ნიუსლეთერი

ნიუსლეთერი

2022 წელს საქართველოში არაერთი ახალი კანონი და რეგულაცია შევიდა ძალაში. მათი მიზანია საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და საუკეთესო პრაქტიკას. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დიდი ნაწილი გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობაზე, რამდენადაც რეგულაციები ახალ მოთხოვნებს უყენებს ბიზნეს სუბიექტებს. 

წინამდებარე ნიუსლეთერში წარმოდგენილია სამი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის მიმოხილვა, ესენია: მეწარმეთა შესახებ კანონი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი. ნიუსლეთერით შეგიძლიათ მოკლედ გაეცნოთ ძირითად ცვლილებებს, ხოლო სხვადასხვა საკითხი დეტალურად განმარტებულია ვებგვერდზე არსებულ სტატიებში.

შეიტყვეთ მეტი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენის ჩამოტვირთვით აქ