1. გამოწვევა
მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსურ რესურსებზე
შეზღუდული წვდომა გლობალური გამოწვევაა. საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) შეფასებით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხრიდან
ფინანსურ კაპიტალზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობა, 2020 წელს, ჯამურად განვითარებად
ქვეყნებში 5,2 ტრილიონი დოლარს შეადგედა (წყარო: IFC)[1].
ეს სვაობა მზარდია და წელს, სხვადავა საექსპერტო შეფესებით მსოფლიო მასშტაბით - 10
ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
პრობლემის ძირითადი მიზეზი მცირე და საშუალო საწარმოების ყოველი მეწარმისთვისაა ცნობილი. როგორც წესი, ტრაციციული საბანკო ფინანსური ინსტიტუტებისთვის (კომერციული ბანკებისთვის) შედარებით მცირე ზომის სესხების (მაგალითად საოპერაციო ხარჯების სწრაფი სესხების) განხილვის და დამტკიცების ადმინისტრაციული ხარჯი, ამგვარი სესხების ოდენობასთან შეფარდებით მაღალია. სასესხო განაცხადის დამუშავების, რისკების შეფასების ხარჯი სესხიდან მოგებას დასაშვებზე მეტად ამცირებს და ამგვარი სესხების გაცემას კომერციულად არამომგებიანს ხდის. შესაბამისად, მსხვილ საწარმოებთან შედარებით, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსებზე წვდომა შეზღუდულია.
ამ მასშტაბური პრობლემის მოსაგვარებლად, საერთაშორისო პრაქტიკაში დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები იქმნება, მათ შორის - ფასიანი ქაღალდების გამოშვება, აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსება და სხვა.
2024 წელს საქართველოში მიმდინარე კაპიტალის ბაზრების რეფორმის შედეგად - საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ. მიმდინარე წელს გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას. ამ რეფორმის 2023-2028 წლების სტრატეგია სხვადასხვა ღონისძიებებს და პროექტებს მოიცავს.
2. ბონდების გამოშვების თანადაფინანსება
2024 წლიდან,
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების
გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა,
რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.
3. საინვესტიციო ფონდების განვითარება
მსოფლიო ბანკთან
პარტნიორობით, სააგენტო „აწარმო საქართველოში“ აგრძელებს მუშაობას კერძო
კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იგეგმება 2 ან 3
ასეთი ფონდის მხარდაჭერა, რომელთა ჯამური მოცულობა 70 მილიონ ლარამდე იქნება. ამ ფონდებში
სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება.
4. აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა
2024 წელს ასევე
დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალებას
მისცემს კომპანიებს გამოიყენონ საკუთარი აქტივები დამატებითი სასესხო რესურსის მოსაზიდად.
ამ პროგრამებში დაინტერესებული კომპანებისთვის საიტერესო
და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.