ფინანსური ანგარიშგება: საბაზისო ცოდნა

ფინანსური რეპორტების სწრაფად მომზადება შესაძლებელია სტანდარტული საბუღალტრო ანგარიშების საფუძველზე, თუ კარგად არის შემუშავებული და სტრუქტურირებული ბუღალტრული ანგარიშები და უწყისები. ბუღალტრული აღრიცხვის მრავალი სისტემა სტანდარტულად წარმოადგენს მითითებებს ფინანსურ ანგარიშგებაზე - სპეციფიკური ცხრილების საშუალებით, რომლებიც ადგენს და ანაწილებს ანგარიშის ნაშთებს ან ანგარიშის ბრუნვას ფინანსურ ანგარიშგებაში შესაბამის პოზიციებზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული (სტანდარტული) სრული წლიური ფინანსური ანგარიშგება და მათი მოკლე აღწერილობა:

ანგარიში (უწყისი)
რეპორტინგის  საგანი (რას მოიცავს)
ფინანსური მდგომარეობის ან ბალანსის ანგარიში 
აქტივები და ვალდებულებები 
მოგებისა და ზარალის ან შემოსავლის ანგარიში 
შემოსავლები და ხარჯები 
ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში 
ფულადი ნაკადები


ჩვეულებრივ, ფინანსურ ანგარიშგებაში ასევე შედის მფლობელის კაპიტალის ცვლილების შესახებ განცხადება, მაგრამ ეს შეიძლება ნაკლებად იყოს მნიშვნელოვანი მცირე ბიზნესისთვის.
ფინანსური ანგარიშგება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ბიზნესის წარსულის ან შესაძლო სამომავლო საქმიანობის პროგნოზირებაში. ეს მნიშვნელოვნად  დაგეხმარებათ დაგეგმვაში, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ფინანსური ანგარიშგების მომზადება გარკვეულ ლოგიკურ ნაბიჯებს მიჰყვება. აქტივები, ვალდებულებები, ხარჯები, შემოსავალი და საკუთარი კაპიტალის კომპონენტები კლასიფიცირდება და წარმოდგენილია ფინანსურ ანგარიშგებაში შესაბამისი სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად. (მოქმედი სააღრიცხვო ჩარჩო დამოკიდებულია ბიზნესის ზომაზე, მის იურიდიულ სტატუსზე და სხვა სპეციფიკურ ადგილობრივ რეგულაციებზე რაც საქართველოს შემთხვევაში სრულად აღწერილია აქ www.reportal.ge). 

2. მოგება-ზარალის ანგარიში (P&L)

მოგებისა და ზარალის ან შემოსავლის ანგარიში (უწყისი) აჩვენებს ბიზნესის ფინანსურ შესრულებას განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. 

იხილე მეტი

თქვენი მოგება და ზარალის ანგარიში დაიყოფა ორ ნაწილად: შემოსავლები და ხარჯები. 


შემოსავლები 

შემოსავლები არის თქვენი ბიზნესის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 

იხილე მეტი

ხარჯები


ხარჯები არის ის, რასაც ხარჯავთ ან ჩადებთ როგორც ინვესტიციას თქვენს ბიზნესში. 


იხილე მეტი

მომგებიანობა


თქვენი მოგებისა და ზარალის ანგარიშის მონაცემები შეიძლება გამოიყენოთ მომგებიანობის ფართო სპექტრის გამოსათვლელად, რაც დაგეხმარებათ თქვენი საქმიანობის ანალიზში. თქვენი ბიზნესის მომგებიანობის გააზრება არის მნიშვნელოვანი კომერციული გადაწყვეტილებების მიღებისას, განფასების დასადგენად, მომხმარებელთა მომგებიანობის ან ინვესტიციების გასათვლელად.  


იხილე მეტი

ფულადი ნაკადების ანგარიში

ფულადი ნაკადების ანგარიშგება ასახავს ბიზნესის შესაძლებლობას გამოიმუშაოს და გამოიყენოს ფულადი სახსრები და მისი ფულადი ექვივალენტები. 

იხილე მეტი

• როდესაც გამოიყენება დანარჩენ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში იძლევა ინფორმაციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ შეაფასოთ ბიზნესის წმინდა აქტივების ცვლილებები, მისი ფინანსური სტრუქტურა (მათ შორის ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა) და ფულადი ნაკადების ადაპტირების უნარი ცვალებად გარემოებებთან და ახალ შესაძლებლობებთან მიმართებაში. 

• ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში საშუალებას მოგცემთ შეიმუშაოთ  მოდელები, რათა შეაფასოთ საწარმოს/ბიზნესის მომავალი ფულადი ნაკადების წმინდა დღევანდელი ღირებულება. 

თქვენი ფულადი სახსრების რელევანტური ანალიზისთვის, ანგარიში უნდა შევადაროთ თქვენს შარშანდელ ანგარიშს. თქვენი წმინდა ფულადი ნაკადების ზრდა (სხვაობა ფულადი სახსრების შემოდინებასა და გადინებას შორის) მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ჯანსაღ ბიზნესს მართავთ. 

ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშში ინფორმაციის წარდგენის ორი მეთოდი არსებობს: პირდაპირი და არაპირდაპირი. ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს (თუ ადგილობრივ ბაზარზე სპეციალურად არ არის რეგულირებული) რომელი მეთოდი უნდა გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენაში და სხვაობა გავლენას ახდენს მხოლოდ ფულადი სახსრების ნაკადებზე საოპერაციო საქმიანობიდან. საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები ერთნაირად არის წარმოდგენილი.

იხილე მეტი

• საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადების ქვეშ შეგიძლიათ იპოვოთ: 

ა. საქონლის გაყიდვა და მომსახურების გაწევა 

ბ. მომწოდებლებისთვის საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა 

გ. გადარიცხვები პერსონალის სახელით 

დ. გადასახადების გადახდა ან საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება 

ე. საფასურისა და საკომისიოს შემოსავლები ან გადასახადები

საინვესტიციო საქმიანობა 

საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები ეხება ფულადი სახსრების მოძრაობას, რომელიც წარმოიქმნება ძირითადი საშუალებების, ან სხვა წილის ან სასესხო ინსტრუმენტების შეძენით ან გაყიდვით. ზოგადად, ეს არის ხარჯები იმ რესურსებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მომავალი შემოსავლებისა და ფულადი ნაკადების გენერირებას.  

იხილე მეტი

• საფინანსო საქმიანობა მოიცავს ფულადი სახსრების მოძრაობას, რომლებიც დაკავშირებულია იმ ადამიანებთან და დაწესებულებებთან, რომლებმაც კაპიტალი მიაწოდეს ბიზნესს - (მაგ. ბანკები, აქციონერები და ობლიგაციების მფლობელები) - მიღებული და დაფარული სესხები, სააქციო კაპიტალის გაცემიდან მიღებული შემოსავალი და ა. 

გამოიყენეთ ეს შაბლონი თქვენი ფულადი ნაკადების ანგარიშის შესაქმნელად. 

ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები 

ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები (FCF)  არის ბიზნესის ფინანსური კეთილდღეობის ან ბიზნესის ღირებულების მნიშვნელოვანი საზომი. 

იხილე მეტი

• FCF = საოპრაციო ფულადი სახსრები - კაპიტალური ხარჯები.

ფინანსური პროგნოზირება

ბიზნესები იყენებენ პროგნოზს მომავალი მუშაობის პროგნოზირებისა და მართვისთვის. ზუსტი პროგნოზირების საშუალებით, ბიზნესს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ბიზნესის მომავალი საქმიანობა და მიიღოს უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციები, რეკრუტმენტი/თანამშრომლების დაქირავება და პერსონალის გადანაწილება.

ფინანსური პროგნოზირების ყველაზე გავრცელებული სახეობაა ფულადი ნაკადების  მოძრაობის პროგნოზი.

ფულადი ნაკადების მდგრადი პროგნოზი:

• განსაზღვრავს ბიზნესის ფულადი ნაკადის მთავარ მამოძრავებლებს და ხაზს უსვამს კონტროლს, რომელიც საჭიროა პროგნოზის შედეგის მისაღწევად

• ეხმარება მენეჯმენტს ფულადი სახსრების პრო-აქტიულად მართვაში, რადგან მათ წინასწარ აქვთ პოტენციური პრობლემების ხილვადობა

• განსაზღვრავს ბიზნესში არსებულ ტენდენციებს და ფინანსური ბუფერის შექმნის შესაძლებლობებს

• არის ბიზნესში ფულადი სახსრების კულტურის დანერგვის ძირითადი ელემენტი.

ფულადი ნაკადის წარმატებული პროგნოზირების ძირითადი ელემენტებია:

• სათანადო პროცესი (შაბლონები, ინსტრუქციები და ასე შემდეგ)

• პროგნოზების განხილვამდე ფულადი სახსრების წარსული მაჩვენებლების გააზრება

• ბიზნესში ფაქტობრივი ნაკადების მფლობელებისგან მიღებული ინფუთების ფულადი ნაკადის პროგნოზში შეტანა

• პროგნოზის დალინკვა საბალნსო უწყისთან

• ვარაუდები, რომლებიც დოკუმენტირებულია მენეჯმენტის ზედამხედველობით

• პროგნოზის ვარიაციის (განსხვავების) ანალიზის განხორციელება ფაქტობრივ და ხელახალ პროგნოზთან მიმართებაში

• კომენტარები, რომელიც მოიცავს ძირითად პუნქტებს და ვარაუდებს.

ფულადი სახსრების პროგნოზირების ორი საფუძველი არსებობს: შემოსავლებისა და გადახდების ფულადი ნაკადების პროგნოზი და ფინანსური სახსრების (funds) ნაკადის პროგნოზი. ისინი გამოიყენება ორი განსხვავებული მიზნისთვის. ამასთან, ორივე მიდგომა ითვალისწინებს ფულადი სახსრებისა და ფინანსური სახსრების ნაკადს, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას და ბალანსს.

• შემოსავლებისა და გადახდების ფულადი ნაკადების პროგნოზირების მიხედვით, ფულადი ნაკადების პროგნოზირება ხდება ძირითადი შემოდინებისა და გადინების ტიპების მიხედვით.

იხილე მეტი

• ფინანსური სახსრების (funds) ნაკადების პროგნოზის მიდგომა, როგორც წესი, უფრო გრძელვადიანია ვიდრე STCFF და სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული ბიზნესის მოგებისა და ზარალის და ბალანსის პროგნოზებში.

ნაღდი ფული იდეალურად უნდა იყოს პროგნოზირებული, როგორც ანგარიში კრედიტებისა და სხვა სესხებისგან განცალკევებით. შეზღუდული ფულადი სახსრები არ უნდა შეიტანოთ ანალიზში, როგორც ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები, და ეს ეხება ისეთ ნივთებს, როგორიცაა დეპოზიტები, ფულადი სახსრების გირაო, ფულადი სახსრები იმ ტერიტორიაზე, სადაც შეზღუდულია წვდომა, ფულადი სახსრების ბუფერები და სხვა. 

პროგნოზის გაანალიზებისას, გაზომეთ მოსალოდნელი მოგების ფულად სახსრებად კონვერტაციის კოეფიციენტი და შეადარეთ ის წინა შესრულებას. ეს იქნება კარგი მეთოდი იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა პროგნოზის შედეგი მოლოდინს და რომ მოგების ფულად სახსრებად კონვერტაციის თანაფარდობის ნებისმიერი გაუმჯობესება ან გაუარესება შეიძლება ადვილად აიხსნას.

იხილე მეტი

• აუცელებელია რომ თქვენი ბიზნეს გეგმა გაამყაროთ დეტალური ფინანსური გეგმით, რათა დადგინდეს, არის თუ არა თქვენი ბიზნეს იდეა სიცოცხლისუნარიანი და დაინახოთ შეგიძლიათ თუ არა რომ დააინტერესოთ ნებისმიერი პოტენციური ინვესტორი ან მოიზიდოთ დაფინანსების სხვა წყაროები მთავრობის მიერ სუბსიდირებული პროგრამებიდან და მათში ჩართული შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებიდან. 

შექმენით ფულადი ნაკადების გრძელვადიანი ინტეგრირებული პროგნოზი, ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში, ასევე წლიური ფულადი ბიუჯეტი. ნახეთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს პოტენციურმა მოკლევადიანმა პრობლემებმა თქვენს გრძელვადიან ფინანსურ ქცევაზე. ყოველთვის გამოიყენეთ განახლებული და სანდო ინფორმაციის წყაროები.

წმინდა ამჟამინდელი ღირებულების (NPV) მეთოდი დაგეხმარებათ კაპიტალის ბიუჯეტირების და ინვესტიციის დაგეგმვაში, რომ გააანალიზოთ ბიზნესის, პროექტის ან გადაწყვეტის მომგებიანობა.

• ამ მეთოდს შეუძლია განსაზღვროს ბიზნესის, პროექტის ან გადაწყვეტილების შედეგად წარმოქმნილი ფულადი სახსრების მომავალი ნაკადების მიმდინარე ღირებულება (ცნობილი როგორც დისკონტირებული ფულადი ნაკადები), საწყისი კაპიტალის ინვესტიციის ჩათვლით. NPV შეიძლევა იყოს დადებითი ან უარყოდითი

• დადებითი წმინდა ამჟამინდელი ღირებულება (Positive NPV) მიუთითებს იმაზე, რომ მოგება გადააჭარბებს მოსალოდნელ ან სავარაუდო ხარჯებს და, შესაბამისად, საწარმო შეიძლება ჩაითვალოს მომგებიანად, ხოლო უარყოფითი წმინდა ამჯამინდელი მოგება (Negative  NPV) მიუთითებს იმაზე რომ ინვესტიცია გამოიწვევს წმინდა ზარალს.

პროგნოზირების გამოყენება შეგიძლიათ ბიზნესის მდგრადობის შესამოწმებლად, რომ გატესტოთ ბიზნესის რეზისტენტობა რთულ პერიოდში. მაგალითად, შსაძლებელია პროგნოზირება P&L, ბალანსი და ფულადი ნაკადების პროგნოზირება შემდეგი ფაქტორის გათვალისწიენბით: შეაჩეროთ თქვენი ბიზნესის სრული ან ნაწილობრივი ოპერაციები (business hibernating) შემდეგ ხელახლა განაახლოთ, თუ ეს აუცილებელია კრიზისულ პერიოდში.

მომდევნო სტატია
გაზიარება