვიზიტის დროს ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ადგილობრივ ბიზნესის წარმომადგენლებს და კრიპტო ბიზნნესში მოღვაწე პროფესონალებს.
ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა საქართველოს როგორც მოწინავე ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის სტატუსი და მთავრობის მიერ ინოვაციების მხარდაჭერა. „საქართველოში ჰაბის გახსნა არის იმ დიალოგის ლოგიკური გაგრძელება რომელიც ჩვენ მთავრობასთან გასულ წელს დავიწყეთ. ჰაბის წყალობით, ჩვენ გავაძლიერებთ ქვეყანაში პროფესული დასაქმების პროგრამის განვითარებას, და ასევე გავაძლიერებთ Binance-ის მუშაობას რეგიონში“, - განაცხადა Binance-ის საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჩაგელიშვილმა.
4. კრიპტოვალუტის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე
კრიპტოვალუტას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე.
კრიპტოვალუტები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული მეთოდები, რაც გლობალური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა. კრიპტოვალუტები ასევე გვთავაზობენ უფრო სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს, ვიდრე ტრადიციულ საბანკო სისტემები. ამან შეიძლება სარგებელი მოუტანოს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესს – შუამავლების გარეშე ტრანზაქციის ხარჯების შემცირებითა და ანგარიშსწორების დროის დაჩქარებით.
კრიპტოვალუტებით გადახდის შესაძლებლობამ შეიძლება მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, რომელთაც ურჩევნიათ ტრანზაქციების განხორციელება ციფრულ ვალუტაში, რაც პოტენციურად გააფართოვებს მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებელთა ბაზას.
კრიპტოვალუტები იყენებენ მოწინავე კრიპტოგრაფიულ ტექნიკას, რაც მათ არსებითად უსაფრთხოს ხდის. კრიპტოვალუტების გადახდის სახით მიღებამ შეიძლება შეამციროს თაღლითობის რისკები.
სიკეთეებთან ერთად, კრიპტოვალუტას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. კრიპტოვალუტები ცნობილია მათი არასტაბილურობით, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მცირე და საშუალო ბიზნესს. თუ ბიზნესი გადახდის სახით იღებს კრიპტოვალუტებს, მას შეიძლება ფასების რყევების გამო პრობლემა შეექმნას შემოსავლების აღრიცხვის კუთხით. ამიტომ საჭიროა ბიზნესმა შესაბამისი სტრატეგიები შეიმუშავოს მსგავს რისკებთან გასამკლავებლად.
არ დაგავიწყდეთ, რომ კრიპტივალუტების გამოყენებისას აუცილებელია თანხვედრაში იყოთ შესაბამის სამართლებრივ რეგულაციებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული ფინანსური თუ სამართლებრივი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. დამატებით ამ საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სტატია - ვირტუალური აქტივის რეგულირება.