კომპანიის მართვის სხვადასხვა ეტაპზე, შეიძლება დადგეს ფინანსური ცვლილებების საჭიროება, მაგალითად, როდესაც თქვენი კომპანია ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება, ვერ ფარავს მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებებს, ან/და ვერ ასრულებს სხვადასხვა დაკისრებულ მოვალეობას.

ამგვარ რთულ მდგომარეობაში, დაინტერესებულ პირებს (მაგ., კრედიტორები), სურთ, რომ დაიცვან საკუთარი პოზიციები და დარწმუნდნენ კომპანიის სტაბილურობაში.

თუკი გიჭირთ ვალდებულებების მართვა და ეს კომპანიის ფინანსურ სირთულეებს იწვევს, მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად იმოქმედოთ. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგათ ფინანსური სირთულის დროს, არის მხარდაჭერის ძიება.

კომპანიის ფინანსური სიჯანსაღის გაუმჯობესებისთვის არაერთი გზა არსებობს - დაწყებული საოპერაციო გაუმჯობესებებით და მოლაპარაკებებით, გაგრძელებული სასამართლო პროცედურებითა და გადახდისუუნარობის საქმისწარმოებით. თუკი ფინანსური ტვირთი უმართავი გახდა, თქვენ შეიძლება დაგჭირდებათ მოლაპარაკებების პროცესის გადაზრდა გადახდისუუნარობის პროცედურებში. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა პროცესის ილუსტრაცია:



თქვენი ბიზნესის მონიტორინგი


თქვენი ბიზნესის მონიტორინგი [Link to Financing – Monitoring business activity] ფინანსური სირთულეების პრევენციის მნიშვნელოვანი ასპექტია. თქვენი კომპანიის ანგარიშგების რეგულარული მონიტორინგი, საშუალებას გაძლევთ შესაძლო პრობლემებზე ადრეულ ეტაპზე მოახდინოთ რეაგირება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თქვენი ბიუჯეტის კვარტალური და წლიური მონიტორინგი. თქვენი ბიზნესის მონიტორინგი ადრეული გაფრთხილების სისტემის ნაწილია, რათა დროულად აღმოაჩინოთ სირთულეები. როდესაც სისტემა დააფიქსირებს პრობლემას, ეს დაგანახებთ, რომ საჭიროა გარკვეული მოქმედებები.

ბიზნესების უმეტესობაში, მონიტორინგი დაფუძნებულია მოკლე-ვადიანი ფინანსური საჭიროებების და პოტენციალის შეფასებაზე. ტიპიური მიდგომა გულისხმობს, რომ უზრუნველყოფილი იყოს 13 კვირიანი საჭიროებები ბიზნესის სტაბილურობისთვის. აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც ფულადი სახსრების და ლიკვიდურობის პრობლემებს დაგანახებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მცირე ბიზნესებისთვის, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული ფულადი სახსრების ლიკვიდურობაზე და არ აქვთ მსხვილი ბიზნესის მსგავსი ფართო შესაძლებლობები და ალტერნატივები. 


ფინანსური და საოპერაცია შესრულების გაუმჯობესების პროგრამა (FOPIP)

თუკი თქვენი ბიზნესი არ საჭიროებს სრულ გარდაქმნას ან ბიზნესიდან სრულად გასვლას, პირველ რიგში უნდა იფიქროთ ფინანსური და საოპერაციო შესრულების გაუმჯობესების პროგრამაზე (FOPIP). FOPIP არის არაფორმალური გეგმა, რომელსაც ქმნის კომპანიის მესაკუთრე ან მმართველი გუნდი, ბიზნესის გარდაქმნისთვის ან სხვადასხვა გაუმჯობესებების განსახორციელებლად ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების სტაბილიზაციისთვის, რაიმე ფორმალური პროცედურების გარეშე.

თუკი ის წარმატებული იქნება, ეს დაგეხმარებათ ფინანსური სირთულეების დაძლევაში რესტრუქტურიზაციის ფორმალური პროცედურების გარეშე. ის იწყება ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზით და სამომავლო ბიზნეს მოდელის შემუშავებით, ისევე როგორც მისი განხორციელების დაგეგმვით. თუკი FOPIP წარმატებულია, თქვენ შეგიძლიათ ბიზნეს საქმიანობის ჩვეულებრივ გაგრძელება. 


ფინანსური რესტრუქტურიზაცია

თუკი FOPIP  წარუმატებელია, თქვენ მოგიწევთ, რომ დაიწყოთ ფინანსური რესტრუქტურიზაციის პროცესი. როგორც წესი, ეს პროცესი მოიცავს ბიზნესის დამოუკიდებელ შესწავლას, დაგეგმვასთან და ფულის მართვასთან ერთად, მოლაპარაკებებს, არსებით გარდაქმნას, ფორმალურ რეორგანიზაციას და გაკოტრებას.


ბიზნესის დამოუკიდებელი შესწავლა

ფინანსური რესტრუქტურიზაციის პირველი ეტაპი არის ბიზნესის დამოუკიდებელი შესწავლა. აღნიშნული ხორციელდება კომპანიის შიგნით. შესწავლის მიზანია ძირითადი პრობლემების ან ფინანსურ მაჩვენებლებთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება, სხვადასხვა ვარიანტის შემუშავება და გადაწყვეტის გზების დასახვა. ამგვარი შესწავლის ამოცანები მოიცავს:

  • რამდენად აქვს მმართველ გუნდს განვითარებული ფინანსური პროგნოზი გაცხადებულ სტრატეგიასთან შესაბამისობაში

  • რამდენად არის დაშვებები გამყარებული ფაქტებით

  • რა იქნება დაშვებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური შედეგები 


ფულადი სახსრების დაგეგმვა და მართვა 

ფულადი სახსრების დაგეგმვა და მართვა [Link to Financing – Financial forecasting] ფინანსური რესტრუქტურიზაციის შემდეგი ეტაპია. ამ ეტაპის დროს, უნდა ჩამოაყალიბოთ პროგნოზი [Link to Financing – Rolling forecasting], რომელიც შესაბამისობაში იქნება ახალ ბიზნეს პირობებთან (ფინანსური გამოწვევები, რომელიც თქვენ წარმოგეშვათ). ამ ეტაპის ამოცანაა, რომ მოახდინოთ ფულადი სახსრების და ლიკვიდურობის სტაბილიზაცია. ფინანსური დაგეგმარების და მართვის შესახებ უფრო მეტი დეტალი, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე [Link to Financing – Cash flow management].


გარდაქმნა

გარდაქმა პროცესის ნაწილია, რომლის დროსაც რეაგირებას ახდენთ იმ პრობლემებზე, რომელიც იწვევს შესრულების მაჩვენებლების გაუარესებას და ამით შესაძლებელია მოხდეს თქვენი ბიზნესის რეაბილიტაცია ფინანსური მიზნების მისაღწევად. თუკი ამ ეტაპს წარმატებით გაივლით, შეგიძლიათ ჩვეულებრივ გააგრძელოთ თქვენი კომპანიის საქმიანობა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ პირადი ხასიათის მოლაპარაკებების თქვენს კრედიტორებთან ფინანსური პირობების შეცვლის მიზნით. ეს შეიძლება საოპერაციო გარდაქმნის პარალელურადაც მოხდეს.


არასასამართლო პროცესები (OCWs)

ფინანსური რესტრუქტურიზაციის და ზოგადად, რესტრუქტურიზაციის დროს, პირველ რიგში აქცენტი უნდა გააკეთოთ შიდა პროცედურებზე, როგორიცაა, ბიზნესის შესწავლა, ფულადი სახსრების დაგეგმვა, გარდაქმნები. თუკი ეს ეტაპები წარუმატებელი იქნება, თქვენ უნდა დაიწყოთ მოლაპარაკებები თქვენს კრედიტორებთან. 

არასასამართლო მოლაპარაკებები მიიჩნევა ფინანსური რესტრუქტურიზაციის ნაწილად და თუკი ყველა კრედიტორი თანახმა იქნება და მიღწეული იქნება სტაბილურობა, შესაძლებლობა გექნებათ ჩვეულებრივ გააგრძელოთ ბიზნეს საქმიანობა. იმ კრედიტორებმა, რომელიც არ მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში, ან ვერ მიაღწევთ შეთანხმებას, შეიძლება მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მათი თანხის იძულებითი გზით მიღება.

ქვემოთ მოცემულია ილუსტრაცია, სადაც აღწერილია სხვადასხვა პროცესები, არაფორმალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული ფორმალური გადახდისუუნარობის პროცედურით დასრულებული.

იხილე მეტი

დროებითი მორატორიუმი

თქვენი ბიზნეს სტაბილურობისთვის, შეიძლება კრედიტორებთან მიაღწიოთ შეთანხმებას, რომ ისინი არ განახორციელებენ გარკვეულ იძულებით ღონისძიებებს მოკლე ვადიან პერიოდში, ვიდრე ხდება რესტრუქტურიზაციის გეგმის შეთანხმება. ამგვარი დროებითი შეთანხმება ცნობილია, როგორც ერთგვარი მორატორიუმი. მორატორიუმის პერიოდში კომპანიამ და კრედიტორებმა უნდა აიღონ საკმარისი პერიოდი იმისათვის, რომ განიხილონ რესტრუქტურიზაციის ვარიანტები, როგორიცაა, რეკაპიტალიზაცია, სესხის განაწილება ან სხვა ალტერნატივები.

მორატორიუმის შემთხვევაში, ბიზნესს ეხსნება მყისიერი წნეხი და ხდება სტატუს ქვოს შენარჩუნება. ხშირად ბანკებს აქვთ საკუთარი შეთანხმების ფორმა და ისინი თავად წარმოგიდგენენ ამგვარ შეთანხმებას, ხოლო სხვა კრედიტორებთან ურთიერთობისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემოთავაზებული ნიმუში.

იხილე მეტი

  • თქვენთვის შეზღუდული ქმედებების მაგალითები შეიძლება იყოს:

    • უზრუნველყოფის შეთავაზება სხვა კრედიტორისათვის

    • აქტივების გატანა კომპანიიდან

    • აქტივების მიყიდვა მესამე პირებისათვის დაბალ ღირებულებად 

  • ახალი სესხის მიღება სხვა სუბიექტისგან შეიძლება ასევე იყოს ერთ-ერთი მგრძნობიარე საკითხი.

მორატორიუმის პერიოდში, თქვენ შეიძლება წვდომა მისცეთ კრედიტორს სხვადასხვა ინფორმაციაზე, როგორიცაა, თქვენი აქტივები, პერსპექტივები, რათა მოხდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობის და შეთავაზებების შეფასება კრედიტორების მხრიდან.


რესტრუქტურიზაციის გეგმა

თუკი თქვენ შეძლებთ ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას თქვენს კრედიტორებთან, დაგჭირდებათ რესტრუქტურიზაციის გეგმის მომზადება.

იხილე მეტი

  • რესტრუქტურიზაციის გეგმა მზადდება კრედიტორებთან კომუნიკაციის და მოლაპარაკებების შედეგად.

  • რესტრუქტურიზაციის თითოეული ინიციატივა დამოუკიდებელ პროექტად უნდა იყოს განხილული, რომელსაც სჭირდება განხორციელება და მონიტორინგი.

უნდა გახსოვდეთ, რომ რესტრუქტურიზაციის გეგმიდან არასწორი გადახვევით, შეიძლება თქვენი ბიზნესი დადგეს გაკოტრების წინაშე.


ფორმალური რეორგანიზაცია

თუკი არცერთი ზემოაღნიშნული პროცედურა არ იქნება წარმატებული, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ფორმალური რეორგანიზაციის პროცედურების განხორციელება. ფორმალური პროცედურა მოიცავს სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას სადაც შეიძლება მოხდეს თქვენი ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია და შეიქმნას კაპიტალის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით მოხდება თქვენი საწმიანობის წარმართვა ფულადი სახსრების მართვა და მოგების მიღება.

უფრო მეტი დეტალი იხილეთ ფორმალური გადახდისუუნარობის პროცედურებში.


წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება