ოპერაციული მოდელის ძირითადი კომპონენტები


თქვენს საწარმოში ბიზნესის ეფექტურობისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცესები და პრაქტიკა. თქვენი ბიზნეს საქმიანობაში, ოპერაციული მენეჯმენტი ძირითადად მოიცავს იმ სფეროების მართვას, რომლებიც დაკავშირებულია წარმოებასთან, პროდუქტიულობასთან, ხარისხთან და ღირებულებასთან.


ოპერაციული მოდელი აჩვენებს, თუ როგორ იყენებთ თქვენს რესურსებს თქვენს ყოველდღიურ ოპერაციებში, ანუ, იმას, თუ როგორ ქმნით და აწვდით თქვენს პროდუქციასა და მომსახურებას თქვენს მომხმარებელს.

იხილე მეტი
 


დახაზეთ და დაურთეთ ორგანიზაციის სქემა, თქვენს ბიზნეს პროცესებთან პირდაპირ დაკავშირებული სამუშაო პოზიციების მკაფიო განმარტებებით.

გ. მომსახურების მიწოდების მოდელები - რა კეთდება და სად. განსაზღვრეთ რა შესაძლებლობების მიწოდება ხდება და როგორ.

დ. ტექნოლოგია - გარემო, პროგრამები და ინტეგრაციები, რომლებიც პროცესების ჩართვასა და ავტომატიზაციას უზრუნველყოფს.

 

ე. ინფორმაცია და მონაცემები ოპერაციების წარმოების (შესრულების) ხარისის შესახებ - რა ინფორმაცია იქნება მოწოდებული და როგორ. განსაზღვრეთ:

 

  1. ინფორმაციის მოთხოვნები: მონაცემები, რომლებიც დაგჭირდებათ გასაანალიზებლად

  2. ოპერაციების წარმოების/შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI): ღირებულებების სისტემა, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის

  3. საკვანძო მნიშვნელობის მონაცემთა მართვა: ბიზნესის კრიტიკული მონაცემების მიღების ერთი სარწმუნო წყაროს შექმნა და შენარჩუნება.

 

გამოიყენეთ ზემოთ მოყვანილი კომპონენტები, რომ უკეთესად გესმოდეთ თქვენი ბიზნესი და ოპტიალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. 

ვ. ბიზნესის მართვის სტრუქტურა (ორგანიზაციის სტრუქტურა) - როგორ ხდება ბიზნესის კონტროლი. განსაზღვრეთ და გაანაწილეთ მოვალეობები, შიდა კონტროლის მექანიზმები და პოლიტიკა, რომელიც გჭირდებათ.

• თქვენი ბიზნეს ოპერაციები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს სტრატეგიულ ხედვას და მიზნებს. ხოლო თქვენი ოპერაციული მოდელი დაგეხმარებათ დროთა განმავლობაში ნათლად დაინახოთ თქვენი ბიზნესის ფუქციონირების ყველა ასპექტი და შესაბამისად, განაცალკევოთ და გაანაწილოთ როლები, ეტაპები, შესრულების ძირითადი მაჩვენებლები (KPI) და სამიზნე. მცირე ბიზნესისთვის ეს შეიძლება სამიზნე შედეგების ყოველდღიურად განსაზღვრასაც ნიშნავდეს.

თუ კარგად იქნება შემუშავებული, თქვენი ოპერაციული მოდელი ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის სწრაფი და ეფექტური ცვლილებების მხარდაჭერას.

კარგად შემუშავებული ოპერაციული მოდელი ხელს შეუწყობს თქვენს ბიზნესში სწრაფ და ეფექტურ ცვლილებებს.

იხილე მეტი

იხილეთ მეტი ძირითადი ოპერაციული მოდელების შესახებ.


წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება