თქვენი ბიზნესის სტრატეგიის შექმნა

გამოიყენეთ თანამედროვე ბაზრის მახასითებლები ზრდის შესაძლებლობების დასადგენად, ბიზნესის უკეთესი პოზიციონირებისთვის და ადამიანური, ფიზიკური და ფინანსური კაპიტალის ეფექტურად ასამუშავებლად. ეს ცოდნა დაგეხმარებათ ისეთი ბიზნესის სტრატეგიის მომზადებაში, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენი ბიზნესის მიზნებსა და საჭიროებებს.

იხილე მეტი

თქვენი ბიზნესის სტრატეგია მრავალ ფაქტორს ეხება. თქვენი საქმმიანობა უნდა დაგეგმოთ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით რომელთა კონტროლიც შეგიძლიათ, მათ შორისაა მმართველობა, მარკეტინგი, გაყიდვები და დისტრიბუცია. ასევე გჭირდებათ კარგად გააზრება იმ ფაქტორების, რომლებსაც პირდაპირ ვერ აკონტროლებთ მაგრამ მათზე რეაგირება გჭირდებათ, ასეთებია - ბაზარი, თქვენი კონკურენტები და ზოგადი ბიზნეს გარემო.

იხილე მეტი


განახორციელეთ თქვენი ბიზნესის სტრატეგია

მხოლოდ თქვენი ბიზნესის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება არ იქნება საკმარისი. ამ სტრატეგიის ყოველდღიურ საქმიანობაში განხორციელება და მის შესრულება დიდ შრტომას მოითხოვს. თქვენს სტრატეგიას ფრთხილად უნდა მიჰყვეთ და პროცესში გადალახოთ ისეთი ბარიერები, როგორიცაა რესურსები (ხალხი, უნარები, ბიუჯეტი, სისტემები და ტექნოლოგია), ბიზნეს კულტურა და ასევე დროულად მოახდინოთ სტრატეგიის ნებისმიერი აუცილებელი ცვლილება, რომლის საჭიროებაც შეიძლება დადგეს.

დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი რესურსი პროცესისთვის და რომ თქვენი ძირითადი დაინტერესებული მხარეები იცნობენ სტრატეგიას.

იხილე მეტი

თქვენი ბიზნეს გეგმის შექმნა

ბიზნეს გეგმის ქონა ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის და საკმარისი ფინანსებისა და ბიზნესის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად. დაგეგმვის პროცესი დაგეხმარებათ გაითვალისწიოთ ყველა იდეა და შესაძლებლობა და მიჰყვეთ კარგად გააზრებულ და მოწესრიგებულ პროცესს თქვენი ბიზესის ზრდის მიმართულების არჩევაში. 

იხილე მეტი

თქვენი ბიზნეს გეგმის შექმნისას უნდა გადაწყვიტოთ, რა არის მისი მიზანი და ვისთვის არის განკუთვნილი გეგმა. გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მორგებულია იმათზე, ვისთვისაც იგი შემუშავებულია (მაგალითად, მოწილეებისთვის, კრედიტორი ბაკებისთვის, ინვესტორებისთვის). შესაბამისად ბიზნეს გეგმაში მოცემულია ის იფორმაცია, რომელიც მათთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია

იხილე მეტი

ჩვეულებრივ, ბიზნეს გეგმის შინაარსი ასეთია: 

  • საერთო შეჯამებითი ნაწილი (მოცემულია დასაწყისში)

  • პროექტის დეტალები

  • სტრატეგუია

  • კომპანიის შიგნით პასუხისმგებლობის განაწილების მატრიცა

  • ბაზრის ანალიზი

  • საბოლოო მომხმარებლის ანალიზი

  • ფინანსური ანალიზიუ

  • “საგზაო რუჯა” (ანუ, მოცემულ ბიზნეს გეგმაში მოცემული სამიზნე შედეგების მიღწევის გზის აღწერა)

  • ოპერაციების დაწყების და მარკეტიგის გეგმა

  • დეტალური საოპერაციო გეგმა

  • ბიზნესის გავითარების ეტაპობრივი მიზნები და თვითოეული ეტაპის მიღწევის გაზომვადი ინდიკატორები.

  • რისკები და რისკების დაღვევის გეგმა.

იხილე მეტი

კომუნიკაციის სტრატეგია

გსურთ ცვლილების განხორციელება თუ კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება გარკვეული სიახლეების ან მოვლენების შესახებ - ორივე შემთხვევაში გჭირდებათ კომუნიკაციის ეფექტური მეთოდები. თქვენს სტრატეგიულ საკომუნიკაციო გეგმაში მოცემულია ძირითადი დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის სტრატეგია და პროცესი. ეს კომუნიკაციის სტრატეგია უნდა მოიცავდეს მომხმარებლებს, მომწოდებლებს, მენეჯმენტს, სახელმწიფო უწყებებს და მარეგულირებელ ორგანოებს, თანამშრომლებს, საზოგადოებას და მედიას.

იხილე მეტი

შეიმუშავეთ კომუნიკაციის სტრატეგია და გეგმა, რომლის განხორციელებითაც თქვენ სამიზე აუდიტორიას შეექმება ერთიანი წარმოდგენა თქვენი ბიზესის საქმიანობებზე და სამომავლო მიზნებზე.  

იხილე მეტი

კომუნიკაცია რთულ პერიოდში


რთული დროს, როცა ბიზნესს ბევრი სამუშაო აქვს, კომუნიკაციის მართვისთვის ხშირად ვეღარ იცლიან. რთულ ბიზნეს გარემოში არსებული ბიზნეს მოდელების მუშაობის შეფერხებების და ყოველდღიური მუშაობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, დაისახეთ მოზომილი ამოცანა - პროცესში საჭირო ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ საჭირო დროს.

 

იხილე მეტი
წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება