თვალი ადევნეთ კოვიდ-რეგულაციებს

პანდემიამ საკმაოდ ბევრი სფეროს განსხვავებულად მოწესრიგების საჭიროება გააჩინა. მსგავსი რეგულაციები ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ ეხება ბიზნესს ან ირიბად ახდენს მასზე ზეგავლენას. ქვემოთ მოცემულია ის ძირითადი რეგულაციები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #322 დადგენილება პანდემიის პერიოდში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტია. სწორედ ამ დადგენილებით განისაზღვრება ვირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები, რაც უმეტესად გარკვეულ შეზღუდვებთან ასოცირდება. აღნიშნულ დოკუმენტში ხშირად შედის ცვლილებები, ამიტომ, უმჯობესია ყოველთვის მისი უახლესი განახლებული ვერსიით იხელმძღვანელოთ, რომლის ნახვაც საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

პანდემიის მართვისა და ბიზნესის ცალკეულ სფეროებისთვის არსებული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

გაზიარება