1. ციფრული სამყარო: წარმატებული და სტაბილური ბიზნესის შექმნა


მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბიზნესის გაციფრულებას შეიძლება დასჭირდეს საწყისი ინვესტიცია და გაზრდილი ხარჯები, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მან მრავალი სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ, მათ შორის:

  • უფრო სწრაფი წვდომა ბაზარზე

  • შემოსავლების ზრდა რეგიონალური და გლობალური ბაზრების ხარჯზე

  • გაუმჯობესებული ურთიერთობა მომხმარებელთან

  • გაზრდილი შემოსავლისა და შემცირებული ხარჯების შედეგად მოგების ზრდა

  • მომხმარებლებთან მარტივი და პირდაპირი მიდგომის წყალობით მათი შენარჩუნების მაღალი მაჩვენებელი 

  • თანამშრომლების შენარჩუნების მაღალი მაჩვენებელი ბიზნესის წარმოების გზებისადმი საერთო კმაყოფილების გამო.

ბიზნესი, რომელიც ინვესტიციას დებს ციფრულ ტექნოლოგიებში, უფრო სწრაფია, რადგან გაციფრულება, როგორც წესი, უფრო მოქნილ ორგანიზაციულ სტრუქტურას ნიშნავს. შედეგად, ასეთი ბიზნესი ადვილად ეგუება ახალ გამოწვევებსა და გაუთვალისწინებელ მოვლენებს. ბიზნესის კეთების ციფრული მეთოდი საშუალებას აძლევს მათ სწრაფად მოახდინონ რეაგირება ბაზრის ცვლილებებზე. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს ონლაინ სივრცეში საქმიანობა ბევრად გაუმარტივდათ იმ კომპანიებს, რომლებსაც მანამდე ამის გამოცდილება ჰქონდათ.

თუ თქვენ აპირებთ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, გაითვალისწინეთ, რომ გაციფრულება გულისხმობს არა მხოლოდ ციფრული პროგრამებისა და საშუალებების შეძენასა და დანერგვას, არამედ მთელი ბიზნესის, მისი საქმიანობის მოდელისა და ადამიანების გარდაქმნას.

2. მდგრადი და მწვანე ბიზნესი


თქვენი ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია დაგეხმარებათ გახადოთ იგი უფრო გამძლე და მდგრადი. მდგრადი ბიზნესი, იგივე მწვანე ბიზნესი, არის საწარმო, რომელსაც აქვს მინიმალური უარყოფითი გავლენა ან პოტენციურად დადებითი გავლენა გლობალურ ან ადგილობრივ გარემოზე, საზოგადოებასა თუ ეკონომიკაზე.

მწვანე ბიზნესი არამარტო ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, არამედ აძლიერებს თქვენი ბიზნესის ოპერაციულ მუშაობასა და მდგრადობას, მაგალითად:

  • ციფრულად მხარდაჭერილი ბიზნესი უფრო ეფექტურია დაგეგმარებასა და ბიუჯეტირებაში. ისინი უკეთ პროგნოზირებენ მათ პროდუქტებზე მოსალოდნელ მოთხოვნას, რის შედეგადაც მათ თავიანთი რესურსების უფრო ეფექტურად განაწილება შეუძლიათ. მაგალითად, თუ მოდელი პროგნოზირებს სიმინდზე უფრო მაღალ მოთხოვნას, ვიდრე ხორბალზე, მეურნეობას შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია და დათესოს მეტი სიმინდი. ამით ისინი შეძლებენ მოგების გაზრდას, რადგანაც გაყიდიან უფრო მეტ პროდუქტს და შეამცირებენ გაუყიდავი/გაფუჭებული პროდუქტის რაოდენობას. მდგრადი მწვანე ბიზნესის ბრენდი და რეპუტაცია ხელს უწყობს ახალი თაობის პროფესიონალებისა და მომხმარებლების მოზიდვას, რომელთაც უფრო მეტად სურთ აირჩიონ მდგრადი კომპანიები და მწვანე პროდუქტები, რაც თავის მხრივ დაგეხმარებათ მომავალში მოგების მაქსიმალურად გაზრდასა და თქვენი ბაზრის წილის გაფართოებაში.

ციფრული ტექნოლოგიების სწორად დანერგვით შეძლებთ დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას, რითიც თქვენი ბიზნესი უფრო მეტად მდგარადი და მწვანე გახდება. ამით არა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედებას შეამცირებთ, არამედ ეს დაგეხმარებათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაშიც. 

ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტიცია დაეხმარება თქვენს ბიზნესს, რომ შეამციროს რესურსების მოხმარება, უკეთ განსაზღვროს და რეაგირება მოახდინოს სამომავლო საჭიროებებზე, და ზოგადად, გახდეს უფრო სწრაფი და მომჭირნე. ჭკვიანი ტექნოლოგიები არ არის ყოველთვის ძვირი, განსაკუთრებით, მომჭირნე და მოქნილი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ ადვილად ხელმისაწვდომი (და იაფი) პროგრამები. მათი გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში თითქმის ყოველთვის დაგიზოგავთ ფულს.

ძირითადი სარგებელი, რაც ციფრულმა ბიზნესმა გარემოსდაცვითი და მდგრადობის კუთხით შეიძლება მოიტანოს, არის:

  • ქაღალდის მოხმარების, ნახშირბადისა და ნარჩენებით გამოწვეული ზეგავლენის შემცირება

  • უფრო სწრაფი და ეფექტური საქმიანობა, რომელიც ნაკლებ რესურსებს მოიხმარს

  • განვითარებული ტექნოლოგიების გამოყენებითა და საკითხების ციფრული გადაწყვეტის გზით ბიზნესის ეფექტურობის გასაუმჯობესება, ნარჩენების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და მომსახურების წარმოება.

ის თუ როგორ აქციოთ ეკოლოგიურად სუფთა პოლიტიკა თქვენი ბიზნესს სტრატეგიის ნაწილად, იხილეთ აქ

მომდევნო სტატია
გაზიარება